რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
Otherguy |
Nov 24 2009, 06:41 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
გამარჯობათ, რაღაც მინდა დავწერო ამ თემაზე(რამდენად 100% ეხება არ ვიცი, მაგრამ გთხოვთ ნუ გამიბრაზდებით, მიმითითეთ თუ ვცდები...):
პირველ რიგში შევეხები ეკლესიის ფინანსებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ჩვენი "თანამოძმე" რუსეთის ეკლესიაა: ძალიან კარგი გადაცემები გადიოდა იმედზე ახლახანს, ეხლა არ ვიცი გადის თუ არა კიდევ... ამხილეს რუსეთის პატრიარქი კირილი, კაცი რომელიც შეყვანილია ოფიციალურად მსოფლიოს მილიარდელთა სიაში... კაცი რომელიც იყო სულით ხორცამდე კაგებეს აგენტი, ფლობდა თამბაქოს და სხვა ასეთი სახის პროდუქციის ბაზარს თითქმის სრულად... ანუ მას შემოჰქონდა რაც რუსეთში შედიოდა თამბაქო და სხვა ასეთი სახის პროდუქცია... ამასთან ერთად საინტერესოა მისი უძრავი ქონება, ვილები და ასე შემდეგ... ძალიან მიხარია რომ ბევრ რამეს ეხდება ფარდა ნელნელა... ასე რომ ეკლესიას ფული უამრავი აქვს... საქართველოში განა მე ვაკონტროლებდი არყის და თამბაქოს ბიზნესს? ეკლესია ხომ არ იხდიდა არანაირ გადასახადს? პ.ს. მარტო სანთელის ბიზნესით ეკლესიას უამრავი ფული შედის... იესომ ვაჭრობა აკრძალა ეკლესიაში და დღეს ხატების და სანთლების მაღაზიები(და სეფისკვერის) უამრავია(ეკლესიის ეზოებში)... სანთელი რომლის დამზადებას უნდა 2-5 თეთრამდე, იყიდება 20-50 თეთრად... მერე გამდნარს ხიკავენ და თავიდან აკეთებენ, ანუ რეალურად სანთელი არაფერი არ ჯდება(ნუ ჰა 1-2 თეთრი)... ამასთან ერთად სეფისკვერი რომელიც იყიდება არ იჭმევა(მე ვჭამდი ხოლმე, მაგარი გემო აქ ), უნდა იყიდო 20 თეთრად, დაწერო ქაღალდზე სახელები და ჩააგდო... სეფისკვერს მერე ამოიღებენ და თავიდან გაყიდიან... თუმცაღა ხატების გაყიდვის საქმე ეკლესიას ნაკლებად ეხება, რადგან ამობეჭდავენ ხოლმე ზოგნი თაბახის ფურცელზე კომპიუტერიდან და დგანან და ყიდიან 10/10 სანტიმეტრიან "ხატებს" ლარად... პატივისცემით, Otherguy -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
Nov 24 2009, 07:47 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
პატივისცემით, Otherguy მეგობარო, ეს, რაზეც შენ საუბრობ, ძალიან საშიში, საფრთხილო და ფაქიზი საკითხია. მე არ ვამბობ და არ ვამტკიცებ იმას, რომ ქართულ ეკლესიაში ''უფრთო ანგელოზია'' ყველა. მეტსაც გეტყვი - მსმენია საძაგელი ამბები სასულიერო პირებზე, რომლებსაც აქ არ ჩამოვთვლი, მაგრამ ამ ყველაფერს არ სჭირდება ასე ჰაიჰარად ლაპარაკი. თუ გაქვს ზუსტი, დამამტკიცებელი საბუთები, სიამოვნებით მოგისმენ მე პირადად. თუ არა და, ჯობს გავჩუმდეთ და სულებს ნუ დავიზიანებთ განკითხვით და მით უმეტეს - ცილისწამებით. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი