რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
Otherguy |
Nov 24 2009, 08:18 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy როგორც ჩანს არც ისე ბევრი რამ იცი შენს ადგილზე და ასეთი "ცოდნის" საფუძველზე ასე კატეგორიულად არაფრის მტკიცებას არ დავიწყებდი გეშლება, მე ბევრი რამ ვიცი... მრევლს ვიცნობ, ეკლესიებში დავდივარ ხოლმე... 2 წლის წინ გავხდი ათეისტი და ბევრ რამეს ვიცნობ, მრევლს უფრო მეტად ცხადია... რაც შეეხება დოქტრინას, უკვე მშვენივრად ვფლობ მართლმადიდებლურ დოქტრინას(თუმცა ერეტიკულ/მწვალებლურსაც )... დავუბრუნდეთ დაფინანსების საკითხს, კანუდოსელის აზრი ძალიან მომეწონა ისე, სავარდებულო სახელმწიფო ბეგარიდან თუ ადამიანს საშუალება ექნება 1 ან 2% თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს, არ იქნება ცუდი. ამით, არამართლმადიდებელი არ წამოგვაძახებდა, "ჩემი ხელფასიდან ფინანსდებითო". რაც შეეხება შესაწირს, წინააღმდეგი ვარ იფიციალური გადასახადებისა. მხევალმა და გიორგი- -მ სწორად აღნიშნეს, გადასახადებთან პრობლემები ძირითადად მათ აქვთ ვინც ეკლესიაში წელიწადში მხოლოდ 2 ან 3-ჯერ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ეკლესიაში მეორედ შესვლა აღარ მოვანდომოთ, ისეთი დახვედრა მოვუწყოთ. ალბათ რომ იყოს დაწესებული სავარაუდო გადასახადი, არა სავალდებულო (!) რომელზე მეტის მოთხოვნის უფლება (!) სასულიერო პირს, ან ეკლესიაში მსახურს, არ უნდა ჰქონდეს, კარგი იქნებოდა. ანუ, თუ ადამიანი გაურკვეველია და დაეკითხება ვინმეს, იყოს ზედა ზღვარი განსაზღვრული პასუხისათვის. ნურავინ აუკრძალავს იმის თქმას, რომ 'თუ გსურთ მეტიც შეგიძლიათ შესწიროთო.' მაგრამ თანხის მაქსიმუმი, წესით უნდა იყოს დადგენილი. თანაც ეს არ უნდა იყოს სავალდებულო, კაცი თუ ეტყვის ამდენი არ მაქვსო, უკან არავინ უნდა გაბაბრუნონ. თუ ადამიანი არ იკითხავს, არ აქვს, ვერ შეუძლია მეტის გადახდა, სავალდებულო გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ არ გადაიხდის არაუშავს. ძალიან საინტერესოა... ანუ 1-2% რომ გადადონ თავიანთი შემოსავლიდან(იმ აბსურდულ დღგ-სთან ერთად) ვთვლი ოპტიმალური იქნება... მაგრამ რეალურად რამდენს აქვს იმდენი შემოსავალი რომ ამით საპატრიარქომ იარსებობს? რას ფიქროBთ ეყოფა? ჩავთვალოთ 100 000 ადამიანი, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალია 600 ლარი(დიაპაზონი ნებისმიერი შეიძლება იყვეს), გამოდის საშუალოდ 600 000*2%=12 000 ლარი თვეში... საპატრიარქოში "დასაქმებულია"(მღვდლების ჩათვლით) 10 000-მდე ადამიანი ხომ? თუ არ გვყავს ამდენი მღვდელი? მგონი კი... მაშინ ასე ვერაფერს გადავწყვეტთ... რას ფიქრობთ? პ.ს. პუF ასე არასწორად როგორ დავთვალე... ჩემნაირ მათემატაკისოსს როგორ ხშირად მოსდის ეს შეცდომა? მოკლედ 60 000 000-ია რა და არა ის რაც მე დავწერე... მაგრამ საქართველო მასეთი ფულიანი როდისაა რომ 600 ჰქონდეს საშუალო შემოსავალი, თუმცაღა ნებისმიერი დიაპაზონით მაგრამ 600-ზე მეტი მოდით... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი