გაცხადებული წინასწარმეტყველება, არის თუ არა დილემა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გაცხადებული წინასწარმეტყველება, არის თუ არა დილემა? |
Otherguy |
Dec 15 2009, 01:23 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენი აზრი ზოგადად წინასწარმეტყველებაზე და რამდენად ვდგებით დილემაში წინასწარმეტყველების მოსმენის მომენტში... და ამასთან ერთად არის თუ არა გაცხადებული წინასწარმეტყველება თავისუფალი ნების დაჩაგვრა?
ავიღოთ მარტივი შემთხვევა, ვთქვათ გამომეცხადა ღმერთი, ან ადამიანი წინასწარმეტყველი და მითხრა: "ხვალ შენ მანქანა დაარტყავს და მოკვდები..." მე ვთქვათ და არ მინდა სიკვდილი და ხვალ საერთოდ არ გავედი სახლიდან(იმედია მანქანა კორპუსის IV სართულზე არ შემოფრინდება)... ჰოდა რა გამოდის? მე არც მანქანა დამეჯახა და არც მოვკვდი... ესეგი წინასწარმეტყველება იყო ყალბი? თუ ღმერთმა ძალით გამიყვანა გარეთ მაშინ რა გამოდის? თავისუფალ ნებას შეეხო იმისთვის რომ წინასწარმეტყველება ასრულებულიყო? ეხლა ვთქვათ ავიღოთ ბიბლიიდან ეპიზოდი, იესო ეუბნება პეტრეს: "მამლის ყივილამდე სამჯერ უარყმყოფ მე!" პეტრემ იცის უკვე ეს, ეხლა მის მოტივაციებს გადავხედოთ: 1. თუ პეტრე გააზრებულად შეეცდება რომ არ უარყოს იესო - გამოდის იგი ცდილობს შეეწინააღმდეგოს იესოს წინასწარმეტყველებას, ჰოდა თუ მას ეს გამოუვიდა - იესო წინასწარმეტყველი აღარ ყოფილა... 2. თუ პეტრე მაინც შეეცდება და ვერ მოახერხებს(ძალით ათქმევინებს იესო) - თავისუფალი ნება წაურთმევია... 3. არის მესამე შემთხვევა, პეტრე დაიკიდებს და იტყვის- რაც მოსახდენია მოხდესო(ვაიდა გამომივიდეს და არ გავცე და იესო უხერხულობაში როგორ ჩავაგდოო? ), მაგრამ ამ შემთხვევას არ ვინხილავთ... რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? პატივისცემით, ლაშა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ქევანა |
Dec 15 2009, 03:14 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რა სასაცილო ტიპი ხარ, ლაშაბ რა აქტიურად ცდილობ ჭეშმარიტება დაგვანახო
ადამიანის ნების თავისუფლებაზე და უფლის ნებაზე მგონი სადღაც იყო კამათი, თუ ვცდები? მოძებნე აბა... ამ საკითხს მე სხვა კუთხიდან ვუყურებ. ეს "მოტივაციები" არ მესმის, ალბათ გინდოდა გეთქვა: რა შეიძლებოდა მომხდარიყო; გარდა ამისა, ჩვენ იცით როგორ დასრულდა პეტრე მოციქულის ამბავი. ეს არ არის მნიშვნელოვანი შენი მსჯელობისთვის? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Otherguy |
Dec 15 2009, 05:08 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
რა სასაცილო ტიპი ხარ, ლაშაბ რა აქტიურად ცდილობ ჭეშმარიტება დაგვანახო ადამიანის ნების თავისუფლებაზე და უფლის ნებაზე მგონი სადღაც იყო კამათი, თუ ვცდები? მოძებნე აბა... ამ საკითხს მე სხვა კუთხიდან ვუყურებ. ეს "მოტივაციები" არ მესმის, ალბათ გინდოდა გეთქვა: რა შეიძლებოდა მომხდარიყო; გარდა ამისა, ჩვენ იცით როგორ დასრულდა პეტრე მოციქულის ამბავი. ეს არ არის მნიშვნელოვანი შენი მსჯელობისთვის? ჭეშმარიტებას ვერ დაგანახებთ რადგან იგი მიუწვდომელია ადამიანისთვის, აქედან გამომდინარე ჭეშმარიტება სუბიქტურია... მაგრამ მე ვცდილობ საინტერესო თემაზე სააზროვნოდ აგიყოლიოთ... ადამიანს აქვს ნების თავისუფლება და ეს თავსებადია წინასწარმეტყველებასთან, მაგრამ საუბარი მქონდა გაცხადებულ წინასწარმეტყველებაზე, რომლის შეცვლას ადამიანი შეეცდება და თუ მოახერხებს - ესეგი წინასწამეტყველება ყოფილა ყალბი, თუ ვერ მოახერხებს - მაშინ თავისუფალი ნება აღარ ჰქონია... თუ დაუკვირდებით, ბიბლიაში წინასწარმეტყველებები შეფარვითაა დაწერილი, თუნდაც ის ეპიზოდი: "ეგვიტპიდან ვუხმე ჩემს ძეს"- რომელიც ძველ აღთქმაში გრძელდება: "რაც უფრო მეტად ვუხმობდი, მით მეტად გარბოდა ჩემგან რათა თაყვანი ეცა კერპებისთვის..." - ეხლა ვინმე იფიქრებდა რომ აქ მესიაზე იყო საუბარი და არა ეგვიპტელებზე? (ოსიას 11 თავის დასაწყისი...) -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი