მამა არჩილის ქადაგებების, აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა არჩილის ქადაგებების, აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ? |
აბე |
Dec 10 2009, 08:53 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მამა არჩილი მინდიაშვილის ქადაგებების აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?
ან ხომ არ იცით ინტერნეტში სად არის? google.ge-თი ვერ ვიპოვე... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
lingvo |
Dec 13 2009, 11:10 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა.
მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, - როდესაც მთელი „ცივილიზებული“ სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს. ასევეა აღდგომასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების საკითხი, რაც სარწმუნოების მთავარი კრიტერიუმია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს ეკლესიის საქმიანობას, ახალი სტილის მომხრეებს სრულიად უგულებელყოფილი აქვთ. მოკლედ, სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი - ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ეკლესია ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით გააუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება - ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! „მახარებელი“ № 3, ჭულევის მონასტერი, 2000 წ. ჟურნალი „წყარო“ № 21-22, 1993 წ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 08:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი