![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მოციქული |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა. კონფლიქტურ რეგიონებში საქართველოს საეპარქიო აღარ იქნება? ვინ ჩაატარებს იქ წირვა-ლოცვას? რუსი სამღვდელოება და რუსეთის ეკლესიის ეპარქიები გაიხსნება თუ როგორ იქნება საქმე?
![]() |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მის უნეტარესობას
უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს მცხეთის მთავარეპისკოპოსს თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, უნეტარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია II-ვ, წმინდა სინოდის ყოვლადპატიოსანო მწყემსმთავარნო! ბიჭვინთისა და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპარქიო საბჭო მოგმართავთ თქვენ ძმური ეპისტოლეთი. 2009 წლის 15 სექტემბერს, ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ჩვენი ეპარქიის სასულიროთა და ბერმონაზონთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის – ბიჭვინთის საკათალიკოსოს კანონიკური აღდგენის დაწყების თაობაზე. ხელახლა ჩამოყალიბებულმა ეპარქიამ მიიღო სახელწოდება „ბიჭვინთისა და ცხუმისა“. ღმრთისა და კაცთა წინაშე ამგვარ სერიოზულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას აქვს თავისი არანაკლებ სერიოზული და საპასუხისმგებლო წინაპირობები. დაწყებული 1993 წლიდან, მას შემდეგ რაც სექტემბერში დასრულდა საბრძოლო მოქმედებები, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საეკლესიო მზრუნველობა სრულებით შეწყდა. ქვეყნის ტერიტორია და ხალხი, რომელნიც ქრისტეს ჭეშმარტების ბრწყინვალებით განათლდნენ უძველეს დროს და რომლებმაც სიყვარულითა და თვითგანცდით შეინახეს მართლმადიდებლური ტრადიციები და კულტურა, აღმოჩნდნენ მიტოვებული ბედის ანაბარად. პრაქტიკაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ ქრისტიანული თემი, 16 წლის განმავლობაში სამწყემსთავრო მზრუნველობის გარეშე დარჩენილიყო და შეურყვნელადშეენარჩუნებინა საეკლესიო გარდამოცემა, დაეცვა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები, არ მომკვდარიყო და მეტიც – გაევრცელებინა უფალ იესო ქრისტეს შესახებ ხარების სიტყვა, აღზრდილიყო და განმტკიცებულიყო რწმენასა და კეთილმსახურებაში. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს უმდიდრესი ისტორია იწყება IV საუკუნიდან, როდესაც პიტიუნტში (თანამედროვე ქ. ბიჭვინთა) აღმოცენდა საეპისკოპოსო. 325 წელს პიტიუნტის ეპისკოპოსმა სტრატოფილემ მონაწილეობა მიიღო I მსოფლიო კრებაში. პიტიუნტის ეპარქია ექვემდებარებოდა კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსს. IV-დან VII საუკუნემდე ბიჭვინთაში აშენდა შვიდი ტაძარი, მათ შორის საკათედრო ბაზილიკა სახელგანთქმული ბიჭვინთის მოზაიკით. იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩნდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ავტონომიური სამთავარ-ეპისკოპოსო. იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა დაასრულა ძველაფხაზური ტომების გაქრისტიანების პროცესი, ააშენა რა კონსტანტინოპოლში სპეციალური სკოლა აფხაზი ბავშვებისათვის. იმპერატორის მონაწილეობით შეიქმნა აბაზგიის ავტოკეფალური ეპარქია, რომლის კათედრა იყო ქ. სებასტოპოლისში (თანამედროვე სოხუმი). VI-VII საუკუნეებში აბაზგიის (აბაზგები და აფსილები თანამედროვე აფხაზების წინაპრებია) ეპარქიის საგამგებლოში, რომელიც კონსტანტინოპოლის ეპარქიათა ჩამონათვალში აღნიშნული იყო 34-ე ნომრით, შედიოდა შემდეგი საეპისკოპოსო კათედრები: ცანდრიფშის, ანაკოფიის, სებასტოპოლისის, წებელდისა და გიენოსის (თანამედროვე ქ. ოჩამჩირე). ყველა ზემოაღნიშნული დასახლებები და ქალაქები დღევანდლამდე ინახავენ ცოცხალ ისტორიულ ცხოვნას ქრისტიანული კათედრების შესახებ. ამ პერიოდის ყველაზე სახელოვანი საკათედრო ტაძრები, რომლებმაც მოაღწიეს ჩვენ დრომდე, არიან – ცანდრიფშის ბაზილიკა (VI ს.) და დრანდის მიძინების ტაძარი (VI ს.). ისტორიამ შემოგვინახა ამ პერიოდის ეპისკოპოსთა ორი სახელი: კონსტანტინე, ეპისკოპოსი ციბილიუმისა (VIს. პირვ. ნახ.) და თეოდორე, ეპისკოპოსი პიტიუნტისა (VII ს.). აბაზგიის ეპარქიას სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ლაზეთის ეპარქია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – ჯიქეთის (ადიღეის) ეპარქია. VIII ს. ბოლოს ჩამოყალიბდა აფხაზეთის მართლმადიდებლური სამეფო, რომელმაც მიაღწია იმას, რომ ადგილობრივი სამთავარეპისკოპოსო ამაღლდა საკათალიკოსოს რანგში ანტიოქიის საპატრიარქის შემადგენლობაში. VIII ს. შუაში აფხაზეთის ხელისუფლება აგზავნის დიდ საეკლესიო დელეგაციას ანტიოქიაში იმ მიზნით, რომ დაადგინონ აფხაზეთის კათალიკოსი. ანტიოქიის ეკლესიის კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა პატრიარქი თეოფილაქტე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელი დაესხათ ერთ-ერთი მათგანისათვის, აფხაზი იოანესათვის კათალიკოსად, ხოლო მეორესთვის – ეპისკოპოსად. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კათალიკოსმა იოანემ, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველმა მეთაურმა თავის კათედრად ბიჭვინთა აირჩია. ფაქტობრივად, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური გახდა. ამ პერიოდში აშენდა: ბიჭვინთის კათედრალი, ბზიფის ტაძარი, ლიხნის ტაძარი, სვიმეონ კანანელის ტაძარი, მოქვის ხუთკამარიანი კათედრალი და ტაძარი ქვემო არხიზში. XI საუკუნეში აფხაზმა ოსტატებმა (ობეზებმა) მონაწილეობა მიიღეს ქ. კიევის ტაძრების მშენებლობაში და სახელოვანი კიევის სოფიის მოხატვაში. 1430 წელს ბიჭვინთის საყდარზე არჩეულ იქნა კათალიკოსი არსენი. XVI საუკუნეში კათალიკოსთა კათედრა გადადის ბიჭვინთიდან იმერეთში, გელათის მონასტერში (აფხაზეთის შუასაუკუნეების სამეფოს ტერიტორია). ამ დროინდან კათალიკოსებს ეწოდებათ აფხაზეთისა და იმერეთის, ხოლო XVII საუკუნიდან – იმერეთისა და აფხაზეთის. კათედრის გადატანამდე აფხაზეთის ეკლესიას მეთაურობდნენ კათალიკოს იოანე (1470-1474 წწ.), მალაქია I (1519-1533 წწ.) და ევდემონ I (1557-1578 წწ.). ამ უკანასკნელი კათალიკოსის დროს კათედრა გადადის გელათში. კათალიკოს ევდემონ I-ის შემდეგ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს მეთაურობდნენ შემდეგი კათალიკოსები: ექვთიმე (1578-1605 წწ.) მალაქია II (1605-1629 წწ.) გრიგოლი I (1629-1639 წწ.) მაქსიმე I (1639-1656 წწ.) ზაქარია (1656-1659 წწ.) სვიმეონი (1659-1666 წწ.) ევდემონ II (1666-1673 წწ.) დავითი (1673-1696 წწ.) გრიგოლი II (1696-1742 წწ.) გერმანე (1742-1751 წწ.) ბესარიონი (1751-1769 წწ.) იოსები (1769-1776 წწ.) მაქსიმე II (1776-1795 წწ.) თურქი დამპრობლების (ოსმალური უღელი) გავლენით მართლმადიდებლობა ჩვენ საზღვრებში დაეცა. პალესტინის გზაზე მიმავალი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიი კათალიკოსი მაქსიმე II 1795 წელს კიევო-პეჩორის ლავრაში გარდაიცვალა. კათალიკოსის სიკვდილით შეწყდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობა. აფხაზეთის კათალიკოსთა მოსაყდრენი მიტროპოლიტი დოსითეოზი და მიტროპოლიტი ექვთიმე 1819 წელს მოკლეს. ვიხსენებთ რა ამგვარ ბრწყინვალე ისტორიას ჩვენი ეკლესიისა, ჩვენ, აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერონი და კლერიკოსები, ვიღებთ გადაწყვეტილებას მივმართოთ ყველა 15-ვე მართლმადიდებელ ეკლესიას თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ ღვთივსათნო და ღირსეულ სამოციქულო კეთილმსახურებით საქმეში – აღვადგინოთ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპარქიო საბჭოს გადაწყვეტილება იყო: პირველი ეპისტოლე გაეგზავნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლსა და წმინდა სინოდს. აღვნიშნავთ რა საერთო და ძმურ საეკლესიო ისტორიას, ჩვენ თქვენ გახარებთ სასიხარულო მოვლენის შესახებ. არავის სხვისთვის არ შეიძლება იყოს უფრო სასიხარულო, ვიდრე მცხეთის საკათალიკოსოსათვის იმაზე მეტად, რომ კვლავ აღდგა და-ეკლესია – აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსო. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გავდივართ არცერთი მართლმადიდებლური იურისდიქციიდან და არ შევდივართ არცერთ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამშობლოში და ვითხოვთ დახმარების აღმოშენას აფხაზეთში ჩვენი ეკლესიის კანონიკური წყობილების აღსადგენად. ვთხოვთ თქვენს უწმიდესობას და უნეტარესობას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, არ დატოვონ უყურადღებოდ თხოვნა აფხაზეთის მართლმადიდებელი ერისა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს აღდგენის თაობაზე და აღასრულონ სახარებისეული აღთქმა სამოციქულო მსახურრებისა, ძმური სიყვარულისა და ურთიერთგაგების სულით, რათა აღსრულდეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის“ (ინ. 13, 34-35) და „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, ამინ“ (მთ. 18, 19-20). აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთისა და ცხუმის ეპარქიის მმართველის მ.შ. მღვდელი ბესარიონ აფლიაა ტექსტი გადმოტანილია აფხაზური საიტიდან www.apsny.ru თარგმანი დავით ჩიკვაიძისა. |
Ligia |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
[თარგმანი დავით ჩიკვაიძისა.[/b]
[/quote] შენ აფხაზურიც იცი? ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 07:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი