![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ახალი თემა, რომელიც იმ ლიტერატურას რაც საეკლესიო მაღაზიების დახლებზე განლაგებულ და მართლმადიდებლობის სახელით შემოთავაზებულ იმ წიგნებს ეხება, სადაც რბილად რომ ვთქვათ მართლმადიდებლობა შორიდანაც კი არ ჩანს და რომელზეც უნდა ეწეროს დიდი შრიფტით:
ფრთხილად, მართლმადიდებლობის გმობაა აქ დავიწყებ ერთი ასეთი წიგნის (წიგნთა ერტობლიობის) შესახებ, რომელიც როგორც რუსულ (ორიგინალურ), ისე ქართულ (თარგმნილ) ვარიანტებშიც გვხვდება უკვე. ეს არის ცხოვრება ნეტარი (თუმცა კანონიზაცია არ არსებობს მაგრამ ხალხში სტიქიური მართლმადიდებლობის მუხტი მაინც ძლიერია) მაკარიასი. ეს არის გამოცემა: Архипов В. “Нерушимая Стена”. Опыт исследования сакрального пространства России // Жизнь Вечная. 1997, № 34-35 და Дурасов Г. П. Богом данная. - СПб., 1995, сс. 51-52. მოკლედ რას ვკითხულობთ იქ (პირველში): მაკარია ყვება: ჯერ სრული აბსურდი, რასაც მართლმადიდებლობად წარმოგვიდგენენ: “Ночью пришла Божия Матерь и спросила меня, как я сходила к роднику и не устала ли. Я ответила: «Нет. Я шла, но передо мной все мелькало так быстро, будто я ехала на машине». Преблагословенная сказала: «А это Я тебя на Своем велосипеде везла» როგორ გამოიყურება ღვთისმშობელი საკუთარი ველოსიპედით? ![]() “Еще в мае 1985 г. схимонахиня Макария сказала, что Царица Небесная взяла благодать с нашей земли. Было ли это связано с начавшейся тогда перестройкой ესეც იმავე წიგნშია....ღვთისმშობელმა მარიამმა მადლი წაიღო გორბაჩოვის გარდაქმის გამო ![]() ახლა წყლის კურთხევის საიდუმლოს რაც შეეხება, ნუ გონია ზოგს, რომ ეკლესიის მიერ ნაკურთხი წყალია მთავარი...არა, არამედ ის წყალი, რომელსაც აკურთხებს მაკარია, და თანაც ისეთი ლოცვებით, რომელიც არავინ არ იცის(მეორეში): Чтобы знать, как освящать, надо на Небе, на Престоле, книгу “Небесный Устав” прочесть. Мне же не велено никому говорить. Да еще благословение надо получить. Меня благословили Спаситель, Матерь Божия, Иоанн Креститель и архангел Михаил... Всех молитв никто не знает, есть молитвы тайные, которые только знают Матерь Божия и святые” - ეს ეზოთერიზმი უფროა ვიდრე მართლმადიდებლობა. მაკარია ამ წიგნის მიხედვით აზზე არაა რა არის საიდუმლო ლოცვა, რომ ის არა უცნობი ლოცვაა, არამედ ლოცვა, რომლის მეშვეობითაც საიდუმლო აღესრულება. იგივე წიგნში ვკითხულობთ მაგიასაც მადლის მიდი მოდის კონტექსტში: Я спрашивал (ეს წიგნის ავტორი დურასოვია) Матушку, не может ли вся ее благодать перейти в воду, на что она отвечала: Вся благодать не уходит; сколько надо ее у меня остается, а сколько надо уходит в воду ჯერ ეს იყოს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვაგრძელებ თემას აბსურდების და მარაზმების "თეოლოგიიდან"
ამონაიდები ჟურნალ ქვაკუთხედიდან მაგრამ ანტიქრისტესა და ჭეშმარიტებისგან განდგომილ დასავლეთს წინააღმდეგობას გაუწევს საქართველო და რუსეთი, როგორც ერები, რომლებიც "მხეცის" ბეჭედს არ მიიღებენ. საქართველო და რუსეთი შეურყვნელად, მინარევების გარეშე შეინარჩუნებენ მართლმადიდებლობას. სამოქალაქო სივრცე კი გლობალიზმის ელემენტებისგან გაიწმინდება. მაგრამ მანამდე, ვიდრე ეს მოხდება საქართველოში/რუსეთში სამეფო/სამოდერჟავიე უნდა აღდგეს. ზოგიერთი ვერსიით, რუსეთი საკრალური სივრცეა და მის მისიაში ასევე საკრალური, მაგრამ პატარა საქართველოს დასავლური ექსპანსიისგან დაცვა შედის "...აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის სამხრეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისათვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთი საზღვარი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისთვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრების მფარველიც არის". ალბათ ბევრმა ვიცით საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ნაკლებად გაგვიანალიზებია ის, თუ ქართველი მეფეების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელთაც მუხლები ჰქონდათ "გადატყავებული" ლუდოვიკოთა სასახლეებში წყალობის მოლოდინში, უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის და მიუხედავად რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?! ... მსოფლიოს ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი, როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ არა, უწინარესად სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში, ზნეობითა და მართლმადიდებლობით ძლიერი N8 ჟურნალი "ქვაკუთხედი", 2008 პ.ს. განზრახ არ ვუთითებ სტატიის ავტორებს...მერე მეტყვით პიროვნულზე გადადიხარო ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი