ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
კანონისტი |
Feb 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,
გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით. აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას! ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Feb 28 2007, 01:26 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დიდი მადლობა თანადგომისათვის
იდეებიც ბრძანეთ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mariami-k |
Feb 28 2007, 01:28 PM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
დიდი მადლობა თანადგომისათვის იდეებიც ბრძანეთ! კარგი იქნებოდა რომ გზა მოგვეწყო და მოგველოცა სხვადასხვა ადგილები. სადაც პარალელურად მოვახდენდით ბუკლეტების გავრცელებას. თან პირადად გავესაუბრებოდით ისეთ ხალხს, რომლებიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. მაგალიტად სოფელ ფლავისმანში განკვეთილი მღვდლის მეგობარი დადის, რომელიც თავდ დეკანოზი დავითის სახელიტ ასაღებს. და ხალხის ხელმოწერებს აგროვებს და პირადობის მოწმიბის მომრებსაც იწერს. ამ ადამიანს საბერძნეთიდან აფინანსებენ. ხალს სჯეროდა მათი ჩვენს ჩასვლამდე. მეუფე ანდრია კურთხევით, მამა გედეონმა წაგვიყვანა, ჩვენ ამ სოფელში სკოლა ვაკურთხეთ, პარაკლისი გადავიხადეთ და ნათლობებიც ჩატარდა. ხალხი აზრზე მოვიდა. თან ეს ვითომ დეკანოზი დავითი ასე ამბობს, რომ ფილარმონიაში მაკურთხეს დეკანოზად ნოემბერშიო. ხალხსას ნათლავს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი