![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნაწილი II
ციტატა წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. ლატერანოს კრების დადგენილება კათოლიკურ, შემდგომ ჯვაროსნულ, მძიმე სიტუაციას შეეწინააღმდეგა, მორალურ-რელიგიურ დაცემულობით გამოწვეული ვაჭრობა, თავად, წმიდა ნაწილების თაყვანისცემას არაფერს აკლებს, პირიქით, ეს კრება, სწორედ ჭეშმარიტი და არანაყალბები ნაწილების გამოსარჩევად იყო მოწვეული... ციტატა მეშვიდე საუკუნეში პაპი ბონიფაციუს VI მიიღო იმპერატორ ფოკიუსის ნებართვა რომის წარმართული ~პანთეონი~, _ ქრისტიანულ ტაძრად გადაექცია, რომელიც მიძღვნილი იქნებოდა ქალწული მარიამისა და ყველა წმიდანისადმი. ამ მოვლენამ მყარად დაამკვიდრა ~ღვთის დედის (მშობლის)~ -ა და მორჩილების თაყვანისცემა, პირველად მაშინდელი ქრისტიანობის ცენტრში, შემდეგ კი ყველა პროვინციაში. აქ სახელების, ფაქტების და მოვლენების დამახინჯებასთან ერთად საოცარი სისულელე გვხდება, თითქოს რომში VII ს.მდე ღვთისმშობელს თაყვანს არ ცემდნენ, შეიძლება ეს წიგნი, ვიღაც ბაბუშკებს ატყუებდეს სადღაც "რასიაში", მაგრამ აქ არ გაუვა ! რომი, სამწუხარო განხეთქილებამდე, ქრისტიანობის ბურჯი იყო,ეფესოს მსოფლიო კრების გამართვისთანავე ( 431 წ) როდესაც ნესტორი იქნა დაგმობილი, რომელიც სწორედ ღვთისმშობელს გმობდა, ამ კრებამ საბოლოოდ დაადგინა ტერმინ "ღვთისმშობლის" კანონიკურობა, რომმაც მაშინვე ააგო ერთერთი უპირველესი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, რომლის დღევანდელი სახე უკავშირდება პაპ სიქსტუს III (432- 440 ) , აი ჩემი თუ არ გჯერათ ვატიკანის საიტზევე ნახავთ ინფორმაციას http://www.vatican.va/various/sm_maggiore/...ntroduzione.htm სადაც უდიდესი სიწმინდე, უფლის აკვანი დაასვენეს ( რამოდენიმე ფიცარი ბეთლემის ბაგიდან და სხვა ბეთლესმისეული ნივთები), აი სურათი ![]() საკმარისია ვგონებ, ყველა შეცდომას, სიყალბეს და სისულელეს კომენტარს ვერ გავუკეთებ, ძალიან შორს წავალ, ახლა ისტორიული მიმოხილვის შემდეგ სჯობს, რომ მესამე ნაწილი უკვე განმარტებას დავუთმო, რაა ხატ და წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი