განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
სოფიო1977 |
Nov 28 2009, 04:54 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 11-November 09 წევრი № 7,714 |
მეც მქონდა განსაცდელი,ისევე როგორც ყველას.მე7 წელია ევროპაში ვცხოვრობ,სამწუხაროდ აქ ძალიან ვიყავი ეკლესიურ ცხოვრებას დაშორებული.ბოლო დროა რაც როგორც თქვენ წერთ,უფალი და სარწმუნოება თავიდან აღმოვაჩინე.განსაცდელმა ადრე ძალიან დიდ სასოწარკვეთილებასა და დეპრესიაში ჩამაგდო.ეს ბუნებრივის ჩემი მცირედმორწმუნეობის ბრალი იყო.მერე მამა გარდამეცვალა და თქვენ წარმოიდგინეთ,იმ პერიოდში უფრო ძლიერი გავხდი თითქოს.მაგრამ მაშინვე ვერ გავაგრძელე ეკლესიური ცხოვრება.ამ ბოლო დ როს რა მოხდა,ვეკითხები ჩემ თავს.ერთი პასუხია:წელს სააღდგომოდ საქართველოში ვიყავი ჩამოსული.სოფელში საინდანაც ჩემი წინაპრები არიან წარმოშობით 10 წლის უკან აღდგენილ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში,მაცხოვრის ხატს მირონდენა შენიშნეს აღდგომის ღამეს.მე ახალ კვირას მივედი ტაძარში და მამაომ ბამბით სულ მცირეოდენი წვეთი აიღო და შუბლზე ჯვარი გადამსახა.იმ დღის შემდეგ თითქოს თვალი ამეხილა.აქ რო ჩამოვედი ხშირად მარტო ყოფნა მიხდებოდა ,ამიტომ ხშირად ფიქრის საშუალებაც მქონდა,ბევრს ვფიქრობდი ამ ცხოვრებაზე ,ჩემს განვლილ წლებზე და ცოდვებზე.მივხვდი რომ დამძიმებული სულის ცხონება და გამოხსნა,მხოლოდ მართლმადიდებლობაშია.არ უნდა იჩქარო,ეტაპობრივად ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი.მე ვითხოვ ერთადერთს რომ უფალმა მოთმენა მასწავლოს და დუმილი,ამას რომ მივაღწიო ალბათ წლები დამჭირდება,მაგრამ მოთმინებითა და დუმილით სულიერი სიწმინდე მიიღწევა.განსაცდელი ჩემ შემთხვევაში მირონმდინარე ხატმა დამაძლევინა.
ყველას გისურვებთ ღირსეულად გაგეძლოთ განსაცდელისათვის.რწმენითა და მოთმინებით,ყველანი მიყვარხართ და მიხარია ,რომ ინტერნეტში ასეთი კარგი ფორუმებია,სადაც ბევრი რაიმის გაგება შეუძლია ადამიანს,მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში.სამშობლოდან შორს.... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი