გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 16 2009, 12:21 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 16 დეკემბერს, 15:30 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების არქივი "არქიდრომი" და ჯგუფი "ბულიონი" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში წარმოადგენს თანამედროვე ესტონური ხელოვნების გამოფენას. ნაჩვენები იქნება ოთხი ესტონელი ხელოვანის _ ჰანეს ასამეტსის, ჰენრი ჰუტის, მიჰიკელ ილუსის და მიჰიკელ მარიპუს _ ვიდეოარტი, პერფომანსი და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა ეწყობა ესტონეთის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით. 17 დეკემბერს კი, 16:00 საათზე, "არქიდრომის" ინიციატივით სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართბა დისკუსია ხელოვანებთან. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი