![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სადმე იქნება ალბათ ასეთი თემა მაგრამ თავიდან გავხსნი.
ვინმემ ვინც ერკვევა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, ჩამოაყალიბოს: ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
blue night
ციტატა მე წამიკითხავს მამა გაბრიელის შეხედულება ამასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა, მხოლოდ მართლმადიდებლებს რომ ქონოდათ ცხონების შესაძლებლობა. არა მგონია მას ეს ეთქვა. თუ თქვა გვანახე ჩვენც, ყოველ შემთხვევაში ეს გაუაზრებელი გამონათქვამია, რადგან უსამართლობა სწორედ იმის დაშვებაა, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება არ არსებობს. მაშ რისთვის მოვიდა ქრისტე დედამიწაზე, იმისთვის რომ მის არ ამღიარებლებიც მასთან ყოფილიყვნენ. ყველას აქვს ცხონების შანსი ცხადია, მაგრამ ქრისტემ ერთი გზა მოგვცა და არა მრავალი. ციტატა რომც გავიხსენოთ, ის ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა სასუფეველში, ის არც მონათლული ყოფილა, მითუმეტეს არც ნაზიარები და არც კეთილი ცხოვრებით გამოირჩეოდა, პირიქით; მაგრამ ის ცხონდა, თან პირველი ყველა ადამიანს შორის.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ავაზაკს არ ქვია მოუნათლავი, ის მონათლული შევიდა სასუფეველში, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ აღსრულებულა გარეგნული ნათლობის წესი. მეტიც ყველა ძველი აღთქმის მართალი ასევე ნათელეღებული შევიდა სასუფეველში. ამას ცხადზე უცხადესად ასწავლის წმ. სოფრონ იერუსალიმელი (თუ დაგაინტერესებთ როგორც ავაზაკთან ისე ძველი აღთქმის მართალთა ნათელრებულობის შესახებ მოგაწვდის საეკლესიო მამათა გამონათქვამებს). ციტატა მე არ გამიგია მართლმადიდებლურ სწავლებაში დოგმატი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან. ვინ რისი ღირსია, მხოლოდ წმინდანებმა და ღმერთმა უწყის. ეს არ ნიშნავს რომ არ არის. სწორი გაგება უნდა ყველაფერს. მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ერთადერთი სისტემური მაცხოვნებელი მართლმადიდებელი რელიგიაა, მაგრამ გარანტია არავის აქვს ცხონებისა ცხადია. აქ საუბარია სისტემაზე და არა იმაზე, რომ რადგან მე მართლმადიდებელი ვარ ცხონება გარანტირებული მაქვს. პირიქით, უფრო მეტად მაქვს წარწყმედის შანსი, ვიდრე არამართლმადიდებელს, რადგან ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი