![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სადმე იქნება ალბათ ასეთი თემა მაგრამ თავიდან გავხსნი.
ვინმემ ვინც ერკვევა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, ჩამოაყალიბოს: ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Otherguy
ციტატა ეგ უნივერსალიზმია, თავის დროზე ორიგენე ქადაგებდა მაგას, შემდეგ წმინდა გრეგორი ნისელი, ხმები მომივიდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელიცო... ვიცი და ერესად შერაცხეს მერე... ციტატა მე ვერაფერს ვიტყვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მაინც ვიტყვი რომ თუ ღმერთი სიყვარულია მაშინ მას არ შეუძლია სამუდამო სატანჯველისთვის გაწიროს ადამიანი... თუმცაღა ეგ სამართლიანი იქნებოდა... ჰოდა ადამიანმა "მართალი" და "სამართალი" არ უნდა დააყენოს ღმერთზე და სიყვარულზე მაღლა. სამართალი საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ ყველაზე მაღლა სიყვარული დგას. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჯოჯოხეთში მარადიულად ტანჯვისთვის ღმერთი არავის გაწირავს. რატომ არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში. და რაც უფრო სწორად და მცნებების შესაბამისად ვიქცევი ხოლმე მით უფრო მიღრმავდება ეს რწმენა, სხვათა შორის სწორედ მაშინ მიჩნდება "შიში" მარადიული ტანჯვისა, როცა არასწორად ვიქცევი. მაგრამ ვიცი რომ ეს მხოლოდ შიშია, ქვეცნობიერში ჩადებული რელიგიისა და სხვა ფაქტორების მიერ და კავშირი არ აქვს რეალობასთან ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი