წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
afxazi |
Dec 5 2009, 12:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან სხვადასხვა თემაშია გაბნეული მრავალი ინიციატივა, ჭირს მათი განხილვა. ამიტომ ამ ახალ, მაგრამ ძველი სატაურის მქონე, თემაში დავწეროთ ჩვენი იდეები. თავდებად მე დავდგები, რომ აქ დაწერილი ნებისმიერი იდეა განიხილება სენატის მიერ.
მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ და ამჟამად მიმდინარეობს ფორუმის რეორგანიზაციაზე მსჯელობა (განყოფილებების მოწესრიგებული განლაგება და ასე შემდეგ), რაშიც თქვენი დახმარებაც გვჭირდება (ერთ-ერთი წევრი ამაში მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარა თავისი შეხედულების მოწოდებით). ამიტომ არ დაიშუროთ იდეები -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
damiane80 |
Dec 15 2009, 08:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა ქილიაზმის ერესი ეს რაღა ჯანდაბაა, გვითხარი მაინც უბრალო მოკვდავებს. აქ თუ არა ცალკე გაიტანე სადმე და იქ დაწერე, რომ მივხდეთ რას გულისხმობ მგონი, რომ ფორუმზე მოდერატორების საქმე არაა ვინმეს აღზრდა და გამოსწორება. მითუმეტეს როცა ეს ზრდასრულ ადამიანებს ეხება. არც სხვისი ზრდილობის სიტყვიერი შეფასებაა მოდერის საქმე. ალბათ როცა წესი დაირღვევა, იუზერის გაფრთხილებების ფურცელზე უნდა აისახოს ეს პროცენტულად. არ აქვს მნიშვნელობა, მოეწონება იუზერს თუ არ მოეწონება, გაითვალისწინებს ამას მომავალში თუ არ გაითვალისწინებს, არადა კიდევ მიემატოს გაფრთხილება. კანუდოსელის,(მხოლოდ მაგალითისთვის გასახელებ ) ან ნებისმიერი ჩამოყალიბებული პიროვნების აღზრდა და 'დანამუსება' მოდერატორის საქმე არაა. არცაა საჭირო, რაღა დროს . დააშავა? - ჩაეწეროს გაფრთხილება. დააშავებს მრავალჯერ ზედიზედ? - გადაეზრდება ავტომატურად ბანში. ამით მოდერატორი, პიროვნულად არავის ეხება, ის მართლაც მოდერატორად რჩება და წესების შესაბამისად მოქმედებს. ვერ შეეგუება იუზერი ასეთ მიდგომას? წავა. მაგრამ მგონია, რომ როგორც წესი ყველა ეგუება, უბრალოდ შეიძლება შეგუებასთან ერთად ბევრი აპროტესტოს. ეგ არაფერი, მთავარია წესი იყოს წესი და ყველასათვის საერთო. ყველაზე დიდი შეცდომა მოდერატორებისა, ალბათ ისაა, რომ პროცენტიან გაფრთხილებებს ერიდებიან და "შენგან ამას არ მოველოდი", "შენ ეს როგორ გეკადრება", "რა აზრი აქვს გაფრთხილებებს, ზრდილობა უნდა ვისწავლოთ" -ო და მსგავსი მიმართვებით გამოდიან, როცა მათგან ზრდილობის სწავლება, არავის არაფერში ჭირდება და არც უნდა იყოს მოდერის საქმე. ასეთ დარიგებებში, მოდერიც ტყილად ხარჯავს ენერგიას და იუზერის პროცენტიანი გაფრთხილების გარეშე გამოდის 'დანაშაულისაგან'. ასე რომ, მოდერატორებო, არ დაინანოთ პროცენტიანი გაფრთხილებები, ჩალის ფასი აქვს თქვენს ყველა სხვა მოწოდებებს, მეტყველების კულტურასა და ა.შ. დანარჩენთან დაკავშირებით . პ.ს. რამდენი ვწერე მოდი გავხსნათ გამოკითხვა, ვინ არის ტანახმა, რომ ფორუმზე წესები გამკაცრდეს და დამრღვევს ყოველგვარი შელამაზებისა და ლოიარობის გარეშე ეძლეოდეს გაფრთხილება (პროცენტული) და შემდეგ ბანი. ისეთი შთაბეჭდილება მრცება, რომ მოდერები, რაღაც ლეგიტიმაციის მსგავს ელოდებიან წესების განუხრელად დასაცავად, თორე რათ უნდა გამოკითხვა იმას, რომ წესები უნდა შესრულდეს და მორჩა. აი ახალი წელი მოდის და ათვლის წერტილისც შეიძლება ეს იყოს. რას იტყვით? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი