ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
uperuli |
Sep 14 2008, 10:47 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
mariami-k |
Nov 28 2009, 10:26 AM
პოსტი
#42
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
KAIROS
ციტატა ჩემს ავატარს შეხედეთ, ეს ნამდვილი ქართული სტილია (ხელწერა უცნობი ავტორისა, რომელსაც არ ვიცნობთ), ჰოდა რაა ცუდი იქ? ნახატია? smile.gif შენ ავატარად ძალიან კარგი ხატი გაქვს. ყინწვისის ფრესკაა. მართლაც განსაკუთრებულად ლამაზია. აი კიდევ ყინწვისის ფრესკები: ასევე გამოვარჩევდი ატენის მოხატულობას. ყველა ხატმწერს უნდა ჰქონდეს თავისი ხელწერა. რათქმაუნდა მასში იქნება რომელიმე სტილის გავლენა, მაგრამ თავისი ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგოს. კარგია ქართული სტილი, მე მომწონს ძალიან, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართველი ხატმწერის ნამუშევრებში შეიმჩნევა ბერძნული სტილის გავლენა. მეპირადად მომწონს ბერძნულიც, ძალიან დახვეწილია. საკმაოდ ბევრი სტილის გავლენა შეიმჩნევა ზურა მოდებაძის ხატწერაშიც. ეს ადამიანი უძლიერესია თავის საქმეში. შესწავლილი აქვს ხატწერის ყველა სტილი და ყველადან აქვს აღებული რაღაც. საკმაოდ ბევრი ტაძარი აქვს მოხატული და ამ საქმის პროფესიონალია. ესეც მის მიერ შექმნილი ფრესკები. ციტატა ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული... გეთანხმები. კარგი იქნება თუ აღდგება მართლაც ისეტი ხატწერა, როგორიც ადრე იყო. დღევანდელი ქართული ხატწერა საერთოდ შორსაა ადრინდელისგან. ერთეულები თუ არინ ვინც მართლაც კარგ ხატებს ქმნიან. მე პირადად ძალიან ბევრი თანამედროვე ხატმწერის ნამუშევრები არ მომწონს. ამიტომ ვცდილობ (და მასწავლებელიც ასე მირჩევს)რომ როცა ვსწავლობ ვიხენმძღვანელო ბერძნული სტილით ან ძველი ქართულით. ციტატა ჩვენ რომ ყველამ ჩვენი სტილის შექმნაზე ვიზრუნოთ, წარმომიდგენია რა მოხდება, მართალი ხარ, და სტილის შექმნაზე არც არის საუბარი, უბრალოდ ქართული სტილით წერაზეა ლაპარაკი. ხოლო ხელწერა ყველა ვარიანტში ინდივიდუალური უნდა იყოს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი