IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> H1N1, ჟურნალისტების მიერ შექმნილი პანიკა.
kent5
პოსტი Dec 3 2009, 12:15 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



mail1.gif H1N1 ე.წ. ღორის გრიპი ჟურნალისტებმა გააპიარეს როგორც რაღაც ახალი კაცობრიობის გამანადგურებელი სენი. ჯერ ეს ვახო სანაიას რეკლამა, რომ გადის ამ გრიპზე,ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაული იმიტომ, რომ ჯერ ერთი თესავს პანიკას. ამ ვითომ ჟურნალისტმა თავისი გარდაცვლილი ძმის სახელით რომ გაიკაფა გზა.ოღონდ აიღოს ავანსი როგორც სენსაციური გადაცემის ავტორს და სულ ფეხებზე კიდია მართალს ამბობს თუ ტყუილს. წელს ვისაც დააცემინებს ან დაახველებს ან ერთი დღე მაინც ექნება სიცხე დამიჯერეთ H1N1-ია. ეს არის ჩვეულებრივი გრიპი და როგორც ყველა სხვა გრიპი თუ არ მიხედავ ექნება გართულებები. მე ამას იმიტომ ვწერ რომ მე და ჩემმაოჯახმა გადავიტანეთ ეს ე.წ.21-საუკუნის შავი ჭირი. ღმერთმა დაგლოცოთ და უფალი იყოს თქვენი შემწე.


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Amuza
პოსტი Dec 14 2009, 05:33 PM
პოსტი #2


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ღორის გრიპი

თავიდან ახალ გამოვნელილ ვირუსს უწოდებდნენ ,,ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი,რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა ,რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულავე ვირუსისაგან. -ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან,რომელიც ცირლულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. -მეცნიერები ამ ვირუსს,,ოთხმაგი რეასორტაციის,,ვირუსს უწოდებენ ((შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან,(ეს არაა ღორის ვირუსი)არამედ ზემოთ აღნიშნული გენებისაგან)სექციების სია [დამალვა]


გამომწვევი

IPB-ს სურათი

ღორის გრიპი A (H1N1)
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გრიპის ლაბორატორია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას .

გადამდებობა

ახალი შტამი A (H1N1) ყველაზე უფრო კონტაგიოზური ანუ გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

A(H1N1) არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე.როგორც კვლევებით დადაგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი A(H1N1)გრიპის ვირუსიინარჩუნებს 2-8 საათია განმავლობაში.


ინკუბაცია

ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ინფექციის გადამდებია ადამიანი სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან ფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
სიმპტომები

A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.

პროფილაქტიკა

* ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.
* ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.
* მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.
* მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.

ანტივირუსული საშუალებები

* მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). ნეირამინიდაზა ვირუსის გარსზე მდებარე პეპტიდია რომლის ცვალებადობაც იწვევს ვირუსისათვის სხვადასხვა სახელის მინიჭებას. მაგ H1N1,N2,N3. H - არის ჰემააგლუტინინი.
* ასევე შესაძლებელია ზოგადი ვირუსის დნმ–მაბლოკირებელი პრეპარატების მიღება (მაგ. არბიდოლი, რემანტადინი).

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი ინფექციონისტის მეთვალყურეობა და დროული კონსულტაცია.

* ღორის გრიპის ვირუსი ვერ უძლებს მაღალ ტემპრერატურას 75-100 °C (167-212 °F) და კდვება.
* ვირუსი მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებებისადმი, ესენია: წყალბადის ზეჟანგი, დეტერგენტები (საპონი), იოდზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი და ქლორი.
* დაინფიცირებული ადამიანის ნახმარი ჭურჭელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში.

სადეზინფექციო საშუალებები

* 70% ეთილის სპირტი
* 5% ლიზოლი

მკურნალობა

* ანტივირუსული თერაპია: ღორის გრიპის ვირუსი A (H1N1) მგრძნობიარეა ნეირამინიდაზა ინჰიბიტორებისადმი (ზანამივირი, ოსელტამივირი). ანტივირუსული თერაპია რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში: ორსულები, ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულები, დადასტურებული H1N1 ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტში მყოფები და სხვა
* ჟანგბადი
* სიმპტომური თერაპია:ანტიპირეტიული (აცეტამინოფენი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებისათვის არა არის რეკომენდირებული ასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენება, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო .


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
kent5   H1N1   Dec 3 2009, 12:15 PM
llaasshhaa   მე გუშინ 38 ნახევარი...   Dec 3 2009, 12:40 PM
protestanti   kent5 მართალი ხარ, აბს...   Dec 3 2009, 01:06 PM
nazi   kent5 მართალი ხარ, აბს...   Dec 3 2009, 03:37 PM
kato_Bato   kent5 :*   Dec 3 2009, 02:33 PM
kato_Bato   kent5 :*   Dec 3 2009, 02:33 PM
Giorgi-   მე როგორც მეტნაკლე...   Dec 3 2009, 03:56 PM
protestanti   მე როგორც მეტნაკლ...   Dec 3 2009, 05:00 PM
Giorgi-   ამიტომ ვეთანხმები ...   Dec 3 2009, 05:57 PM
patrioti1   ტამიფლუ არა მაგრამ...   Dec 3 2009, 06:03 PM
::სალომე::   გრიპი მაქვს მაგრა...   Dec 3 2009, 06:27 PM
kent5   მე, არავითარ შემთხ...   Dec 3 2009, 06:27 PM
ნაინა   აქ ჰქონდათ ჩემს მე...   Dec 4 2009, 12:10 AM
llaasshhaa   აქ ჰქონდათ ჩემს მე...   Dec 4 2009, 12:36 AM
kent5   :o :lol: :lol: :lol: აბსოლუტუ...   Dec 4 2009, 09:55 AM
Atman   ეს ყველაფერი არის ...   Dec 4 2009, 09:16 AM
kent5   :დიახ: ეს ყველაფერი...   Dec 4 2009, 02:34 PM
kato_Bato   Atman ეს კაცი ექიმიც ყ...   Dec 4 2009, 10:18 AM
Atman   kato_Bato ჰეჰ! თანაც რა...   Dec 4 2009, 10:35 AM
Amuza   პოლ ბრეგის შიმშილო...   Dec 4 2009, 08:45 PM
Atman   Amuza ნუ ეგ ნამეტნავი...   Dec 4 2009, 08:49 PM
Amuza   მარტივად 15 წუთით მა...   Dec 4 2009, 09:09 PM
zviadauri   ტიტუუ დეიწყო ღორის...   Dec 4 2009, 09:51 PM
Amuza   ყინვა გვინდა დროზე...   Dec 4 2009, 10:23 PM
ნაინა   Amuza კიდე ჩაი მინდა მ...   Dec 4 2009, 10:44 PM
subterranean   ახლა ვისაც რამე გრ...   Dec 13 2009, 04:37 PM
Otherguy   :mail1: H1N1 ე.წ. ღორის გრი...   Dec 13 2009, 05:49 PM
Amuza   ღორის გრიპი თავიდ...   Dec 14 2009, 05:33 PM
Otherguy   * ღორის გრიპის ვი...   Dec 14 2009, 08:52 PM
zviadauri   ეხლახანს ვმსჯელობ...   Dec 14 2009, 06:05 PM
ქევანა   subterranean გეთანხმები :D Ot...   Dec 14 2009, 06:14 PM
ლურჯი ბუ   ეხლახანს ვმსჯელობ...   Dec 15 2009, 02:41 PM
მაკუნა   და ეს ღორის გრიპი ც...   Dec 19 2009, 07:12 PM
რეზი   ეს რომ გამოაცხადეს...   May 28 2010, 07:00 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 12:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი