IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რამდენი ვართ ჩვენ, მართლმადიდებლების რაოდენობა
აბე
პოსტი Dec 5 2009, 01:21 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



რამდენი % ვართ მართლმადიდებლები დღეს მსოფლიოში და ადრე რამდენი ვიყავით? ყოფილა ისტორიის მანძილზე ისეთი პერიოდი 50 % მაინც რომ ყოფილიყავით?

თქვენი აზრით რატომ ვართ ცოტანი?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ბადრი
პოსტი Dec 5 2009, 08:35 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აბე
ციტატა
რამდენი % ვართ მართლმადიდებლები დღეს მსოფლიოში და ადრე რამდენი ვიყავით? ყოფილა ისტორიის მანძილზე ისეთი პერიოდი 50 % მაინც რომ ყოფილიყავით?

თქვენი აზრით რატომ ვართ ცოტანი?


ბრილიანტიც ცოტაა smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 5 2009, 11:26 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ბადრი @ Dec 5 2009, 08:35 PM) *

აბე
ბრილიანტიც ცოტაა smile.gif


მე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ და უნივერსიტეტში ასე მასწავლიან: ზოგადად, იშვიათობა ძვირი ღირს. მაგრამ ეს სიძვირე გამოწვეულია იმ ფასეულობის დამატებით, რომელიც გულისხმობს, რომ მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ მოცემული პროდუქტის გამოყენებას/მოხმარებას, რომლებიც იყიდიან მას. სხვა ადამიანებს კი ამის საშუალება არ ექნებათ, რადგანაც მეტი ბრილიანტები ბუნებაში აღარ არსებობს. ანუ გამყიდველები ბრილიანტთან ერთად კომპლექტში ყიდიან იმ უხილავ პროდუქტს რასაც პროდუქტის გამოყენების ნაწილობრივი ექსკლუზიურობა ჰქვია. შესაბამისად საბოლოო ფასის გამოსათვლელად იკრიბება ამ ორივე პროდუქტის (თვითონ ბრილიანტის და ნაწილობრივი ექსკლუზიურობის) ფასი და იმიტომაა ძვირი. აბა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში ბრილიანტები ბევრი რომ იყოს? რა თქმა უნდა, მას ფასი შეუმცირდებოდა. რატომ? იმიტომ რომ გამყიდველები ვეღარ მიყიდდნენ კლიენტებს იმ მეორე უხილავ პროდუქტს ნაწილობრივი ექსკლუზიურობა რომ ჰქვია, რადგანაც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შეეძლებოდა ბრილიანტის ყიდვა. რელიგია სულ სხვა რამეა... რელიგიაში ფულს არ იხდიან და ყოველ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი, ან საერთოდ არ იყოს არცერთი რელიგიის მიმდევარი. თუ ადამიანი მოინდომებს გახდეს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი, მას აუცილებლად შეხვდება "თავისი სკამი", იგი "დაკავებული" არ დახვდება. ანუ ბრილიანტისაგან განსხვავებით, ნებისმიერი რელიგია ხელმისაწვდომია ადამიანისათვის... მაგრამ....

მაგრამ აქ ჩნდება ასეთი საკითხი: ბრილიანტი იმიტომ არის ლამაზი, რადგანაც ბუნებაში მცირე რაოდენობით მოიპოვება? ხომ არ მოგვეჩვენებოდა ბრილიანტი უფრო ნაკლებად ლამაზად, თუ უმრავლესობა ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ჭურჭეელი, კომპიუტერები, მობილურები, გიტარები, ყვავილების ქოთნები, სურათების ჩარჩოები და მრავალი სხვა რამ მასიურად ბრილიანტებით იქნებოდა შემკული?! ეჭვი მაქვს რომ მსოფლიოს ხალხი სწორედაც რომ აღარ დააფასებდა ბრილიანტის სილამაზეს ასე ძალიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრილიანტი ხომ მაინც ბრილიანტად დარჩება ყოველთვის და იგი არასოდეს გადაიქცევა მდინარის სიპ ქვად, მიუხედავად იმისა, როგორ დააფასებს მის სილამაზეს ხალხი.... იგი თავის სილამაზეს არ დაკარგავს... ასე, რომ რელიგიის ფასეულობა არ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი იქნება მისი მიმდევარი, ანუ რამდენი ადამიანი დააფასებს მას. რელიგიის მაცხოვნებელი მადლი დამოკიდებული არ არის მისი მიმდევრების რიცხოვნებაზე.

ასე, რომ ვერ ვიტყვით: მართლმადიდებლობა რომ მაცხოვნებელია ამაზე მისი მიმდევრების სიმცირე მეტყველებს. მართლმადიდებლობა რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ამის მტკიცებას ნუ შევუდგებით, რადგანაც ზოგიერთი ფორუმელი არამართლმადიდებელია და შესაძლოა დაუსრულებელი კამათები გაიმართოს ამ თემაში... შესაძლოა ზოგიერთმა არამართლმადიდებელმა ადამიანებმა ისიც დაწერონ, ცოტანი იმიტომ ხართ, რომ თქვენი რელიგია არ არის მაცხოვნებელი და ხალხი ამის გამო არ მისდევს მასო...

ჩვენ, ვისაც გვწამს, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტად ღმერთთან მიმყვანებელი რელიგიაა, როგორ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ამ ჭეშმარიტ გზას ცოტანი მისდევენ?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აბე   რამდენი ვართ ჩვენ   Dec 5 2009, 01:21 PM
lingvo   თქვენი აზრით რატო...   Dec 5 2009, 01:29 PM
აბე   13. შევედით იწროჲსა...   Dec 5 2009, 01:52 PM
ბადრი   აბე ბრილიანტიც ცო...   Dec 5 2009, 08:35 PM
აბე   აბე ბრილიანტიც ცო...   Dec 5 2009, 11:26 PM
b-a-r-b-a-r-e   ჩვენ სულაც არ ვართ ...   Dec 5 2009, 08:57 PM
აბე   ჩვენ სულაც არ ვართ ...   Dec 5 2009, 11:37 PM
ბადრი   აბე აბსოლუტურად გ...   Dec 5 2009, 11:54 PM
აბე   აბე თუ ბრილიანტად ...   Dec 6 2009, 12:34 PM
Amuza   მართლმადიდებლობა ...   Dec 6 2009, 12:40 PM
Atman   Amuza არც ძნელია და ა...   Dec 6 2009, 12:52 PM
Amuza   Amuza არც ძნელია და არ...   Dec 6 2009, 12:54 PM
b-a-r-b-a-r-e   შენ, + მართლმადიდებ...   Dec 6 2009, 01:07 PM
Amuza   [size=5][color=#FF0000]+ თითონ და...   Dec 6 2009, 01:13 PM
b-a-r-b-a-r-e   თითონ დაწეროს შენ ...   Dec 6 2009, 01:54 PM
ბადრი   აბე აქ ცდები ძმაო. ...   Dec 6 2009, 05:47 PM
აბე   აბე მე ვფიქრობ რომ ...   Dec 6 2009, 06:50 PM
Atman   Amuza + და - ანუ 0 :D b-a-r-b-a-r-...   Dec 6 2009, 06:48 PM
b-a-r-b-a-r-e   Amuza + და - ანუ 0 :D b-a-r-b-a-r-e ...   Dec 6 2009, 07:21 PM
Atman   b-a-r-b-a-r-e მეორე მდივა...   Dec 6 2009, 07:30 PM
b-a-r-b-a-r-e   b-a-r-b-a-r-e მეორე მდივან...   Dec 6 2009, 07:35 PM
შოთაძე   რამდენი % ვართ მართ...   Dec 6 2009, 11:24 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 01:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი