განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
izi-bartki |
Nov 28 2009, 06:39 PM
პოსტი
#2
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
ხშირ შემთხვევაში,ადამიანი უფალს ჩეშმარიტების სავალ გზაზე ან ნებით მიყავს ან განსაცდელით,რა თქმა უნდა ჯობია,ნებით აღმოაჩინო ის რომ ეკლესიის გარეშე სუნთქვაც გაგიჭირდება,არადა უმეტესად განსაცდელის მოვლენით აფხიზლებს ღმერთი ადამიანებს,ალბათ ხანდახან საჭიროა,ცოტა გული გეტკინოს,რომ შეიგრძნო უძლური ხარ და მხოლოდ უფალია შენი მშველელი,ოხ როგორ უყვარს ღმერთს მონანულის ცრემლები,ბევრჯერ ვყოფილვარ მარტო ღვთის ანაბარა,და რა ტკბილია მაგ დროს ნუგეში,მართალია ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი იყო,მაგრამ რაც უფრო მრავლდება განსაცდელი,მით მეტად ვძლიერდებით სწავლობ მოთმინებას,
ფსალმუნებში ასეთი რამ წერია"ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი ჩემი" ამას უფალი ძველი აღთქმის ებრაელებზე ამბობდა,სანამ აღთქმულ ქვეყანაში შევიდოდნენ,მაგრამ საჭირო იყო მათთვის უდაბნოში ყოფნა,მათივე სულების სასარგებლოდ,ამითომ შეუცნობელ არიან გზანი უფლისა,ღმერთი ყველაფერს ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო აკეთებს -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი