![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ამ განყოფილებაში პირველად ვხსნი თემას და არც არასოდეს დამიპოსტავს, ასე რომ ძალიან არ მსაიმოვნებს პირველივეჯერ ასეთ არასასურველ თემაზე რომ მიწევს საუბარი.
ჩემი თანამშრომელი ქმარს ეყრებე და აინტერესებს როგორ შეიძლება ჯვარი აიყარონ. მე ნამდვლიად არაკმპეტენტური ვარ ამ საქმეში და ვერც ვერაფერი ავუხსენი. იქნებ ზუსტად მითხრათ რა პროცესების გავლაა საჭირო და საერთოდ რამდენად შესაძლებელია ჯვრის აყრა. რამდენადაც მე ვიცი არის რაღაც პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წყვილი. დიდი მადლობა წინასწარ ყველას ![]() -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ნანინა
ციტატა რა შემთხვევაში რთავს ეკლესია ამის ნებას და ხდება თუ არა საიდუმლოს გაუქმება? ეკლესია რთავს ზუსტად იმ შემთხვევაში, რომელიც თავად უფლის მიერ არის დადგენილი – "რომელი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ...", "ვინც ცოლი განუტეოს თვინიერ მრუშებისა, მრუშ არს..." ანუ, ქორწინების გაუქმების წინაპირობებია: 1. მეუღლის გარდაცვალება 2. მეუღლის სამონაზვნო დასში შედგომა 3. მეუღლის ღალატი 1. ხორციელდება ავტომატური წესით, ანუ მეუღლის გარდაცვალება პირდაპირ ათავისუფლებს მეორე მეუღლეს ცოლ-ქმრული ვალდებულებისაგან და უფლება აქვს დაიწეროს ჯვარი. განსაკუთრებულად წესრიგდება უგზო-უკვლოდ დაკარგვის საკითხი. თუკი მეუღლე ისე იქორწინებს ხელახლა, როდესაც მას არ ექნება სარწმუნო ცნობა მეუღლის დაღუპვის შესახებ, მრუშობის ჩამდენად ითვლება. რაც შეეხება სამხედრო მოქმედებების დროს მეუღლის დაკარგვის შემთხვევას, ასეთ შემთხვევაშიც მოქმედებს ზემომოყვანილი წესი, მხოლოდ ხელახალი დაქორწინება შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება. დაკარგული მეუღლისს გამოჩენის დროს, როდესაც მისი კანონიერი მეუღლე ასევე კანონიერად იმყოფება მეორე ქორწინებაში სხვასთან, VI მსოფლიო კრების 93-ე კანონის თანახმად, პირველ მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს ქორწინების აღდგენა, ხოლო ცოდვად ეს არ შეერაცხება არც მეორე ქორწინებაში მყოფ მეუღლეს და არც მის ახალ მეუღლეს. 2. ერთ-ერთი მეუღლის სამონაზვნო დასში შედგომის დროს, აუცილებელია კანონიერი მეუღლის თანხმობა. მხოლოდ ამ თანხმობის შემდეგ, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში – ეპისკოპოსის კურთხევით მოხდება მათ შორის ქორწინების გაუქმება. ასეთ დროს მეუღლე თავისუფლდება ცოლ-ქმრული ვალდებულებებისაგან. საეკლესიო კანონებით სასურველია, რომ მეორე მეუღლეც შეუერთდეს სამონაზვნო დასს. 3. ეკლესია აკურთხებს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთგულების აქტს. ამიტომ, ამ ერთგულების დარღვევა შესაძლოა გახდეს ქორწინების გაუქმების მიზეზი. მათე ვლასტაროსის ანბანური სინტაგმის "Γ" ასოს მე-13 თავის თანახმად, ამ მიზეზით ქორწინების გაუქმების საფუძვლებია: ა) ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახური თანაცხოვრების სურვილის არქონა; ბ) ერთ-ერთი მეუღლის მიერ მრუშება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქორწინების გაუქმება ეკლესიის მიერ (2, 3) ხდება ორი კატეგორიით. პირველს მიეკუთვნება ქორწინების გაუქმება დაუსჯელად, ანუ უფრო უკეთესი მადლისა და ღვაწლისათვის, ხოლო მეორეს – ქორწინების გაუქმება შეცოდების ჩადენის გამო, რაც დასჯადია. აქედან პირველ კატეგორიას მიეკუთვნება მე-2 პუნქტში მითითებული საფუძვლები, ხოლო მეორე კატეგორიას – მე-3 პუნქტი. ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
damiane80 |
![]()
პოსტი
#3
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ნანინა ეკლესია რთავს ზუსტად იმ შემთხვევაში, რომელიც თავად უფლის მიერ არის დადგენილი – "რომელი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ...", "ვინც ცოლი განუტეოს თვინიერ მრუშებისა, მრუშ არს..." ანუ, ქორწინების გაუქმების წინაპირობებია: 1. მეუღლის გარდაცვალება 2. მეუღლის სამონაზვნო დასში შედგომა 3. მეუღლის ღალატი 1. ხორციელდება ავტომატური წესით, ანუ მეუღლის გარდაცვალება პირდაპირ ათავისუფლებს მეორე მეუღლეს ცოლ-ქმრული ვალდებულებისაგან და უფლება აქვს დაიწეროს ჯვარი. განსაკუთრებულად წესრიგდება უგზო-უკვლოდ დაკარგვის საკითხი. თუკი მეუღლე ისე იქორწინებს ხელახლა, როდესაც მას არ ექნება სარწმუნო ცნობა მეუღლის დაღუპვის შესახებ, მრუშობის ჩამდენად ითვლება. რაც შეეხება სამხედრო მოქმედებების დროს მეუღლის დაკარგვის შემთხვევას, ასეთ შემთხვევაშიც მოქმედებს ზემომოყვანილი წესი, მხოლოდ ხელახალი დაქორწინება შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება. დაკარგული მეუღლისს გამოჩენის დროს, როდესაც მისი კანონიერი მეუღლე ასევე კანონიერად იმყოფება მეორე ქორწინებაში სხვასთან, VI მსოფლიო კრების 93-ე კანონის თანახმად, პირველ მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს ქორწინების აღდგენა, ხოლო ცოდვად ეს არ შეერაცხება არც მეორე ქორწინებაში მყოფ მეუღლეს და არც მის ახალ მეუღლეს. 2. ერთ-ერთი მეუღლის სამონაზვნო დასში შედგომის დროს, აუცილებელია კანონიერი მეუღლის თანხმობა. მხოლოდ ამ თანხმობის შემდეგ, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში – ეპისკოპოსის კურთხევით მოხდება მათ შორის ქორწინების გაუქმება. ასეთ დროს მეუღლე თავისუფლდება ცოლ-ქმრული ვალდებულებებისაგან. საეკლესიო კანონებით სასურველია, რომ მეორე მეუღლეც შეუერთდეს სამონაზვნო დასს. 3. ეკლესია აკურთხებს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთგულების აქტს. ამიტომ, ამ ერთგულების დარღვევა შესაძლოა გახდეს ქორწინების გაუქმების მიზეზი. მათე ვლასტაროსის ანბანური სინტაგმის "Γ" ასოს მე-13 თავის თანახმად, ამ მიზეზით ქორწინების გაუქმების საფუძვლებია: ა) ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახური თანაცხოვრების სურვილის არქონა; ბ) ერთ-ერთი მეუღლის მიერ მრუშება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქორწინების გაუქმება ეკლესიის მიერ (2, 3) ხდება ორი კატეგორიით. პირველს მიეკუთვნება ქორწინების გაუქმება დაუსჯელად, ანუ უფრო უკეთესი მადლისა და ღვაწლისათვის, ხოლო მეორეს – ქორწინების გაუქმება შეცოდების ჩადენის გამო, რაც დასჯადია. აქედან პირველ კატეგორიას მიეკუთვნება მე-2 პუნქტში მითითებული საფუძვლები, ხოლო მეორე კატეგორიას – მე-3 პუნქტი. ![]() ეს ჩამოინათვალი ამომწურავია??? და ქორ-ეპისკოპოსის მიერ ე.წ "ჯვრის აყრა" სხვა შემთხვევებში არ ხდება??. მაგ ქმარი ლოთია და ნარკომანი, სცემს სისტემატიურად ცოლს და ნუ იქ სიყვარულზე საუბარი ზედმეტია. ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარის გაყრა არ ხდება?? და თუ ხდება რა საფუძვლით და არის თუ არა ეს ჯვრისწერის გაუქმება??. ეს საკითხი კარგად ვერ გავიგე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 03:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი