რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
k@the |
Nov 24 2009, 08:01 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
დავუბრუნდეთ დაფინანსების საკითხს, კანუდოსელის აზრი ძალიან მომეწონა ისე,
სავარდებულო სახელმწიფო ბეგარიდან თუ ადამიანს საშუალება ექნება 1 ან 2% თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს, არ იქნება ცუდი. ამით, არამართლმადიდებელი არ წამოგვაძახებდა, "ჩემი ხელფასიდან ფინანსდებითო". რაც შეეხება შესაწირს, წინააღმდეგი ვარ იფიციალური გადასახადებისა. მხევალმა და გიორგი- -მ სწორად აღნიშნეს, გადასახადებთან პრობლემები ძირითადად მათ აქვთ ვინც ეკლესიაში წელიწადში მხოლოდ 2 ან 3-ჯერ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ეკლესიაში მეორედ შესვლა აღარ მოვანდომოთ, ისეთი დახვედრა მოვუწყოთ. ალბათ რომ იყოს დაწესებული სავარაუდო გადასახადი, არა სავალდებულო (!) რომელზე მეტის მოთხოვნის უფლება (!) სასულიერო პირს, ან ეკლესიაში მსახურს, არ უნდა ჰქონდეს, კარგი იქნებოდა. ანუ, თუ ადამიანი გაურკვეველია და დაეკითხება ვინმეს, იყოს ზედა ზღვარი განსაზღვრული პასუხისათვის. ნურავინ აუკრძალავს იმის თქმას, რომ 'თუ გსურთ მეტიც შეგიძლიათ შესწიროთო.' მაგრამ თანხის მაქსიმუმი, წესით უნდა იყოს დადგენილი. თანაც ეს არ უნდა იყოს სავალდებულო, კაცი თუ ეტყვის ამდენი არ მაქვსო, უკან არავინ უნდა გაბაბრუნონ. თუ ადამიანი არ იკითხავს, არ აქვს, ვერ შეუძლია მეტის გადახდა, სავალდებულო გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ არ გადაიხდის არაუშავს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი