![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#2
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
KAIROS ციტატა აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა კი თანაც დიდი... მე მგონი პატარა ბავსვიც დაინახავს, რომ ის შეწევნას სთხოვს ცოცხალ ადამიანებს...რომ მათ ილოცონ, და არა მიცვალებულებს ნუ სენ შეგიძლია სთხოვო, მაგრამ მე ვერსად ვერ ვხედავ და არც არის ახალ აღთქმაში ადგილი სადაც მკვდრის სულს სთხოვენ შეწევნას.... და მე რომ ადგილები მოვიყვანე ბიბლიიდან იმაზე რას ფიქრობ...? KAIROS ციტატა მოიცა, ამდენი ტყუილად ვწერე? აბა რას ნიშნავს გლახა? სიცრუეა ეგ წიგნი და სიმდარე! დაივიწყე! არა ტყუილი არ წერე, მაგრამ არა მგონია ეგ კაცი ყველაფერში ცდებოდეს... ციტატა რაც შეეხება წმ. წერილს ბევრი გიწერეს მაგაზე, მაგრამ იმათ ვერ გაიგებ, თუ ჯერ ესენი არ გაითვალისწინე! მოიცა ათასჯერ მიკითხია, და ყოველთვის გაუგებარ პასუხებს ვიღებ... ერთი როგორ უნდა განმარტოს კაცმა გამოსვლის 20 თავში მე3 მცნება? როგორ უნდა ახსნა ის რომ შუამავალი მხოლოდ ქრისტეა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ აქ რატომღაც მიდის მტკიცება რომ ქრისტეს + ვიღაცა... ციტატა ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმაზე რა არის თაყვანისცემა ხატისა და წმ. ნაწილისა მოდით ახლა ასე დავყოთ, 1) მლოცველი სუბიექტი - ადამიანი 2) ხატი - ქმედების მეორადი ობიექტი ( ერთგვარი სახე-ხატი, გამტარი) 3) ღმერთი - ქმედების პირველადი ობიექტი ანუ ლოცვის მიზანი ამის შემდეგ რამოდენიმე ჭეშმარიტებაც გამოვყოთ: ა) ლოცვა ყოველთვის მიმართულია ღმერთისადმი, მსხნელი მხოლოდ უფალია! ბ) ქრისტიანი არასოდეს მიმართავს რომელიმე წმიდანს, რომ იხსნას ან შეიწყალოს, არამედ "ევედრე ღმერთსა ჩემთვის" , და რატომ პირდაპირ ქრისტეს არ მიმართავენ? ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი-ქრისტე იესო 1ტიმოთე 2:5 და ეს სქემა ვინ შეიმუშავა? და ვინ დააკანონა რომ ასე უნდა იყოს ? რის საფუძველზე? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი