ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
uperuli |
Sep 14 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
ეკატო |
Nov 27 2009, 09:04 PM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
KAIROS
ციტატა შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო, რაში მდგომარეობს ხატწერის ქართული სტილი, რითი განსხვავდება იგი რუსული და ბერძნული სტილიდან? ცოტა რთულია ქართული, რუსული და ბერძნული სტილების განსხვავებებზე ლაპარაკი, ასე კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი, თუმცა თუ გამოცდილია ხატმწერი, ერთი შეხედვით გაარჩევს ქართულ ხატს სხვა ხატებისგან. საერთოდ ქართულ ხატებში ყველაფერი პირობითად აღინიშნება, ხაზგასმული არ არის ფიზიკური სილამაზე და ანატომიური აგებულებაც დეფორმირებულია, აქცენტი არ კეთდება სამოსზე და სხვა დეტალებზე. თუმცა ბოლო პერიოდში დაწერილი ხატების უმრავლესობაზე ვერ იტყვი რომ სუფთა ქართული ხატებია (მათ შორის ჩემი ხატებიც), უფრო სხვადასხვა სტილების სინთეზია, თუმცა ქართული სული მაინც იგრძნობა, თვალში არ გხვდება რაიმე დეტალი. ციტატა და როგორ უნდა აცდეს ქართველი ხატმწერები უხეშ კოპირებას? რაც შეეხება კოპირებას, ცუდი ნამდვილად არ არის როცა ხატმწერი რომელიმე ცნობილი ხატის ასლს აკეთებს, მითუმეტეს თუ "ახალბედაა" და ახლა იწყებს სწავლას, ეს პირიქით ეხმარება, მე ის უფრო არ მომწონს როცა ცდილობენ შექმნან ე.წ. "თავისი სტილი", ხატწერა ფერწერაა არაა რომ რომელიმე ხატმწერის სტილი გამოკვეთილი იყოს (არ ვგულისხმობ რუბლოვს და სხვებს) თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია ციტატა სამწუხაროდ ხშირად მინახავს ძალიან რუსული ან სუფთა ბერძნული ხატები რომლებსაც ახლა წერენ... ჩემი ბოლო ღვთისმშობლის ხატიც ბერძნულია მარა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე სულ ბერძნულ ხატებს დავწერ უბრალოდ ძალიან მიყვარს ის ხატი და თავისით დამეწერინა ისე მაინც ვთვლი რომ ქართველებმა ქართული ხატები უნდა ვწეროთ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი