რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
Otherguy |
Nov 24 2009, 07:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
სეფისკვერს თუ თავიდან ყიდიან, წირვის მერე ხალხს რაღას ურიგებენ ხოლმე? თუ წირვას ბოლომდე არასდროს დასწრებიხარ? იყო დრო როცა სკოლიდან დავყავდით... კარგად მახსოვს 8 წლის ბავშვი, პირველ ზიარებაზე როგორ არ წამიყვანეს სკოლიდან - არ გაზიარებენო, რადგან დილით ჩაი დავლიე(არადა 1 თვე ვიმარხულე)... ჰოდა დამტოვეს მარტო, ყველა წავიდა... მაგის მერე დაიწყო ჩემი "ეკლესიური ცხოვრება"(ნუ მექანიკური სიარული რა, აბა პატარა ბავშვებისთვის ადრეა სიარული, როცა არც დოქტრინას გაცნობენ და არაფერი, მხოლოდ ლოცვების კIთხვა, მარხვა, ზიარება) და ბევრი რამ ვიცი... ისე, ზიარებისას ვიცი რომ აძლევენ ნახევარ სეფისკვერს, მაგრამ ზიარება ყოველ დღეა? თუ ჩვენი ეკლესიის წევრი არ ხარ ძალიან გთხოვ ეგეთ რაღაცეებს ნუ დაწერ. სხვისი ოჯახის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას გავს. არ გეწყინოს რა... ბევრი რამე გვტკივა მაგრამ : "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" კარგი ბატონო... athos მე ასე ჩამოვაყალიბებდი ამ კითხვას: წირვას არასდროს დასწრებიხარ? დღეს დავესწარი წირვას მამა ზურაბის(აროშვილის) ეკლესიაში... დიდი ხანი არა, ადრე მივედი ვიდრე შეხვედრა გვქონდა დათქმული... ისე კარგა ხანია არ დავსწრებივარ მთლიანად წირვას... ეგ თემა აქ განსახილველი არ არის და არც კირილეა მილიარდელი! რა შუაშუა დოკუმენტური ფილმი, გადავიღებ მე მასეთ დოკუმენტურ ფილმს და დავაბრეხვებ ათას სისულელეს რა სწორი იქნება?! მოკლედ მაგაზე აქ გაგრძლება არ ღირს. ეჭვიც არ მეპარება რომ არ დაიჯერებ... რუსეთში იმხელა სკანდალი იყო მაგაზე... აჭრელებული იყო ჟურნალები იმით თუ როგორ გახდა კირილი თამბაქოს იმპორტით მილიარდელი... საერთოდ ადამიანებს მაგარი თავდამცავი სისტემა აქვთ: "არ დაიჯეროთ, ეკლესიას ძირს უთხრიან." და მორჩა... კარგით მოვეშვათ კირილეს. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
Nov 24 2009, 07:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
დღეს დავესწარი წირვას მამა ზურაბის(აროშვილის) ეკლესიაში... დიდი ხანი არა, ადრე მივედი ვიდრე შეხვედრა გვქონდა დათქმული... ისე კარგა ხანია არ დავსწრებივარ მთლიანად წირვას... ეგ რომელი აროშვილები არიან, აიაზმა რომ აუყროლდათ და რომ მალავდნენ? კარგი რა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Otherguy |
Nov 24 2009, 08:03 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ეგ რომელი აროშვილები არიან, აიაზმა რომ აუყროლდათ და რომ მალავდნენ? კარგი რა. ... მე არ ვიცი ვინ რა ხმებს უვრცელებს მათ, არც გამიკვირდება, აგერ ვიღაცისგან გავიგე იაღოველიაო... არადა აფხაზმა მითხრა სისულელეაო... მოკლედ რამოდენიმეჯერ შევხვდი და ძალიან კარგი და განათლებული ადამიანია... მის ძმას არ ვიცნობ. სქიზმაზე თუ ფიქრობ - "მოვა დრო და გაირკვევა ვინ იყო მართალი..." სწორედ ასე მითხრა... თემას ვაოფებთ ამ შემთხვევაში. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი