IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩემი საყვარელი ზღაპრები!
Atman
პოსტი Nov 25 2009, 09:34 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

ეს ფრაზა მოიცავს ბიბლიასაც, ყურანსაც, დაო დე ძინსაც, ვედებსაც, და ასე შემდეგ... ზღაპრებში და მითებშია ის უდიდესი სიბრძნე ჩადებული, რომელსაც რელიგიებში და მეცნიერებაში ვეძებთ. იესოც იგავების ენით გველაპარაკებოდა...

გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის (და არა მარტო ბავშვობის) უსაყვარლესი ზღაპრები... ქართული და არაქართული...

დაიწყეთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით, ახლა გავდივარ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Dec 11 2009, 07:53 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518






მიყვარს ეს - ზღარბუნა ნისლში http://www.youtube.com/watch?v=HwLICPv7nLg...feature=related


… Вот и сегодня Ёжик сказал Медвежонку:
— Как всё-таки хорошо, что мы друг у друга есть!
Медвежонок кивнул.
— Ты только представь себе: меня нет, ты сидишь один и поговорить нес кем.
— А ты где?
— А меня нет.
— Так не бывает, — сказал Медвежонок.
— Я тоже так думаю, — сказал Ёжик. — Но вдруг вот— меня совсем нет. Ты один. Ну что ты будешь делать?..
— Переверну все вверх дном, и ты отыщешься!
— Нет меня, нигде нет!!!
— Тогда, тогда… Тогда я выбегу в поле, — сказал Медвежонок. — И закричу: «Ё-ё-ё-жи-и-и-к!», и ты услышишь и закричишь: « Медвежоно-о-о-ок!..». Вот.
— Нет, — сказал Ёжик. — Меня никапельки нет. Понимаешь?
— Что ты ко мне пристал? — рассердился Медвежонок. — Если тебя нет, то и меня нет. Понял?…

სიზმარა
http://www.youtube.com/watch?v=R77wfEaxRXI...feature=related

ლომი და კატა
http://www.youtube.com/watch?v=7dgrSA6kuLk...feature=related

კომბლე
http://www.youtube.com/watch?v=9kgMTZN5qYE&NR=1

საზამთრო
http://www.youtube.com/watch?v=MiZCw-Gebpk...feature=related




ლევან ლორია

ამბავი ზღარბისა და ვარსკვლავის სიყვარულისა
ფანტასტიკური პროზა
2008.03.10
------------------------------------------------

პროლოგი
ეს ამბავი თათამ მიამბო. თავიდან არ დავუჯერე. თათა ქართველი გოგოა და ახლა ტატიანაა, იმიტომ რომ უცხოეთში ცხოვრობს - რუსეთში. ვუთხარი ალბათ საქართველო გენატრება და ათას რაღაცეებს იგონებ ნოსტალგია რომ დაძლიო, აბა ზღარბისა და ვარსკვლავის სიყვარული ვის გაუგია, ადამიანებს აღარ უყვართ ერთმანეთი-მეთქი. არაფერსაც არ ვიგონებო, დიდი საშინელება ვინმე ხარო - მითხრა გაბრაზებით და მთელი სამი წუთი ხმა არ გაუცია. მერე იცოდა რა რომ ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, საყედურებითაც ამავსო, ვარსკვლავი სულ თქვენ, ფიზიკოსებს გაბრალებთ, რომ ზღარბს ხშირად ვერ ხვდება. ასე უთქვამს: `მსოფლიო მიზიდულობის კანონიც კი ჩვენს წინააღმდეგ არის და გვაცალკავებსო~.
ისე დარწმუნებით ამბობდა ამას ყველაფერს მეც დავინტერესდი, თან პროფესიული სიამაყის გრძნობამაც იფეთქა ჩემში და ვითომცდა - ხუმრობით რა თქმა უნდა, - აღვშფოთდი (რა მაგარი სიტყვაა – აღვშფოთდი) - კანონი, რომელსაც მე საერთოდ სიყვარულის და მიზიდულობისა კანონს ვუწოდებ, რა შუაშია, ვისთვის რა დაუშავებია რომ ვიღაც ვარსკვლავი მას ჩირქსა სცხებს-მეთქი. ერთი ამ ხალხს დამაკავშირე, თუმცა ვარსკვლავი სად მოვძებნო, ისინი სულ დაკავებულებია, ხან კონცერტებზე არიან, ხან ოსკარების დაჯილდოებაზე, ხანაც გადაღებებზე და ზღარბის კოორდინატები მაინც მომეცი-მეთქი. ამჯერად 5 წუთი ჩუმად იყო, მერე რისხვის ქარიშხალი დამატეხა, რას მაღადავებ, შენი საშაყირო ვინ არისო. კიდე ხუთი წუთის (მე ამასობაში იმას ვფიქრობდი, მართლა ზედმეტი ხომ არ მომივიდა, როგორ შეემოვირიგო-მეთქი) შემდეგ, თუ ასეა, აი, ინტერნეტში გამოვჩხრიკე, ზღარბის მობილურის ნომერს მოგცემ და მერე ხო მაინც დარწმუნდებიო. მართლაც მომცა ტელეფონის ნომერი. ვიფიქრე ახლა თვითონ მაღადავებს-მეთქი, მაგრამ მაინც დავრეკე, თუმცა ამისთვის კრედიტის აღებაც კი დამჭირდა იმიტომ რომ დეპოზოტი მითავდებოდა. მართლაც ზღარბმა რომ მიპასუხა, კინაღამ ტელეფონი გამივარდა. ჟურნალისტი ხარო, - მკითხა. არა ბატონო რა ჟურნალისტი, ერთი ნასტუდენტარი ფიზიკოსი ვარ-მეთქი. ძალიან გაუხარდა, ამ ბოლო დროს სულ ფიზიკის წიგნებში ვარ ჩაფლული, მიხარია რომ ფიზიკოსი ხარ, მე აქ რაღაც აღმოჩენებზე ვმუშაობ და უნდა მოგიყვე, ლუდი ხო არ ჩაგვერტყა სადმე ერთადო. კი ბატონო, რაზეა საუბარი, როცა გენებოთ და ჟურნალისტი რატო გეგონე-მეთქი. მოსვენება არ მაქვს ამ ჟურნალისტებისგან, პაპარაცებს კიდე სად დავემალო არ ვიცი, რა ხალხი არიან, ვერ გამიგია, სიყვარული რომ უკვირთ, ხალხი არ ხართ, რა შეყვარებული არ ყოფილანო. სიყვარულია, რომ უკვირთ თორემ სხვა საკვირველი არც დარჩა არაფერი-მეთქი, ვუპასუხე რაც პირველი მომაფიქრდა. მეორე დღისთვის შეხვედრაც დავთქვით. იქვე ტყის პირას მშვენიერი ლუდის ბარი იყო, უგემრიელესი ლუდით, მარილიან მიწის თხილს შევექცეოდით, ლუდს ვაყოლებდით, მშვენიერი წერო-მიმტანები (ყურებთან ეწყებოდათ ფეხები) თავს დაგვტრიალებდნენ და პირველი პირისაგან ვისმენდი ამბავს, რასაც ახლა მისივე ნებართვით გიყვებით.

ძირითადი ამბავი
ერთ ტყეში ცხოვრობს ერთი ზღარბი. ხო იცით ზღარბები საერთოდ როგორები არიან – სოლიდურები და სულ საქმიანები, უყვართ ნემსებით შემოდგომის ათასფერ ფოთლებში შარიშური და ხილის გროვება, ჭიამაიებისა და ჭიანჭველების ჭკუის დარიგება, თხუნელების მეზობლური დავების გარჩევა და ა. შ. ამიტომ მათ ყოველთვის გარანტირებული ადგილი აქვთ ტყის საკრებულოში, რამდენჯერმე სპიკერის თანამდებობაც ეკავათ. ეს ზღარბი კი, რომელზეც გიყვებით კი ძალიან განსხვავებული იყო. ღამე, როცა სხვა ზღარბებს და ტყის მაცხოვრებლებს ეძინათ, ის იჯდა, ცას უყურებდა და ოცნებობდა.
ერთხელაც ღამით ზის ზღარბი, თავისებურად ოცნებებში გართული და უცებ ძალიან ნაზი, თბილი ხმა შემოესმა:
- გამარჯობა!
ხმაც არის და ხმაც. უამრავი ხმა გაეგონა ზღარბს. ეს ხმა კი ისეთი იყო, ეკლებზეც კი ბუსუსებმა დააყარა. ასეთი ხავერდოვანი ხმა არცერთ ზღარბს, ტყის არც ერთ მგალობელ ფრინველს, არც ნაკადულს და არც შხაპუნა წვიმას არ ჰქონია... ირგვლივ მიმოიხედა, ნეტა ვინ იყოო. ვერავინ რომ ვერ დაინახა, ალბათ მოჩვენებები დამეწყო, ძალიან გამიგრძელდა ოცნება, სჯობს წავიდე, დავიძინოო და ის იყო წასვლას აპირებდა, იგივე ხმა განმეორდა ისევ:
- გამარჯობა ზღარბო...
- გაგიმარჯოს! … შენ ვინ ხარ?!
- მე ვარსკვლავი ვარ, აბა ამოიხედე!
ზღარბმა მართლაც აიხედა მაღლა და ძალიან ლამაზი ვასკვლავი დაინახა, რომელიც თითქოს სხივს უწვდიდა გამარჯობის ნიშნად...
- როგორ დამინახე...
- დაგინახე, ისეთი სევდიანი თვალები გქონდა, ვიფიქრე, გამოვესაუბრები-მეთქი...
- მართლა? – ჰკითხა ზღარბმა და თან გაიფიქრა, რა ბედნიერებაა რომ ამ საღამოს სევდიანი თვალებით ვოცნებობდიო...
- ხო... – უპასუხა ვარსკვლავმა და გაიღიმა... ის ვეღარ უთხრა, პაწუა ლამაზი ცხვირიც რომ მოეწონა ზღარბის - მორცხვი ვარსკვლავი იყო და იმიტომ... …
ასე დამეგობრდა ზღარბი და ვარსკვლავი. რაც ვარსკვლავი გაიცნო, რადიკალურად შეიცვალა ზღარბის ცხოვრება, იგი მიხვდა, რა დიდი ბედნიერებაა გყავდეს მეგობარი, ვისაც შეიძლება ოცნებები გაუზიარო ან არაფერიც არ გაუზიარო, უბრალოდ ვისთან ერთადაც შეგეძლება მთელი ღამე იჯდე და სულ არაფერზე არ იფიქრო, არც ილაპარაკო და ბედნიერი იყო.
სამწუხაროდ ზღარბს და ვარსკვლავს ხშირად არ შეეძლოთ ერთმანეთის ხილვა. ხან ცას ღრუბლები და ნისლი აეფარებოდა, ხან დედამიწა მობრუნდებოდა არა იმ მხრით, საიდანაც ვარსკვლავი ანათებდა და ხელს უშლიდა მათ შეხვედრას...
- ეს რა უბედურებაა, - ცხარობდა ვარსკვლავი, - ჩვენ შეხვედრას გარდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა, ხელს უშლის გრავიტაცია, ნიუტონისა და კეპლერის კანონები...
- ხო, - ეთანხმებოდა ზღარბი. თან მერე თავისთვის ფიქრობდა, ალბათ ამიტომაც სკოლაში რომ ვსწავლობდი, ატანა არ მქონდა ამ ფიზიკის, ასტრონომიის გაკვეთილი კი საერთოდ ერთხელ ჩაგვიტარდა და მაშინაც შატალოზე ვიყავიო...
ხანაც ხანრგძლივი განშორების შემდეგ, ახლა უკვე ზღარბი ბუტბუტებდა გულმოსული:…
- ვარსკვლავო, იცი რა ძალიან მომენატრე, იცი რა დიდხანს გელოდი, ალბათ მთელი მარადისობა...
- ვიცი, ჩემო კარგო, - პასუხობდა ვარსკვლავი, - მაგრამ შენ ხო იცი რამდენი წინაღობა, გარემოება და კანონი ეღობება ჩვენს შეხვედრებს?
- ხო, ვიცი, – ეტყოდა ზღარბი. იმას კი უმალავდა, რომ გრავიტაციას, ნიუტონის კანონებს და აინშტაინის პოსტულატებს რომ სწავლობდა ჩუმად მეგობრის შეხვედრის მოლოდინში, მეზობელს კიდე ასტრონომიის სახელმძღვანელოც გამოართვა, ერთი ჩავიხედო, იქნებ და ამ კანონებსა თუ უკანონობაში რამე შეცვალო და მაშინ ხო სულ ერთად ვიქნებით მე და ვარსკვლავიო.
ერთხელაც ფიზიკის სახელმძღვანელოს ჩაკირკიტებდა და უცებ `ევრიკაო~, არქიმედესავით წამოიძახა (არქიმედეზე მანამდე ჰქონდა წაკითხული და ახსოვდა), ვიპოვე ის თუ რატომ გვიზიდავს ასე მე და ვარსკვლავს ერთმანეთი, ეს ალბათ მსოფლიო მიზიდულობის კანონია. ეს აღმოჩენა როგორც კი ჩემი ვარსკვლავი მოვა, უნდა ვახაროო. იქნებ ახლა ისეთი კანონიც ვნახო, ვარსკვლავი არ წავიდეს, სულ ჩემთან დარჩეს და სულ ბედნიერები ვიყოთო...
კიდევ რომ მოვიდა ვარსკვლავი, ახარა:
- ვარსკვლავო, იცი მე შენ მიზიდავ...
- საიდან დაადგინე? – გაეცინა ვარსკვლავს...
- მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან...
- მართლა?!
- კი, მეტი გითხრა?!
- ხო, აბა მითხარი...
- არა მარტო მე, ჩვენ საერთოდ ერთმანეთს ვიზიდავთ...
- მართლა?!
- ხო, ქმედება უდრის უკუქმდებას...
- ეს რაღაა?
- ეს ნიუტონის მესამე კანონია...
- ხო? – გაეცინა ვარსკვლავს...
- ხო... …
იმ ღამე მეტი არც არაფერი უთქვამთ, ისხდნენ ერთად ჩუმად, ერთად ყოფნით ავსებდნენ ერთამენთსაც და გარემოსაც და მთელი სამყარო თავისი ეგონათ. ზღარბმა ის აღარ უთხრა, ისეთი კანონის მოძებნას რომ აპირებდა, ვერავითარი ძალა რომ ვერ დააცილებდა მათ და სულ ერთად იქნებოდნენ, შემდგომ მოსვლაზე სიურპრიზს გავუკეთებო...
დილის მოახლოებისას ვარსკვლავმა დანანებით თქვა:
- უკვე დროა, უნდა წავიდე...
- ასე მალე? – გაუკვირდა ზღარბს...
- კი, თენდება უკვე.
- რა მალე გათენდა...
- წავალ, კარგი?!
- კარგი, - უპასუხა ზღარბმა, - მე დაგელოდები. თუმცა ვიცი, რომ ეს ლოდინი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მე მაინც დაგელოდები. ეცადე მალე დაბრუნდე, ხო?
- მე დავბრუნდები, ვეცდები მალე დავბრუნდე!
- ხო, ვიცი რომ ეცდები! – უთხრა ზღარბმა და განზე გაიხედა, თვალი აუწყლიანდა უცებ და ვარსკვლავმა არ შემნიშნოსო.
- ნუ მოიწყენ? შე ხო იცი რომ დავბრუნდები? – გაიღიმა ვარსკვლავმა და სულ არ მორიდებია, ისე გადმოაგდო რამდენიმე წვეთი ცრემლი, რომელიც ნამად დაეპკურა გასაღვიძებლად შემზადებულ ყვავილებსა თუ უბრალო მინდვრის ბალახს.
- ხო, ვიცი... – გაიღიმა ზღარბმაც და გიფიქრა, მზის ტირილი კი გამიგია, მაგრამ ვარსკვლავიც თუ ტიროდა არ ვიცოდიო...
.... და მერე როცა ვარსკვლავი თვალს მიეფარა, ზღარბმა წამით კვლავ მოიწყინა, თუმცა მალე სასიამოვნო ტალღამ დაუარა ნემსებზე, იმიტომ რომ მიხვდა, რომ სიურპრიზიც აღარ იყო საძებნი, უკვე იპოვა, ეს ვარსკვლავის ცრემლები იყო...
... და ზღარბი იმასაც მიხვდა რომ სასურველთან ყოფნა კი ბედნიერებაა, მაგრამ ბედნიერებაა ისიც, როცა იცი, რომ ის ვისაც ელი აუცილებლად დაბრუნდება, მიუხედავად ათასნაირი ძალებისა და ფიზიკური თუ მსოფლიო კანონებისა....

ეპილოგი
ამასობაში სამ-სამი ბოთლი ლუდიც დავლიეთ, ზღარბმა მე უნდა წავიდეთ, დღეს ჩემი ვარსკვლავი ბრუნდებაო... სანამ გავიდოდა, ე უდრის ემ ცე კვადრატსო, ხოო, მკითხა. კი ყოველ შემხვევაში აინშტაინი ასე ფიქრობს-მეთქი. ხო, მაგრამ ყველას მანც მიზიდულობის კანონი სჯობს, შენ რაც გინდ ის თქვიო. ადიოს ამიგო, აბა შენ იციო და წავიდა. დანახარჯი გადახდილი გვქონდა, უფრო სწორად ქონდა, მე კი ვიწევდი, უნდა გადავიხადო-მეთქი, მაგრამ აპ, არ გამაგონოო და ეკლები ისე აებურძგლა, ძალიან არც გამომიდია თავი. მერე უცებ გამახსენდა, რომ დღეს პატიების დღე იყო მესიჯი ავკრიფე: tat, tu odesme uneburad rame gawkenine, mapatie ra, dges mitevebis dgea.... tat, sen martali iyavi… tat, me sen mikvarxar…


9.03.2008 წ.





Трям
http://www.youtube.com/watch?v=rDb5eRR3Aw0&feature=related


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   ჩემი საყვარელი ზღაპრები!   Nov 25 2009, 09:34 PM
ქევანა   აუჰ.. ბევრია საყვარ...   Nov 25 2009, 11:34 PM
ai gogoo   აღარ მახსოვს ყველა...   Nov 26 2009, 12:56 AM
protestanti   ნუ, ქართული რა თქმა ...   Nov 26 2009, 02:00 AM
ნაინა   protestanti რომელი? სილან ...   Nov 26 2009, 03:48 AM
KAIROS   კიდევ ერთხელ ჩაეთვ...   Nov 26 2009, 03:52 AM
Atman   KAIROS ნამეტანი ხო არ ...   Nov 26 2009, 09:14 AM
Atman   პ.ს. ქარჩხაძის თემა...   Nov 26 2009, 09:43 AM
KAIROS   :o ვწუხვარ, რომ შევც...   Nov 26 2009, 01:54 PM
ქევანა   ანდერსენის ზღაპრე...   Nov 26 2009, 02:09 PM
მნათე   ერთხელ დედა პელაგი...   Nov 26 2009, 02:11 PM
Atman   ხო, ანდერსენი მაგა...   Nov 26 2009, 02:11 PM
Amuza   ქართული ხალხური ზღ...   Nov 26 2009, 02:41 PM
Atman   ვა ეს რა მაგარი კინ...   Nov 26 2009, 05:49 PM
KAIROS   ბატონო ატმან, დაგვ...   Nov 26 2009, 06:35 PM
Atman   KAIROS ოსტატთა სახელმ...   Nov 26 2009, 07:10 PM
Atman   პიკო და ოლიკო გურა...   Dec 11 2009, 07:47 AM
Atman   მიყვარს ეს - ზღარბუ...   Dec 11 2009, 07:53 AM
Atman   და ისევ ბეჭდების მ...   Dec 11 2009, 10:17 AM
kato_Bato   Atman გაასწორე ლინკი:) ...   Dec 11 2009, 11:24 AM
Atman   kato_Bato გავასწორე ;)   Dec 11 2009, 11:26 AM
izi-bartki   http://www.youtube.com/watch?v=G9ZRcgRm4ds რა ...   Dec 11 2009, 04:54 PM
izi-bartki   ესეც სიტყვებით:) once up...   Dec 11 2009, 01:37 PM
Floyd   http://www.youtube.com/watch?v=9vNioJXQcK8 პ....   Dec 11 2009, 10:15 PM
marine   ეს ზღაპარი ძალიან ...   Dec 24 2022, 11:00 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 01:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი