![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვფიქრობ, რომ აქ უკვე ურჩობასთან და სიჯიუტესთან გვაქვს საქმე, თორემ რაღაც წინსვლა მაინც უნდა ყოფილიყო გლახა და ალექს-ბ თქვენსკენ, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილად ვიგრძნე თავი გლახა ბატონო ამ მართლა გლახა გამოსვლის გამო...
ციტატა მსჯელობა აზრს კარგავს, სერიოზული მოწინააღმდეგე მხარის გარეშე ასევე სავსებით ულამაზო და მიუღებელია ის რაც მხევალ ნინოს დაუწერე, ასე მანდილოსანს არ ესაუბრებიან, თუ აქაც წმ. წერილი მოვიყვანო, რომ დაგარწმუნო? ციტატა ალბათ შენსკენაა ცუდად საქმე..ნუ ახლა რა კომენტარი უნდა გააკეთო მაგალითად შენ მე არ ვიცი არასერიოზული რა დაინახე ჩემს ნაწერში, მაგრამ აი შენი და ალექს-ბ ს არგუმენტები ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული... საერთო ასევე დიდ შეცდომებშიც გაქვთ ციტატა შეწევნას სთხოვს ცოცხალ ადამიანებს გლახაციტატა შუამდგომლობა ღვთის წინაშე მისაღებია, მაგრამ ცოცხალი ადამიანისაგან. ალექს-ბგლახა, რომ იეჰოვას მოწმე არაა ვიცი, მაგრამ ალექსის არ ვიცნობ, რასაც თქვენ წერთ ეს არის სრული უაზრობა და ულოგიკობა, რაღათქმაუნდა იმის შემდეგ თუკი სულის უკვდავებას აღიარებთ, თუ არ აღიარებთ თქვით და მორჩა! ხალხო, რატომ წერთ ასეთ უსუსტეს არგუმენტებს? ჯერ კიდევ ცოდვილს, ჯერ კიდევ დაცემულ სხეულში მყოფს თუ შემიძლია ღვთის წინაშე შუამდგომლობა ვთხოვო, უფალთან მისულს, განათლებულს, გაბრწყინვებულს და ცხონებულს განა ათასჯერ მეტად არ უნდა შევთხოვოთ იგივე? რა გჭირთ, რაა ეს? პავლემ მორჩა თავისი საქმე, წავიდა სამოთხეში და ახლა ზედაც არ გვიყურებს ხომ? ერთ სიტყვასაც არ ეტყვის ხომ უფალს, უშველე და შეეწიეო? დაასრულა მოღვაწეობა და დაიბანა ხელი? გლახა შენგან გამიკვირდა... ალექს.ბ დამრიგებლურ ტონს სჯობს აღიარო რომ არ იცი თეოლოგია და ამიტომ ჯერ წაიკითხე, გაიგე და მერე შემოგვთავაზე ზოგიერთი ვაიკომენტარი! წმინდა სექტანტური აზროვნებაა თვალი დახუჭო ისტორიაზე, გააყალბო იგი და ყველაფრის პასუხი წმიდა წერილიდან მოითხოვო, წმიდა წერილში სიტყვა სამებაც არ წერია, მაგრამ როგორც ვიცი გლახას მაინც იგი სწამს... გლახა საქმე იმაში კი არაა, რომ ის უბირი ავტორი ყველაფერში შეცდა თუ არა, არამედ იმაში, რომ ის ვაინაშრომი მცდარი ფაქტების და მცდარი იდეების გამოყენებით სიმცდარეს გადმოცემდა და გაჩვენე კიდეც, რაც შენც აღიარე ციტატა ნუ ახლა ის წიგნი რა მოსატანია აქ... ნამდვილად არ იყო მოსატანი!წმიდა წერილს რაც შეეხება... მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სექტანტებთან ურთიერთობისა, ორივე მხარემ ზეპირად იცის ბიბლია, მე სანამ ის რამეს იტყვის უკვე ვიცი რას ვუპასუხებ, მანაც იცის ჩემი პასუხი და ასე ვთამაშობთ მაგიდის ჩოგბურთს... ჭეშმარიტების მიღებას ცოტა გახსნა უნდა ჩემო გლახა, თორემ ჯიუტ კაცს ციტატები კი არა ტომებიც ვერაფერს უშველის... დათიკომ რაც ადგილები მოიყვანა იმდენად ნათლად აჩვენებს ჭეშმარიტებას, რომ ძალიან არ უნდა გინდოდეს გაგება რომ ვერ გაიგო... ციტატა უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე. და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ. 2 პეტრე 1,14-15 ხომ არ ატყობ აქ, რომ პეტრე მოციქულს სიკვდილის შემდგომ ძალუძს ჩვენზე ზრუნვა? (ახ. ქართ. რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენიებდეთ ამას). წმიდანებს გარდაცვალების შემდეგაც შეუძლიათ დახმარება, რადგან ღმერთისთვის მკვდარი არავინაა, ყველა ცოცხალია (მათე 22,32). პეტრე მოციქული წერს, რომ ის იზრუნებს გარდაცვალების შემდეგ თავის სულიერ ძმებზე. სამწუხაროდ, წინსვლის მაგივრად სიჯიუტე დავინახე, ამიტომ ისევ იმ "მეგობარს" დაველოდოთ, იმედია თუკი "თეოლოგია" , ისტორიული წყაროებიც ესმის, ცოტა მეტი ლოგიკაც ექნება და ამ თოფიქსაც აზრი მიეცემა... ციტატა მე ერთ ჩემს მეგობარს ვთხოვე რომ მონაწილეობა მიიღოს ამ თემაში, ის თეოლოგია და მას საკმაო განათლება აქვს და ის უკეთ მოიყვანს ისტორიულ წყაროებს. და საღვთო წერილიც უკეთ იცის... სამწუხაროა, როგორ ვერაფერი გაიგეთ, როცა ამდენი გიწერეთ... სამწუხაროა, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ კაიროსი, დათიკო, კანონისტი და თუნდაც კანუდოსელიც კი ვერაფერს გახდებიან, რადგან ჭეშმარიტებას გულს თუ არ გაუღებ და გონებას თუ დაიხშავ, ძალით არ შემოვარდება, იგი არც გულის კარებს ამტვრევს და არც გონებას აძალებს, უბრალოდ კარებზე და აკაკუნებს... ღმერთმა გონება გაგინათლოთ... გულდაწყვეტილად, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი