![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
ციტატა და იქიდან აღარ შეგვეწევა და გვიშუამდგომლებს უფალთან? არ მგონია ღმერთს ჭირდებოდეს ვინმეს შუამდგომლობა ჩვენთვის ზეციდან. რაც შეეხება სიცოცხლეში შუამდგომლობას ეს წმინდა ბიბლიური სწავლებაა. ხოლო ზეციდან შუამდგომლობაზე იქნებ შენ მიმანიშნო, რატომ უნდა მწამდეს? ჩემი რწმენა დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე - ბიბლიაზე. სხვა ყველა არგუმენტი, რომელსაც არ ეთანხმება ბიბლია, ჩემთვის წონას მოკლებულია. ციტატა რამდენიმე ფრაზა გაურკვეველია: 1. რას ნიშნავს ჯოჯოხეთში იყო? მე არ მითქვამს სამოთხეში იყო-მეთქი. იქ ჩანს, რომ ტანჯვის მიუხედავად მას კავშირი აქვს ამქვეყნად დარჩენილ ახლობელბთან და მათთვის სურს შემწეობა. ცხადია, რომ უფლის ნეტარებაში მყოფსაც ექნება ამის უნარი 2. ვის თხოვს მდიდარი შემწეობას? პირდაპირ უფალს? არა! აბრაამს! ანუ წმინდანს! (თუმცაღა თავად აბრაამი ჯერ სამოთხეში არ იყო, მაგრამ იგი მართალი იყო უფლის წინაშე) იგი ევედრება მას, რომ მისი ძმებისთვის იზრუნოს 3. რაზე ეუბნება აბრაამი უარს მდიდარს? შემწეობაზე ზოგადად? არა, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებაზე, იმიტომ რომ ამას აზრი არ ექნებაო და არა შემწეობაზე, როგორც ასეთი 1. საიდან აღმოაჩინე, რომ მას კავშირი ქონდა თავის ახლობლებთან? 2. ის აბრაამს იმას კი არ ეუბნება, შეევედრე უფალს გააგზავნოსო, არამედ - გააგზავნეო. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ აბრაამი უფალს ასიმბოლირებს. და ის ადგილი კიდევ, სადაც აბრაამი იყო "აბრაამის წიაღად" არის მოხსენებული 3. აბრაამი ყველაფერზე ეუბნება უარს მდიდარს. ამ შემთხვევაში მან ლაზარეს გაგზავნა ითხოვა, მაგრამ არ მგონია სხვა რამე რომ ეთხოვა მოუსმენდა და დაუჯერებდა. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი