IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის მიერ გვარების დალოცვა, ( ინფორმაციები )
maZiebeli
პოსტი Oct 17 2009, 12:14 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



უწმინდესმა წინა კვირას, ოთხ გვარს შორის, ჩვენი გვარიც დალოცა. ნაცნობთა უმეტესობა, ვინც ამის შესახებ გაიგო, მეკითხება, როგორ უნდა მოახერხონ ამ საქმის ორგანიზება და დაალოცინონ პატრიარქს თავიანთი გვარები.

მართალია, მეც შემიძლია ამ დეტალების დაწვრლებით გარკვევა, მაგრამ უდროობის გამო ჯერ ვერ ვახერხებ და იქნებ აქ რომელიმე ფორუმელმა იცით ეს ყველაფერი და დაწეროთ...

ინტერესი აშკარად დიდია და ბევრს გაახარებთ.

პატივისცემით,

მაძიებელი


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
maZiebeli
პოსტი Dec 11 2009, 11:48 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



http://sana.ge/index.php?katid=6&id=4341&poz=&more

2009-11-18 18:02:03

ერთი წელია, რაც უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, გვარების დალოცვის უძველესი ქართული ტრადიცია კვლავ განახლდა. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, ყოველ კვირა დღეს, პატრიარქი რამდენიმე გვარს ლოცავს. აღნიშნულ ტრადიციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი, მამა დემეტრე (დავითაშვილი) ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ.

მამა დემეტრე:

– გვარების დალოცვის ტრადიცია, როგორც უწმინდესისგან მსმენია, უძველესია. ძველ დროში, სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები ადგილობრივ ეპისკოპოსთან, ან მღვდელთან მიდიოდნენ და მათგან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი აღმოჩნდებოდა, გვარმა რაღაც შესცოდა და სასულიერო პირთან მიდიოდნენ სინანულის გამოსახატავად, ან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ იმისთვის, რომ უფრო მეტი მადლი მიეღოთ. ზოგიერთ გვარს საკუთარი ხატი აქვს. არსებობს ძალიან ბევრი გვარი, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ ჩვენი საგვარეულოს ხატია, მაგალითად, სუჯუნას წმიდა გიორგის ხატი, პალიასტომის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და ხდებოდა სწორედ ამ ხატების გადაცემა.

– ვისი ინიციატივით აღდგა ეს ტრადიცია?

– გვარების დალოცვის ახლანდელ ტრადიციას საფუძველი 6–7 წლის წინ ჩაეყარა. როდესაც პატრიარქი ღმრთისმსახურებას ჯერ კიდევ სიონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულებდა, ერთმა გვარმა მას დალოცვა სთხოვა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ტრადიცია მინელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ, გვარების დალოცვის სურვილი ისევ გამოითქვა და უწმინდესმა მე დამავალა, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მომეყვანა. ამჟამად, არსებობს გარკვეული წესი, თუმცა,ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მას საბოლოო სახე არ აქვს. ჯერჯერობით ასეა, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქი მხოლოდ და მხოლოდ კვირა დღეს, წირვის შემდეგ ლოცავს წინასწარ ჩაწერილ გვარებს. დალოცვა შემდეგი კვირისთვის გადაიდება იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით წაბრძანებული იქნება საზღვარგარეთ, ან სხვა, რაიმე მიზეზის გამო ვერ აღასრულებს წირვას.

– გვარის წინასწარ ჩაწერა სად და როდის ხდება?

– გვარის დალოცვის მსურველები შაბათობით, 4 საათისთვის სამების ტაძარში უნდა მობრძანდნენ ჩემთან. მე მათ პირადად გავესაუბრები და ავუხსნი, რომელ კვირას მოუწევთ დალოცვა. ამისთვის, საგანგებო ბლოკნოტი მაქვს შედგენილი.

– ერთდროულად რამდენი გვარი ილოცება?

– არის კვირა დღეები, როდესაც ერთდროულად 6, 7, 8 გვარი ილოცება.

– დალოცვის შემდეგ, საგვარეულოს წარმომადგენლებს უწმინდესი ხატსაც გადასცემს ხოლმე. ესაც ამ ტრადიციის ნაწილია?

– დიახ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ვინაიდან, ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გვარს ჩვენ თვითონ გადავცეთ ხატი, ამიტომ მათ ვთავაზობთ, თითოეული გვარის წარმომადგენლებმა, ვინც მოინდომებს დალოცვას, თვითონ შეიძინონ ხატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი წმიდანის იქნება ის ან თუ არსებობს ხატი, რომელიც ოდითგანვე მათ გვარს ეკუთვნოდა, შეუძლიათ, სპეციალურად დააწერინონ და დალოცვის წინა დღეს, შაბათს, ტაძარში მოაბრძანონ. უწმინდესი პირადად აკურთხებს ამ ხატებს და დალოცვის დროს გვარის ერთ–ერთ წარმომადგენელს გადასცემს.

– საინტერესოა, რა არის საგვარეულო ხატის გადაცემის დანიშნულება?

– ბევრი მეკითხება, ხატი, რომელიც მათ გვარს გადაეცემა, თუ შეიძლება დაასვენონ საგვარეულო ტაძარში. მე ცალსახად ვამბობ, – არა, რადგან საგვარეულოს ხატი უსათუოდ უნდა დარჩეს გვარში და იმოგზაუროს ოჯახებში. შეიქმნება ახალი ოჯახი, იქაც იქნას მიბრძანებული. გვარის დალოცვის მთელი არსი და შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა გვარმა, რომელსაც პატრიარქი დალოცავს და საგვარეულოს სახელზე ხატს უკურთხებს, უნდა დაიწყოს სულიერი, ქრისტიანული წესით ცხოვრება, რასაც ის მოკლებულია. ადამიანები, თითოეული გვარის წარმომადგენლები უნდა დაუბრუნდნენ ქრისტეს ეკლესიას, დაიწყონ ლოცვა, აღსარების თქმა, ზიარება. ამით ერის გადარჩენაც ხდება. როდესაც ადამიანები ლოცვით ერთიანდებიან, ეს ნიშნავს რომ ერი ერთიანია. ოჯახებს, სადაც ხატი იქნება მიბრძანებული, შეუძლიათ იმ დროს, სახლის საკურთხებლად მღვდელი მიიწვიონ და საგვარეულო ხატთან პარაკლისიც გადაახდევინონ, ასევე, წაიკითხონ დაუჯდომელი. თითოეულ ოჯახში ხატის არსებობის ხანგრძლივობა თვითონ იმ ოჯახისა და გვარის სხვა წევრების სურვილზე იქნება დამოკიდებული. ვიღაცამ უნდა ითავოს და უხელმძღვანელოს გვარში ხატის მოგზაურობის ტრადიციას. ლოცვა აუცილებელია. ამ ტრადიციის აღდგენით, ისევ იმ გზაზე დადგომა ხდება, რომელსაც ჩვენგან ქრისტიანული ცხოვრების წესი ითხოვს. ნურავინ წარმოიდგენს, რომ რადგან პატრიარქი ერთხელ გვარს დალოცავს, ამით უნდა დასრულდეს მათი სულიერება. თვითონ გვარის წარმომადგენლებიც უნდა ამოქმედდნენ, რომ შეინარჩუნონ მიღებული მადლი. ღმერთი მადლს ყოველთვის გვიგზავნის, მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ მზად მის მისაღებად, ანუ არ ვართ ეკლესიის წევრები, არ ვლოცულობთ და არ ვეზიარებით, მაშინ ჩვენში მადლის თანაზიარება არ ხდება. ხოლო თუ გვარს აქვს სურვილი, რომ თავიანთ საგვარეულო სალოცავს, ტაძარს ხატი შესწირონ, მათ შეუძლიათ სხვა, ახალი ხატი შეიძინონ და ის მიაბრძანონ ეკლესიაში.

– მამა დემეტრე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, გვარიდან რამდენი წარმომადგენელი დაესწრება დალოცვას?

– უმჯობესია, გვარიდან 40–50 წარმომადგენელი მაინც მოვიდეს, რომ მათ მიერ მოხდეს მადლის გავრცელება და ერთმანეთის გაცნობა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ერთი გვარის ნათესავები არიან, ქალმა და ვაჟმა ეს არ იციან, მათ ერთმანეთი უყვარდებათ და მერე დაოჯახების დროს პრობლემები იქმნება. საეკლესიო კანონიკის მიხედვით, მე–7–8 თაობიდან უკვე თავისუფლად შეიძლება ქორწინება. ამას წინათ იყო შემთხვევა, როდესაც მე–5 თაობის წარმომადგენლებს სურდათ დაოჯახება, მაგრამ ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) კატეგორიული უარი განაცხადა. როდესაც გვარები დასალოცად იკრიბებიან და ერთმანეთს იცნობენ, უკვე იციან, ვინ ვისი ნათესავია და ასე შეიძლება, ზემოთ აღნიშნულ პრობლემასაც ავცდეთ.

– მარხვაში რატომ წყდება გვარების დალოცვა?

– მოგეხსენებათ, მარხვის პერიოდში დღესასწაულისთვის ვემზადებით და უფრო თავშეკავებულნი ვართ როგორც საკვების მიღებაში, ასევე ქცევაში. როდესაც გვარი დასალოცად იკრიბება, ბუნებრივია, იმ დღეს, ისინი ტრაპეზობენ კიდეც. სამწუხაროდ, დღეს ყველა ვერ ახერხებს მარხვას. ამიტომ სუფრა რომ გაიშლება, შეიძლება მერე მათი ეს თავშეყრა ღრეობაში გადაიზარდოს. ჩვენ არ გვსურს, გავხდეთ ამის მიზეზი. ამიტომ უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, მარხვაში გვარების დალოცვა წყდება. ერთადერთი გვარი, რომელსაც პატრიარქი ახლა, შობის მარხვაში დალოცავს, არის ფერაძე. 6 დეკემბერს წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენებაა და ჩვენ ვერ დავუშლით გვარს, შეიკრიბოს ასეთი სახელოვანი წმიდანის დღესასწაულზე.

– პატრიარქი მხოლოდ ქართულ გვარებს ლოცავს?

– საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ძირითადად, ქართულ ოჯახებს ლოცავს, მაგრამ თუ დალოცვას რომელიმე არაქართული გვარიც მოინდომებს, არ ვიცი, რა სახით, მაგრამ შეიძლება მათი დალოცვაც მოხდეს. მათაც შეუძლიათ მობრძანდნენ და იმედია, უარი არ ეთქმებათ. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის პატრიარქია და ამდენად, ჩვენი ეკლესიის კარი, სიამოვნებით, არაქართული მოსახლეობისთვისაც ღიაა.

– თითოეული გვარი მხოლოდ ერთხელ დაილოცება?

– გვარი დაილოცება ერთხელ.

– ამ ტრადიციას თავად უწმინდესი როგორ აფასებს?

– უწმინდესი ამ ტრადიციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც უკვე აღვნიშნე, თავად მისგან მაქვს დავალებული, შევიმუშავო გარკვეული წესი, ამ ტრადიციას მივცეთ ისეთი სახე, რომ უფრო საზეიმო გავხადოთ გვარების დალოცვა. პატრიარქის სურვილია, ადამიანებს დაამახსოვრდეთ ეს დღე. ვფიქრობთ, სპეციალურად გვარების დასალოცად შუა კვირის რომელიმე დღე დავაწესოთ. შესრულდეს პარაკლისი და შემდეგ მათ გადაეცეთ სიგელები. შეიძლება, ასეთივე ტრადიცია დამკვიდრდეს ეპარქიებშიც, სადაც ადგილობრივი მღვდელმთავარი დალოცავს იქაურ მცხოვრებლებს.

– მამა დემეტრე, თუ რომელიმე გვარი ან ოჯახი არის დაწყევლილი, დალოცვის დროს ეს წყევლა ეხსნებათ?

– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამებისა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრებში, დაახლოებით, სამი წირვა ჩაატარა, როდესაც "დიდ შესვლაზე" წაკითხულ იქნა საყოველთაო შენდობის ლოცვა. უწმინდესმა ბრძანა, რომ აღნიშნული ლოცვის შედეგად, ყველა წყევლა მოხსნილია. თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, რომ კიდევ ჩატარდეს ერთი ასეთი წირვა, როცა წაკითხული იქნება შენდობის ლოცვა, რასაკვირველია, ჩატარდება.

ეფემია წიკლაური


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 06:52 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(maZiebeli @ Dec 11 2009, 11:48 PM) *

– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა.

ამით ვაძლევთ საბაბს მავანთ, რომ სახელი გაუტეხონ ეკლესიას...
როდემდე უნდა გაგრძელდეს სისულელეების გავრცელება მართლმადიდებლობის სახელით?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
maZiebeli   პატრიარქის მიერ გვარების დალოცვა   Oct 17 2009, 12:14 AM
ბექა   maZiebeli მოკლედ ზუსტად ...   Oct 17 2009, 04:13 PM
patrioti1   :მზე: მოგესალმები...   Nov 17 2009, 07:34 PM
maikusi   თუ ვინმე ფლობთ ინფ...   Nov 18 2009, 12:07 AM
ეკატო   თუ ვინმე ფლობთ ინფ...   Nov 18 2009, 12:19 AM
maikusi   ეკატო გაიხარე ეკატ...   Nov 18 2009, 12:42 AM
ეკატო   maikusi ნამდვილად იცი რ...   Nov 18 2009, 12:52 AM
maikusi   maikusi ნამდვილად იცი რ...   Nov 18 2009, 01:03 AM
maZiebeli   http://sana.ge/index.php?katid=6&id=4341&poz=...   Dec 11 2009, 11:48 PM
კანუდოსელი   – ძალიან ხშირია შე...   Dec 13 2009, 06:52 PM
ქევანა   არ ვიცი, მე არასდრო...   Dec 13 2009, 07:14 PM
orthodox-georgia   რატომ? ცუდი იქნება?...   Mar 27 2010, 09:52 PM
.SaLoMe.   ძალიან კარგია რომ ...   Mar 28 2010, 03:06 PM
tbilisis porumi   რა არის საჭირო პატ...   Jun 1 2010, 01:02 PM
natianatushki   რა არის საჭირო პატ...   Jun 1 2010, 08:42 PM
ქევანა   orthodox-georgia რავიცი, ჩემო ...   Jun 1 2010, 03:50 PM
kinoteli   orthodox-georgia რავიცი, ჩემო...   Jun 1 2010, 08:38 PM
maZiebeli   tbilisis porumi   Jun 1 2010, 05:45 PM
patrioti1   ასლანიშვილებმა ამ ...   Oct 8 2010, 03:21 PM
kent5   ასლანიშვილებს ყვე...   Jan 7 2011, 09:24 AM
patrioti1   ამ სახელით ;პატრიო...   May 13 2011, 03:49 PM
A.V.M   6 ნოემბერს უწმინდე...   Nov 15 2011, 09:24 PM
A.V.M   13 ნოემბერს უწმინდე...   Nov 22 2011, 04:01 PM
A.V.M   27 ნოემბერს უწმინდე...   Dec 6 2011, 07:36 PM
A.V.M   უწმინდესმა და უნე...   Dec 19 2011, 05:49 PM
A.V.M   ფორუმელნო და ჯამაა...   Dec 29 2011, 08:00 PM
georgios   ვინც იცით, მითხარი...   Dec 29 2011, 08:46 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ჩემი... შარშან 11 ა...   Dec 30 2011, 09:42 PM
A.V.M   ეტყობა არ იცოდა უწ...   Dec 30 2011, 09:46 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M შეენ ძაან ცუდად ...   Dec 30 2011, 09:48 PM
A.V.M   რა იყო ჩემი გვარი ა...   Dec 30 2011, 10:03 PM
georgios   ალბათ ჩემი პაწუკ...   Dec 30 2011, 10:22 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M :* georgios რა გვარი ხა...   Dec 30 2011, 10:48 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ვაჩაძე   Dec 30 2011, 10:51 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios :D უუჰ, მაშინ შენ...   Dec 30 2011, 11:08 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI რატომ? ანბა...   Dec 30 2011, 11:10 PM
dr.house...   არა თვითონ გვარის ...   Dec 30 2011, 11:14 PM
georgios   dr.house... ხვალ ვერ შევძ...   Dec 30 2011, 11:18 PM
dr.house...   dr.house... ხვალ ვერ შევძ...   Dec 30 2011, 11:26 PM
georgios   dr.house... საპატრიარქოშ...   Dec 30 2011, 11:27 PM
dr.house...   dr.house... საპატრიარქოშ...   Dec 31 2011, 01:06 PM
georgios   dr.house... გმადლობ, მივა...   Dec 31 2011, 01:20 PM
A.V.M   ჩვენც გაგვაგებინე ...   Dec 31 2011, 09:43 PM
georgios   A.V.M :კი1:   Dec 31 2011, 09:55 PM
dr.house...   A.V.M :კი1: წარმატებებ...   Dec 31 2011, 11:07 PM
georgios   A.V.M მაშ ასე: მივედი, ...   Jan 5 2012, 12:50 AM
A.V.M   ძალიან კარგი. მგონ...   Jan 5 2012, 12:53 AM
georgios   A.V.M ხელმოწერებზე ა...   Jan 5 2012, 12:55 AM
dr.house...   ხელმოწერებზე აღა...   Jan 5 2012, 02:37 PM
aslan   გამარჯობათ გილოცა...   Jan 9 2012, 04:39 PM
A.V.M   15 იანვარს დაილოცა შ...   Jan 23 2012, 11:14 PM
A.V.M   ხალხნო და ჯამაათნო...   Feb 1 2012, 06:04 PM
pasha   საპატრიქოში გაგარ...   Feb 1 2012, 06:28 PM
A.V.M   ეგ ყველაფერი გაკეთ...   Feb 1 2012, 06:56 PM
A.V.M   5 თებერვალს.უწმინდ...   Feb 10 2012, 07:21 PM
A.V.M   12 თებერვალს.უწმინდ...   Feb 21 2012, 07:53 PM
A.V.M   ვერა და ვერ დაილოც...   Jul 10 2012, 02:11 PM
A.V.M   8 ივლისს,სამების სა...   Jul 26 2012, 09:37 PM
A.V.M   15 ივლისს,სამების სა...   Jul 30 2012, 11:11 PM
A.V.M   27 ივლისს,სამების სა...   Aug 4 2012, 07:09 PM
A.V.M   2012 წლის 8 აგვისტოს,ს...   Aug 23 2012, 01:57 PM
აკაკი   ჩემი და თორნიკეს კ...   Aug 23 2012, 02:06 PM
A.V.M   კაია... შენი გვარი თ...   Aug 23 2012, 02:31 PM
აკაკი   კი ადრე დაილოცა.. სხ...   Aug 23 2012, 02:34 PM
A.V.M   უი... თან ცუდია-თან კ...   Aug 23 2012, 02:38 PM
A.V.M   2012 წლის 9 სექტემბერს...   Oct 8 2012, 02:55 AM
marine   ღმერთმა ყველა ქართ...   Oct 8 2012, 04:37 PM
A.V.M   ,,მოგესალმებით, გთხ...   Oct 26 2012, 02:09 AM
A.V.M   2012 წლის 4 ნოემბერს ,ს...   Nov 5 2012, 02:00 AM
A.V.M   2013 წლის 19 იანვარს ,სა...   Jan 19 2013, 03:03 PM
qetevano   ჩემ გვარს არ ეღირს...   Jan 19 2013, 03:17 PM
A.V.M   qetevano აქტიური კოპეიკ...   Jan 19 2013, 03:27 PM
qetevano   qetevano აქტიური კოპეი...   Jan 19 2013, 03:35 PM
A.V.M   qetevano 2 ოჯახი ხართ?... უი...   Jan 19 2013, 03:38 PM
qetevano   თუ კაი საქმეზე მიდ...   Jan 19 2013, 03:40 PM
sergi_glaxa   და თავად რომ ილოცო...   Jan 19 2013, 05:09 PM
A.V.M   sergi_glaxa რა იცი რომ არ ვ...   Jan 19 2013, 06:46 PM
A.V.M   დღეს . 10.02.13 სამების ს...   Feb 10 2013, 09:35 PM
A.V.M   დღეს . 17.02.13 სამების ს...   Feb 17 2013, 02:02 PM
marine   ჩემი გვარი უძველეს...   Feb 19 2013, 10:36 AM
A.V.M   marine იმდენად მრავალრ...   Feb 19 2013, 07:10 PM
marine   marine იმდენად მრავალ...   Feb 20 2013, 11:11 AM
A.V.M   ამ კვირას უწმინდეს...   Mar 6 2013, 12:23 AM
A.V.M   2013 წლის 26 მაისს ,სამ...   Jun 22 2013, 01:02 AM
A.V.M   2013 წლის 9 ივნისს ,სამ...   Jun 25 2013, 10:16 PM
A.V.M   2013 წლის 23 ივნისს ,სამ...   Jul 3 2013, 09:42 PM
A.V.M   2013 წლის 7 ივლისს , ყო...   Jul 9 2013, 03:51 PM
A.V.M   2013 წლის 22 სექტემბერ...   Sep 29 2013, 03:07 PM
A.V.M   2013 წლის 15 სექტემბერ...   Oct 14 2013, 02:08 PM
A.V.M   013 წლის 27 ოქტომბერს , ...   Nov 9 2013, 04:13 PM
A.V.M   2013 წლის 10 ნოემბერს , ...   Nov 10 2013, 09:48 PM
A.V.M   უწმინდესის და უნეტ...   Nov 23 2013, 11:12 PM
G_saxva   სრულიად საქართველ...   Dec 23 2013, 04:02 PM
A.V.M   გვარების დალოცვის ...   Dec 24 2013, 01:20 AM
qetevano   ჩემ გვარს მაინც არ...   Dec 24 2013, 01:25 AM
A.V.M   qetevano კირილე თუ გიშვე...   Dec 24 2013, 01:31 AM
G_saxva   A.V.M ეგეც ვერ უშველის...   Dec 24 2013, 09:13 AM
qetevano   G_saxva ვახ განა მე არ მ...   Dec 24 2013, 09:36 AM
G_saxva   qetevano სხვა მაინც არავ...   Dec 24 2013, 10:08 AM
A.V.M   უწმინდესმა დღევან...   Jan 11 2015, 02:47 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი