გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 14 2009, 05:11 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეიდან, 14 დეკემბრიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი თოჯინების საახალწლო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა დღეს, 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს უფასოდ
საქრთველოში ისტორიულად გამოიყენებოდა გარკვეული ტიპის თოჯინები, სხვადასხვა წესჩვეულებების შესრულების დროს. ჩაცმულობით, თმის ვარცხნილობითა და სხვადასხვა მასალით შესრულებული თოჯინები, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა გარეგნულ იერსა და დამახასიათებელ თვისებებს გვამცნობს. გამოფენაში მონაწნილეობს 22 თვითნასწავლი მხატვარი, საქართველოს ყველა რეგიონიდან. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 10:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი