პატრიარქის მიერ გვარების დალოცვა, ( ინფორმაციები ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის მიერ გვარების დალოცვა, ( ინფორმაციები ) |
maZiebeli |
Oct 17 2009, 12:14 AM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
უწმინდესმა წინა კვირას, ოთხ გვარს შორის, ჩვენი გვარიც დალოცა. ნაცნობთა უმეტესობა, ვინც ამის შესახებ გაიგო, მეკითხება, როგორ უნდა მოახერხონ ამ საქმის ორგანიზება და დაალოცინონ პატრიარქს თავიანთი გვარები.
მართალია, მეც შემიძლია ამ დეტალების დაწვრლებით გარკვევა, მაგრამ უდროობის გამო ჯერ ვერ ვახერხებ და იქნებ აქ რომელიმე ფორუმელმა იცით ეს ყველაფერი და დაწეროთ... ინტერესი აშკარად დიდია და ბევრს გაახარებთ. პატივისცემით, მაძიებელი -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
maZiebeli |
Dec 11 2009, 11:48 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
http://sana.ge/index.php?katid=6&id=4341&poz=&more
2009-11-18 18:02:03 ერთი წელია, რაც უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, გვარების დალოცვის უძველესი ქართული ტრადიცია კვლავ განახლდა. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, ყოველ კვირა დღეს, პატრიარქი რამდენიმე გვარს ლოცავს. აღნიშნულ ტრადიციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი, მამა დემეტრე (დავითაშვილი) ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ. მამა დემეტრე: – გვარების დალოცვის ტრადიცია, როგორც უწმინდესისგან მსმენია, უძველესია. ძველ დროში, სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები ადგილობრივ ეპისკოპოსთან, ან მღვდელთან მიდიოდნენ და მათგან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი აღმოჩნდებოდა, გვარმა რაღაც შესცოდა და სასულიერო პირთან მიდიოდნენ სინანულის გამოსახატავად, ან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ იმისთვის, რომ უფრო მეტი მადლი მიეღოთ. ზოგიერთ გვარს საკუთარი ხატი აქვს. არსებობს ძალიან ბევრი გვარი, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ ჩვენი საგვარეულოს ხატია, მაგალითად, სუჯუნას წმიდა გიორგის ხატი, პალიასტომის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და ხდებოდა სწორედ ამ ხატების გადაცემა. – ვისი ინიციატივით აღდგა ეს ტრადიცია? – გვარების დალოცვის ახლანდელ ტრადიციას საფუძველი 6–7 წლის წინ ჩაეყარა. როდესაც პატრიარქი ღმრთისმსახურებას ჯერ კიდევ სიონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულებდა, ერთმა გვარმა მას დალოცვა სთხოვა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ტრადიცია მინელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ, გვარების დალოცვის სურვილი ისევ გამოითქვა და უწმინდესმა მე დამავალა, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მომეყვანა. ამჟამად, არსებობს გარკვეული წესი, თუმცა,ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მას საბოლოო სახე არ აქვს. ჯერჯერობით ასეა, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქი მხოლოდ და მხოლოდ კვირა დღეს, წირვის შემდეგ ლოცავს წინასწარ ჩაწერილ გვარებს. დალოცვა შემდეგი კვირისთვის გადაიდება იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით წაბრძანებული იქნება საზღვარგარეთ, ან სხვა, რაიმე მიზეზის გამო ვერ აღასრულებს წირვას. – გვარის წინასწარ ჩაწერა სად და როდის ხდება? – გვარის დალოცვის მსურველები შაბათობით, 4 საათისთვის სამების ტაძარში უნდა მობრძანდნენ ჩემთან. მე მათ პირადად გავესაუბრები და ავუხსნი, რომელ კვირას მოუწევთ დალოცვა. ამისთვის, საგანგებო ბლოკნოტი მაქვს შედგენილი. – ერთდროულად რამდენი გვარი ილოცება? – არის კვირა დღეები, როდესაც ერთდროულად 6, 7, 8 გვარი ილოცება. – დალოცვის შემდეგ, საგვარეულოს წარმომადგენლებს უწმინდესი ხატსაც გადასცემს ხოლმე. ესაც ამ ტრადიციის ნაწილია? – დიახ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ვინაიდან, ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გვარს ჩვენ თვითონ გადავცეთ ხატი, ამიტომ მათ ვთავაზობთ, თითოეული გვარის წარმომადგენლებმა, ვინც მოინდომებს დალოცვას, თვითონ შეიძინონ ხატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი წმიდანის იქნება ის ან თუ არსებობს ხატი, რომელიც ოდითგანვე მათ გვარს ეკუთვნოდა, შეუძლიათ, სპეციალურად დააწერინონ და დალოცვის წინა დღეს, შაბათს, ტაძარში მოაბრძანონ. უწმინდესი პირადად აკურთხებს ამ ხატებს და დალოცვის დროს გვარის ერთ–ერთ წარმომადგენელს გადასცემს. – საინტერესოა, რა არის საგვარეულო ხატის გადაცემის დანიშნულება? – ბევრი მეკითხება, ხატი, რომელიც მათ გვარს გადაეცემა, თუ შეიძლება დაასვენონ საგვარეულო ტაძარში. მე ცალსახად ვამბობ, – არა, რადგან საგვარეულოს ხატი უსათუოდ უნდა დარჩეს გვარში და იმოგზაუროს ოჯახებში. შეიქმნება ახალი ოჯახი, იქაც იქნას მიბრძანებული. გვარის დალოცვის მთელი არსი და შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა გვარმა, რომელსაც პატრიარქი დალოცავს და საგვარეულოს სახელზე ხატს უკურთხებს, უნდა დაიწყოს სულიერი, ქრისტიანული წესით ცხოვრება, რასაც ის მოკლებულია. ადამიანები, თითოეული გვარის წარმომადგენლები უნდა დაუბრუნდნენ ქრისტეს ეკლესიას, დაიწყონ ლოცვა, აღსარების თქმა, ზიარება. ამით ერის გადარჩენაც ხდება. როდესაც ადამიანები ლოცვით ერთიანდებიან, ეს ნიშნავს რომ ერი ერთიანია. ოჯახებს, სადაც ხატი იქნება მიბრძანებული, შეუძლიათ იმ დროს, სახლის საკურთხებლად მღვდელი მიიწვიონ და საგვარეულო ხატთან პარაკლისიც გადაახდევინონ, ასევე, წაიკითხონ დაუჯდომელი. თითოეულ ოჯახში ხატის არსებობის ხანგრძლივობა თვითონ იმ ოჯახისა და გვარის სხვა წევრების სურვილზე იქნება დამოკიდებული. ვიღაცამ უნდა ითავოს და უხელმძღვანელოს გვარში ხატის მოგზაურობის ტრადიციას. ლოცვა აუცილებელია. ამ ტრადიციის აღდგენით, ისევ იმ გზაზე დადგომა ხდება, რომელსაც ჩვენგან ქრისტიანული ცხოვრების წესი ითხოვს. ნურავინ წარმოიდგენს, რომ რადგან პატრიარქი ერთხელ გვარს დალოცავს, ამით უნდა დასრულდეს მათი სულიერება. თვითონ გვარის წარმომადგენლებიც უნდა ამოქმედდნენ, რომ შეინარჩუნონ მიღებული მადლი. ღმერთი მადლს ყოველთვის გვიგზავნის, მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ მზად მის მისაღებად, ანუ არ ვართ ეკლესიის წევრები, არ ვლოცულობთ და არ ვეზიარებით, მაშინ ჩვენში მადლის თანაზიარება არ ხდება. ხოლო თუ გვარს აქვს სურვილი, რომ თავიანთ საგვარეულო სალოცავს, ტაძარს ხატი შესწირონ, მათ შეუძლიათ სხვა, ახალი ხატი შეიძინონ და ის მიაბრძანონ ეკლესიაში. – მამა დემეტრე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, გვარიდან რამდენი წარმომადგენელი დაესწრება დალოცვას? – უმჯობესია, გვარიდან 40–50 წარმომადგენელი მაინც მოვიდეს, რომ მათ მიერ მოხდეს მადლის გავრცელება და ერთმანეთის გაცნობა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ერთი გვარის ნათესავები არიან, ქალმა და ვაჟმა ეს არ იციან, მათ ერთმანეთი უყვარდებათ და მერე დაოჯახების დროს პრობლემები იქმნება. საეკლესიო კანონიკის მიხედვით, მე–7–8 თაობიდან უკვე თავისუფლად შეიძლება ქორწინება. ამას წინათ იყო შემთხვევა, როდესაც მე–5 თაობის წარმომადგენლებს სურდათ დაოჯახება, მაგრამ ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) კატეგორიული უარი განაცხადა. როდესაც გვარები დასალოცად იკრიბებიან და ერთმანეთს იცნობენ, უკვე იციან, ვინ ვისი ნათესავია და ასე შეიძლება, ზემოთ აღნიშნულ პრობლემასაც ავცდეთ. – მარხვაში რატომ წყდება გვარების დალოცვა? – მოგეხსენებათ, მარხვის პერიოდში დღესასწაულისთვის ვემზადებით და უფრო თავშეკავებულნი ვართ როგორც საკვების მიღებაში, ასევე ქცევაში. როდესაც გვარი დასალოცად იკრიბება, ბუნებრივია, იმ დღეს, ისინი ტრაპეზობენ კიდეც. სამწუხაროდ, დღეს ყველა ვერ ახერხებს მარხვას. ამიტომ სუფრა რომ გაიშლება, შეიძლება მერე მათი ეს თავშეყრა ღრეობაში გადაიზარდოს. ჩვენ არ გვსურს, გავხდეთ ამის მიზეზი. ამიტომ უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, მარხვაში გვარების დალოცვა წყდება. ერთადერთი გვარი, რომელსაც პატრიარქი ახლა, შობის მარხვაში დალოცავს, არის ფერაძე. 6 დეკემბერს წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენებაა და ჩვენ ვერ დავუშლით გვარს, შეიკრიბოს ასეთი სახელოვანი წმიდანის დღესასწაულზე. – პატრიარქი მხოლოდ ქართულ გვარებს ლოცავს? – საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ძირითადად, ქართულ ოჯახებს ლოცავს, მაგრამ თუ დალოცვას რომელიმე არაქართული გვარიც მოინდომებს, არ ვიცი, რა სახით, მაგრამ შეიძლება მათი დალოცვაც მოხდეს. მათაც შეუძლიათ მობრძანდნენ და იმედია, უარი არ ეთქმებათ. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის პატრიარქია და ამდენად, ჩვენი ეკლესიის კარი, სიამოვნებით, არაქართული მოსახლეობისთვისაც ღიაა. – თითოეული გვარი მხოლოდ ერთხელ დაილოცება? – გვარი დაილოცება ერთხელ. – ამ ტრადიციას თავად უწმინდესი როგორ აფასებს? – უწმინდესი ამ ტრადიციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც უკვე აღვნიშნე, თავად მისგან მაქვს დავალებული, შევიმუშავო გარკვეული წესი, ამ ტრადიციას მივცეთ ისეთი სახე, რომ უფრო საზეიმო გავხადოთ გვარების დალოცვა. პატრიარქის სურვილია, ადამიანებს დაამახსოვრდეთ ეს დღე. ვფიქრობთ, სპეციალურად გვარების დასალოცად შუა კვირის რომელიმე დღე დავაწესოთ. შესრულდეს პარაკლისი და შემდეგ მათ გადაეცეთ სიგელები. შეიძლება, ასეთივე ტრადიცია დამკვიდრდეს ეპარქიებშიც, სადაც ადგილობრივი მღვდელმთავარი დალოცავს იქაურ მცხოვრებლებს. – მამა დემეტრე, თუ რომელიმე გვარი ან ოჯახი არის დაწყევლილი, დალოცვის დროს ეს წყევლა ეხსნებათ? – ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამებისა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრებში, დაახლოებით, სამი წირვა ჩაატარა, როდესაც "დიდ შესვლაზე" წაკითხულ იქნა საყოველთაო შენდობის ლოცვა. უწმინდესმა ბრძანა, რომ აღნიშნული ლოცვის შედეგად, ყველა წყევლა მოხსნილია. თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, რომ კიდევ ჩატარდეს ერთი ასეთი წირვა, როცა წაკითხული იქნება შენდობის ლოცვა, რასაკვირველია, ჩატარდება. ეფემია წიკლაური მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
კანუდოსელი |
Dec 13 2009, 06:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა. ამით ვაძლევთ საბაბს მავანთ, რომ სახელი გაუტეხონ ეკლესიას... როდემდე უნდა გაგრძელდეს სისულელეების გავრცელება მართლმადიდებლობის სახელით? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი