![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
სოფიო1977 |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 11-November 09 წევრი № 7,714 ![]() |
ხო ჩემმა მოძღვარმა 1 კანონის წაკითხვის უფლება მომცა დღეში და სულიერ დაზაიანებაში რას გულისხმობ ,გულწრფელად მაინტერესებს.(ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და მაინტერესებს)ხიბლს გულისხმობ?
|
terra |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ხო ჩემმა მოძღვარმა 1 კანონის წაკითხვის უფლება მომცა დღეში და სულიერ დაზაიანებაში რას გულისხმობ ,გულწრფელად მაინტერესებს.(ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და მაინტერესებს)ხიბლს გულისხმობ? ემპირიულად, სხვადასხვა სახის დაზიანებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. შეიძლება განვითარდეს ხიბლი (სიტყვა ’’განვითარდეს’’ პირობითად ვახსენე, რადგან ადამიანისთვის ისედაც დამახასიათებელია ხიბლისმიერი მდგომარეობა) შეიძლება გაჩნდეს ფსიქიური დარღვევები, ნევროზები, შიშები, პარანოია და ა.შ. შეიძლება ლოცვას თავი ვანებოთ და უმძიმეს ცოდვებში გადავეშვათ. ასევე, გამიგია შემთხვევა, როცა ადამიანი (არა მონაზონი) დიდი დატვირთვით ეწეოდა ისიქაზმს, ანუ იესოს ლოცვის ღვაწლს და იმდენად გააღიზიანა ამით ბნელი ძალები, რომ დემონი ხილულად გამოეცხადა. შედეგი - ფსიქიური აშლილობა. და ეს დაზიანებები ხდება ჩვენი ძალების შეუსაბამო სიმძიმის ლოცვით, უფრო კონკრეტულად კი იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება დემონური ძალების უმძაფრესი შემოტევა, ჩვენ კი, უძლურნი, გამოუცდელნი და გამოუწრთობნი, ვერ ვახერხებთ მათ წინააღმდეგობას. მაპატიე, არ მინდა შეგაშინო. შენ არაფერი გემუქრება, თუ მოძღვრის კურთხევით და მოზომილად ილოცებ. და მოძღვარს, ჯობია მოუყვე შემდეგ, ეს ლოცვა გამძიმებს, გთრგუნავს, თუ სულიერ სიხარულს განიჭებს. წარმატებები. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
სოფიო1977 |
![]()
პოსტი
#4
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 11-November 09 წევრი № 7,714 ![]() |
ემპირიულად, სხვადასხვა სახის დაზიანებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. შეიძლება განვითარდეს ხიბლი (სიტყვა ’’განვითარდეს’’ პირობითად ვახსენე, რადგან ადამიანისთვის ისედაც დამახასიათებელია ხიბლისმიერი მდგომარეობა) შეიძლება გაჩნდეს ფსიქიური დარღვევები, ნევროზები, შიშები, პარანოია და ა.შ. შეიძლება ლოცვას თავი ვანებოთ და უმძიმეს ცოდვებში გადავეშვათ. ასევე, გამიგია შემთხვევა, როცა ადამიანი (არა მონაზონი) დიდი დატვირთვით ეწეოდა ისიქაზმს, ანუ იესოს ლოცვის ღვაწლს და იმდენად გააღიზიანა ამით ბნელი ძალები, რომ დემონი ხილულად გამოეცხადა. შედეგი - ფსიქიური აშლილობა. და ეს დაზიანებები ხდება ჩვენი ძალების შეუსაბამო სიმძიმის ლოცვით, უფრო კონკრეტულად კი იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება დემონური ძალების უმძაფრესი შემოტევა, ჩვენ კი, უძლურნი, გამოუცდელნი და გამოუწრთობნი, ვერ ვახერხებთ მათ წინააღმდეგობას. მაპატიე, არ მინდა შეგაშინო. შენ არაფერი გემუქრება, თუ მოძღვრის კურთხევით და მოზომილად ილოცებ. და მოძღვარს, ჯობია მოუყვე შემდეგ, ეს ლოცვა გამძიმებს, გთრგუნავს, თუ სულიერ სიხარულს განიჭებს. წარმატებები. დილა საღამოს ლოცვებს ვკითხულობ და თითო კანონს დღეში,ეს ჩემი სურვილი იყო.მოძღვარმაც ნება დამრთო და არ ვიცი,ვითომ ბევრია?იესოს ლოცვას მეც ვამბობ ხოლმე გულში ,მაგრამ ეხლა ძალიან გადაჭარბებულადაც არა.სადღაც წამიკითხავს რომ ათასებს ამბობენ ,ეგრე არა ვარ.კარგია რომ მითხარი.დიდი მადლობა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი