![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
III ნაწილი
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმაზე რა არის თაყვანისცემა ხატისა და წმ. ნაწილისა მოდით ახლა ასე დავყოთ, 1) მლოცველი სუბიექტი - ადამიანი 2) ხატი - ქმედების მეორადი ობიექტი ( ერთგვარი სახე-ხატი, გამტარი) 3) ღმერთი - ქმედების პირველადი ობიექტი ანუ ლოცვის მიზანი ამის შემდეგ რამოდენიმე ჭეშმარიტებაც გამოვყოთ: ა) ლოცვა ყოველთვის მიმართულია ღმერთისადმი, მსხნელი მხოლოდ უფალია! ბ) ქრისტიანი არასოდეს მიმართავს რომელიმე წმიდანს, რომ იხსნას ან შეიწყალოს, არამედ "ევედრე ღმერთსა ჩემთვის" , უფრო მეტი სიცხადისათვის: მე, ცოდვილმა და ცოდვით მკელობელმა უფლის სასუფევლის ტაძრის კარებთან მოციქულ პეტრეს რომ ვთხოვო, ის მომცეს რაც აქვს, ანუ სულის ( სხეულის) კურნება ქრისტეს მიერ, არის შეცდომა? როგორ წმიდა წერილში. თავი 3. 1. პეტრე და იოანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. 2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თვისით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასვიან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუნიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად, 3. რომელმან იხილა პეტრე და იოანე, შე-რაი-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან. 4. მიჰხედა მას პეტრე იოანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა. 5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან. 6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა: აღდეგ და ვიდოდე! 7. და უპყრა ხელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერხნი მისნი და კოჭნი. 8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა? ეს პავლეს საფლავია ![]() 3) წმიდანის ან სიწმიდის თაყვანისცემა არ ნიშნავს მათ გაღმერთებას, და ამის ასე გაგება არის მართლმადიდებლობის არ ცოდნა, ნათელი მაგალისათვის, ეს ადგილი არის ის ადგილი, სადაც რომიდან გაქცეულ პეტრეს თავად უფალი ეჩვენა, და მიანიშნა, რომ მისი აღსრულების ჟამი მოახლოებული იყო და საიდანაც პეტრე უკან დაბრუნდა რომში და მერე აღესრულა, იმ ადგილას დღესაც შემორჩა წმიდა ანაბეჭდები უფლის ფეხთა: ![]() ნუთუ ვინმე იტყვის რომ ეს არაა სიწმინდე? არა! ან ვინმე იტყვის რომ ვინმე ამას აღმერთებს? არა! მე მიყვარს ყველა ის ადგილი, რომელიც მადლს მანიჭებს და უფალთან ავყავარ, ყველაფერი ბოლოს უფალთან მიმყვანი უნდა იყოს... ციტატა მიერ მოყვანილი წყაროები სულაც არ ნისნავს იმას რომ ის ვიღაცა "უბადრუკი" ავტორი აყალბებს ამ ისტორიას მოიცა, ამდენი ტყუილად ვწერე? ![]() რაც შეეხება წმ. წერილს ბევრი გიწერეს მაგაზე, მაგრამ იმათ ვერ გაიგებ, თუ ჯერ ესენი არ გაითვალისწინე! კარგად წაიკითხე სამივე ნაწილი და მერე მომწერე! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი