![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სადმე იქნება ალბათ ასეთი თემა მაგრამ თავიდან გავხსნი.
ვინმემ ვინც ერკვევა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, ჩამოაყალიბოს: ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Atman
ციტატა მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ოდესმე ყველა ცხონდება. სწორედ ეს არის უსამართლობა და სრული აბსურდი. გაუაზრებელი გამონათქვამი, ორიგენისტული მოძღვრება, რომელსაც ელემენტარულად საფუძველი არ გააჩნია და თუ მის სიღრმეებს ჩაწვდები მკვეთრად დაინახავ მის აბსურდულობას. ეს ცხონების ვერ გააზრების ბრალია. ცხონება, ისევე როგორც წარწყმედა შეგნებული არჩევანის შედეგია პიროვნებისა, ღმერთი არც ძალით აცხოვნებს ვინმეს და მითუმეტეს არ წარწყმედს, ყველა საკუთარი არჩევანის შედეგად იმკვიდრებს ცხონებასა და წარწყმედასაც. როგორ დავუშვათ, რომ პიროვნებას, რომელსაც შეგნებულად აქვს არჩეული უკეთურება ის ძალით აცხონოს ღმერთმა. მაშ მისი მოწოდებები რარას ემსახურება ღვაწლისკენ, ნუთუ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა? თუკი ყველანი ვცხონდებით ბოლოს რაღას მოვიკლათ თავი სხვადასხვა ღვაწლის აღსრულებით? მხოლოდ იმიტომ, რომ დროებითი განშორებულობა ავიტანოთ უფლისგან? ჯოჯოხეთი არ არის დაუშრეტელი ცეცხლი, სადაც მატერიალური გაგებით იწვება ადამიანი, ჯოჯოხეთი ეს უფლისგან განშორებული მდგომარეობაა და თუკი მე ჩემი ნებით ვშორდები მას, განა უარესი უსამართლობა არ იქნება თუკი ის ჩემს თავისუფალ ნებაზე იმძლავრებს და ძალით მიმიზდავს თავისკენ? ციტატა ხო მაგრამ თუ დაუშვებ რომ არამართლმადიდებლები არ ცხონდებიან, ღმერთი სიყვარული კი არა საშინელი ბოროტება და უსამართლობა ყოფილა... აბსოლუტურად გაუაზრებელი გამონათქვამი. სიყვარული იეღოველთა ლიტერატურაზე გამოსახული ილუსტრაციები გგონია? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
blue night |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 ![]() |
Atman სწორედ ეს არის უსამართლობა და სრული აბსურდი. გაუაზრებელი გამონათქვამი, ორიგენისტული მოძღვრება, რომელსაც ელემენტარულად საფუძველი არ გააჩნია და თუ მის სიღრმეებს ჩაწვდები მკვეთრად დაინახავ მის აბსურდულობას. ეს ცხონების ვერ გააზრების ბრალია. ცხონება, ისევე როგორც წარწყმედა შეგნებული არჩევანის შედეგია პიროვნებისა, ღმერთი არც ძალით აცხოვნებს ვინმეს და მითუმეტეს არ წარწყმედს, ყველა საკუთარი არჩევანის შედეგად იმკვიდრებს ცხონებასა და წარწყმედასაც. როგორ დავუშვათ, რომ პიროვნებას, რომელსაც შეგნებულად აქვს არჩეული უკეთურება ის ძალით აცხონოს ღმერთმა. მაშ მისი მოწოდებები რარას ემსახურება ღვაწლისკენ, ნუთუ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა? თუკი ყველანი ვცხონდებით ბოლოს რაღას მოვიკლათ თავი სხვადასხვა ღვაწლის აღსრულებით? მხოლოდ იმიტომ, რომ დროებითი განშორებულობა ავიტანოთ უფლისგან? ჯოჯოხეთი არ არის დაუშრეტელი ცეცხლი, სადაც მატერიალური გაგებით იწვება ადამიანი, ჯოჯოხეთი ეს უფლისგან განშორებული მდგომარეობაა და თუკი მე ჩემი ნებით ვშორდები მას, განა უარესი უსამართლობა არ იქნება თუკი ის ჩემს თავისუფალ ნებაზე იმძლავრებს და ძალით მიმიზდავს თავისკენ? მე გამიგია, რომ ახლობლის ან წმინდანის ლოცვით ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთშია, შეიძლება ცხონდეს. არ ვიცი ეს როგორ ხდება, გამოდის ადამიანს ჯოჯოხეთში შანსი ეძლევა, ის უარყოფს თავის შეგნებულ ბოროტ არჩევანს და იყვარებს ღმერთს, იქნებ იმ ახლობლის ლოცვა და სიყვარული ულბობს გულს მას, არ ვიცი. მაგრამ მისი ეს არჩევანი იმ ღვაწლის ტოლფასი იქნება, რომელიც ჭირდება ადამიანის სულს ღვთის შესაყვარებლად. იმედი მაქვს, წმინდანთა ლოცვით ყველა ცხონდება ოდესმე, თავისი ნებით აირჩევს სიკეთეს, რა თქმა უნდა. ცხადია ჩემი ნების გარეშე სამოთხეში ყოფნა გაცილებით დიდი ტანჯვაა, ვიდრე ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთიც ღვთის სიყვარულის და მოწყალების გამოვლინება გამოდის, ძალიან ბოროტისთვის უსაზღვროდ და მხოლოდ სიკეთეში ყოფნა უარესი ტანჯვაა ვიდრე ჯოჯოხეთი. ძალით ცხონება მართლა აბსურდია.. "თუკი ყველანი ვცხონდებით ბოლოს რაღას მოვიკლათ თავი სხვადასხვა ღვაწლის აღსრულებით?" თუ ბოლოს ყველა ცხონდება, ეს ღვაწლის გარეშე მაინც შეუძლებელი იქნება, ჩემი აზრით, უფრო სწორად კი თავმდაბლობის გარეშე. ღვაწლი ხომ უბრალო საშუალებაა ამ სათნოების მისაღწევად. ასეც რომ არ იყოს, ჯოჯოხეთი იმდენად საშინელი წამებაა, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი დროებით ღვაწლს ამჯობინებს მას. დიდი ვერაფერი ნუგეშია ოდესმე ცხონება, 1 საათიც კი ჯოჯოხეთში საუკუნუვან ტანჯვას უდრის. შემაძრწუნა ჩემმა სიტყვებმა... ![]() კარგი, არ გკითხავ თუ რას ნიშნავს "სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ტბაში" რომელიც გამოცხადებაშI წერია, დაახლოებით სად წერია, ხომ არ გახსოვს? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი