საახალწლო აქცია- შემოგვიერთდით!, გამოფენა-გაყიდვა ჩვენი ფონდისთვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საახალწლო აქცია- შემოგვიერთდით!, გამოფენა-გაყიდვა ჩვენი ფონდისთვის |
nazi |
Dec 9 2009, 12:14 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 398 რეგისტრ.: 8-August 07 წევრი № 2,585 |
გამარჯობათ!
ამ ეტაპზე ფონდის ბიუჯეტი ფაქტიურად ნულზეა, შესაბამისად გაგვიჭირდება საახალწლოდ აქცია დავგეგმოთ. გავთამამდი და გთავაზობთ ფონდისთვის და მომავალი აქციისთვის, რომელსაც ალბათ მალე დავგეგმავთ, გამოფენა-გაყიდვა მოვაწყოთ, შარდენზე. მე ჩემს ნახატებს გამოვიტან, დავბეჭდავთ ფონდის კალენდარს, ასევე ბარათებს, რომლებიც სერგი-გლახამ უნდა გადმომცეს (იმედია ბევრის დაბეჭვდას მოვახერხებთ)... ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რა შეიძლება გაიყიდოს? აქვე იდეაც დაგებადებათ და გთხოვთ მიაწეროთ სიას, მე ჩემსას ჩამოვწერ. 1. ნახატები ( პლასტილინით ვხატავ) 2. თამარის ჯვრები (ბისერებით მაქვს აწყობილი) 3. საეკლესიო კალენდარი (ფორუმის და ფონდის რეკვიზიტებით) 4. ბარათები (მისალოცი, მოსაწვევი...) 5. ცხელი სასმელი ( იქვე მოვამზადებთ, ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი..) 6. ნამცხვარი 7. პირველ რიგში ნებართვა გვჭირდება აქციისთვის მერიიდან, თუ ვინმეს შეუძლია დახმარება შეგვეხმიანეთ დანარჩენი ვის რა შეგიძლიათ დაპოსტეთ. გთხოვთ ვიაქტუიროთ დრო ცოტა გვაქვს აქცია ალბათ 27 დეკემბერს არ უნდა გადავაცილოთ |
ნათია |
Dec 9 2009, 07:39 PM
პოსტი
#22
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მოკლედ, ერთ-ერთ გამომცემლობას უნდა მოველაპარაკო (დაახლოებით ვიცი მათი პასუხი) ასაღებ ფასში მოგვცემენ რამდენიმე წიგნს და ჩვენ გავყიდით იმ ფასსში რაც რეალურად ღირს მაღაზიებში, ასაღებ ფასს გადავუხდით გამომცემლობას (რაც არ გაიყიდება უკან დავუბრუნებთ წიგნებს) და რა მოგებაც იქნება ის მოხმარდება ამ აქციას, რომელსაც სავარაუდოდ რომელიმე ბავშვთა სახლისთვის გამოვიყენებთ
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
damiane80 |
Dec 13 2009, 12:54 AM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ, ერთ-ერთ გამომცემლობას უნდა მოველაპარაკო (დაახლოებით ვიცი მათი პასუხი) ასაღებ ფასში მოგვცემენ რამდენიმე წიგნს და ჩვენ გავყიდით იმ ფასსში რაც რეალურად ღირს მაღაზიებში, ასაღებ ფასს გადავუხდით გამომცემლობას (რაც არ გაიყიდება უკან დავუბრუნებთ წიგნებს) და რა მოგებაც იქნება ის მოხმარდება ამ აქციას, რომელსაც სავარაუდოდ რომელიმე ბავშვთა სახლისთვის გამოვიყენებთ შევედცდები აქციაში შემოგიერთდეთ, ალბათ უფრო მყიდველის ამპლუაში. ისე წიგნების გამოცემაზე ერთი აზრი გამიჩნდა: თავად ფორუმის სახელით რაიმე წიგნი გამოგვეცა, პრაქტიკული ხასიათის: მაგ, "მოძღვრის პასუხები კითხვებზე" ფორუმზე დადებული პასუხების მიხედვით, როგორც ვიცი ასეთ წიგნს საკმაოდ ხშირად ყიდულობენ, ასევე მცირე კატეხიზმოს სტილში წიგნი (მაღთლმადიდებლობის საფუძვლების შესახებ), არ აწყენდა ჩვენს მრევლს. აქ რომ ხალხს ტვინი აქვს, ისეთი უნდა და მივცეთ ცოტა პრაქტიკული გამოყენება ამ ტვინებს. ისე რა ეღირება "ახლობელ" გამომცემლობაში წიგნის დაბეჭვდა, თუნდაც მინიმალური ტირაჟით? თუ იცით ვინმემ ან შენ "ნათია" ხომ არ იცი? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი