წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
afxazi |
Dec 5 2009, 12:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან სხვადასხვა თემაშია გაბნეული მრავალი ინიციატივა, ჭირს მათი განხილვა. ამიტომ ამ ახალ, მაგრამ ძველი სატაურის მქონე, თემაში დავწეროთ ჩვენი იდეები. თავდებად მე დავდგები, რომ აქ დაწერილი ნებისმიერი იდეა განიხილება სენატის მიერ.
მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ და ამჟამად მიმდინარეობს ფორუმის რეორგანიზაციაზე მსჯელობა (განყოფილებების მოწესრიგებული განლაგება და ასე შემდეგ), რაშიც თქვენი დახმარებაც გვჭირდება (ერთ-ერთი წევრი ამაში მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარა თავისი შეხედულების მოწოდებით). ამიტომ არ დაიშუროთ იდეები -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნანინა |
Dec 15 2009, 02:08 AM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
იქნებ მიპინოთ ეს თემა? მანამდე კი პატივცემულო ადმინისტრაციავ ფორუმის წესების მეორე თავში არის მეოთხე მუხლი, სადაც წერია წევრის უფლება-მოვალეობები
1. ფორუმის წევრს უფლება აქვს: ა) წერილობით გამოთქვას თავისი აზრი; ბ) ეთიკის ფარგლებში დაიცვას თავისი მოსაზრება; გ) მოითხოვოს ფორუმის მმართველობისაგან თავისი უფლებების დაცვა; დ) ამ წესების შესაბამისად აირჩიოს და არჩეულ იქნეს ფორუმის მმართველ ორგანოებში; ე) იყოს ფორუმზე მომხდარი ცვლილებების საქმის კურსში იმ ნაწილში, რომელიც წევრის უფლება-მოვალეობების ფარგლებშია; ვ) ისარგებლოს ამ წესებით მინიჭებული უფლებებით. 2. ფორუმის წევრი მოვალეა: ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას. ბ) იკრძალება მათ შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას. გ) პატივი-სცეს საერო ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი პოლიტიკური განცხადებებისა თუ მოწოდებებისაგან, რამაც შეიძლება კონფლიქტი წარმოშვას ფორუმელთა შორის; დ) იყოს კორექტული, ზრდილობიანი, შემწყნარებლურად მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, პატივისმცემელი დამოკიდებულება იქონიოს განსხვავებული სარწმუნოების შესახებ მოსაზრების გამოქვეყნებისას და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთან საუბრისას. ე) წეროს გასაგებად, მკაფიოდ და მისი ნაწერი არ შეიცავდეს რაიმე ხასიათის "ქადაგებას" ან მოწოდებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. ვ) არ დაუშვას თემაში ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ თემის შინაარს, აგრეთვე დაუშვებელია თემისგარეთა მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა. ზ) დისკუსიისას თავი აარიდოს ფორუმის მომხმარებლებს შორის არაეთიკურ მიმართვებს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, განკითხვას, ცინიზმსა და ირონიას. თ) არ დაუშვას აღშფოთების, მრისხანებისა და ჩხუბის შემცველი ან მაპროვოცირებელი პოსტების წერა. ი) სიყვარულით და შემწყნარებლურად, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მოეკიდოს სხვა ფორუმელებს. კ) იზრუნოს ფორუმზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის. ლ) მოითმინოს ნებისმიერი მაპროვოცირებელი გამოწვევა თუ ის პირადად მისი მისამართითაა და არ ეხება ფორუმს, საჯაროდ არ გაარკვიოს თავისი პრობლემა, არამედ პირადი მიმოწერის საშუალებით. მ) კონფლიქტური სიტუაციის განვითარებისას დაუყოვნებლივ აცნობოს მოდერატორს და ხელი შეუშალოს კონფლიქტის გამწვავებას; ნ) ყველაფერს თავი აარიდოს, რაც ფორუმის ღირსებისა თუ მოვალეობის საქმეში ხელშემშლელი იქნება ეს ის ქვეპუნქტებია, რომლებიც ფორუმის წესებიდან ყველაზე ხშირად ირღვევა ხოლმე იქნებ როგორმე მოხერხდეს ტექნიკურად, რომ წევრის მოვალეობები ყოველ თემაში თუ განყოფილებაში შესვლისას ფორუმელებს "თვალში ეცემოდეს"? ან გამოიყოს ცალკე? ეს მოდერატორისთვისაც კარგი იქნება, რომ დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს და ჩვენთვისაც, რომ ეს წესები თვალწინ გვექნება თორე წესები გინდ ყოფილა და გინდ არა, მაინც არავინ იცავს და არც არავინ ისჯება დარღვევისთვის განსაკუთრებული შემთხვევების გარდა პატივისცემით, ნანინა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი