სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Sep 20 2009, 07:56 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მოგესალმებით აპოგელეტიკური კარცერიდან!
ესაა ტექსტური ვერსია: http://sss.vn.ua/bh_gita.htm, მაგრამ რადგანაც კითხვას (მითუმეტეს ეკრანიდან) მოსმენა ჯობია, შემოგთავაზებთ მის აუდიოვერსიას, თეატრალური შესრულებით და მუსიკალური გახმოვანებით (რუსულ ენაზე). ესაა უშუალოდ ტექსტი კომენტარების გარეშე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი. თავიდან იწყება მარტივი რაღაცეებით და ბოლოსკენ რთულდება... ბევრი მართლმადიდებელი ალბათ არ მოუსმენს (აკრძალულია ბევრი მამაოს მიერ), მაგრამ ვინც მყარია საკუთარ რწმენაში და სიახლეების არ ეშინია შეუძლია მოისმინოს (თუმცა ანტიპათიური განწყობით მოსმენას ჯობია საერთოდ არ მოუსმინოთ). კურნავს ნებისმიერი სახის დეპრესიას და აპათიას! ასევე კურნავს მყარად ფესვებგადგმული ფანატიზმისგან! უკუჩვენება: იწვევს მიჩვევას, ასევე ფანატიზმსაც (ოღონდ უფრო რაციონალურს მიღების წესი: უმჯობესია მოისმინოთ დილით ადრე ან ძილის წინ... სულ 690 მეგაბაიტია და რამდენიმე ნაწილად ავტვირთავ, შეგიძლიათ ასევე ნაწილ-ნაწილ გადმოწეროთ და თან მოუსმინოთ. ხარისხი უმაღლესია. ტექსტი მარტივად და გასაგებადაა გადმოცემული. ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 საათი. ![]() ![]() http://bin.ge/file/96146/1.zip.html http://bin.ge/file/96151/2.zip.html http://bin.ge/file/96162/3.zip.html http://bin.ge/file/96171/4.zip.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Dec 16 2009, 08:36 PM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
`არსებობა ვერასდროს იქნება არარსებობა და ვერც არარსებული იარსებებს
ოდესმე. . . . ამიტომ იცოდე, რომ იმას, რაც მთელ სამყაროს ავსებს, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი უცვლელია. არ არსებობს არაფერი, რასაც ძალუძს შეცვალოს შეუცვლელი და თუმცა სხეული იბადება და კვდება, მას, ვინც მასში ცხოვრობს, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული.~ თუკი ეს იცი, წამოდექი და იბრძოლე! არც ერთი ნაბიჯი უკან! აი, რა არის დედააზრი. . . . რაც არ უნდა შეგემთხვეს, იბრძოლე. ქვეყანაც რომ დაიქცეს, მთელი მსოფლიოც რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს, მაინც იბრძოლე! სიკვდილი მხოლოდ სამოსის გამოცვლას ნიშნავს. რას კარგავ? ამიტომ იბრძოლე! ლაჩრობით ვის რა მოუგია. . . სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ (ნაწყვეტი) რატომ უნდა ვიყვირო, თუ მიბწკენენ? . . . ნახეთ, როგორი მონობაა. არ შეგრცხვათ? ჩვენ ხომ რელიგიური ადამიანები ვართ! ფილოსოფოსები! ბრძენები! ღმერთმა დაგვლოცოს!.. რანი ვართ სინამდვილეში? ჭკუას გადამცდარი მოსიარულე ჯოჯოხეთები – აი რა ვართ. არ ძალგვიძს ხორცზე ფიქრს მოვეშვათ. მიწას ვართ მიჯაჭვული. . . . ჩვენი აზრები ჩვენი საფლავებია. სხეულს რომ ვტოვებთ, ეს აზრები უზარმაზარი ძალით გვიჭერს. ვის შეუძლია იშრომოს სრულიად მიუჯაჭველად? აი ნამდვილი კითხვა. ასეთი კაცი წარმატებაშიც და მარცხშიც ერთნაირია და მთელი მისი ცხოვრების საქმეც რომ ერთ წამში გაცამტვერდეს, გული ერთხელაც არ შეუტოკდება. `ასეთია ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს და შედეგზე არ ზრუნავს. ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის ტკივილს და თავისუფლდება.~ შემდეგ ის ხედავს, რომ მიჯაჭვულობა მხოლოდ მოლანდებაა, რომ სული ვერასოდეს იქნება მიჯაჭვული და წერილებსა6 და მოძღვრებებს მიღმა გადის. რას უნდა ელოდეს წიგნებსა და ფოლიანტებში ჩაფლული, თავგზააბნეული გონება? ერთი წიგნი ერთს ამბობს, მეორე კი სულ სხვას... რომელ წიგნს აირჩევ? დარჩი მარტო! დაინახე საკუთარი სულის მშვენიერება და ის, რომ უნდა იშრომო. ასე შეიძენ მტკიცე ნებისყოფას. არჯუნას აინტერესებს, `ვინ არის მტკიცე ნების მქონე ადამიანი.~ კრიშნა მიუგებს: `ის, ვინც მიატოვა ყოველგვარი სურვილი, ვისაც არ სურს არაფერი, არც თვით ეს ცხოვრება, არც თავისუფლება, არც ღმერთები, არც შრომა ან რაიმე სხვა. ის, ვინც სრულიად კმაყოფილია და სურვილები აღარ აწუხებს.~ ასეთმა კაცმა ნახა სულის მშვენიერება და მიხვდა, რომ მთელი სამყარო _ ღმერთებიც და სამოთხეც . . . თვით მასშია. ამის შემდეგ ღმერთები ქრებიან. ქრება სიკვდილიც და სიცოცხლეც. ყველაფერი იცვლება. `გასხივოსნებულს მას უწოდებენ, ვისი ნებაც მტკიცეა, ვის გონებასაც ვერ ამღვრევს ტანჯვა, ვისაც არ სურს ბედნიერება და ვინც თავისუფალია ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, შიშისგან და რისხვისაგან... როგორც კუ შეიკეცავს ხოლმე ფეხებს და რაც არ უნდა დააძალოთ, არ გამოყოფს, ისე მალავს ბრძენიც გრძნობის ორგანოებს და ვერაფერი აი- ძულებს, გამოაჩინოს. ვერაფერი შეარყევს მას, ვერც ცდუნება და ვერც რაიმე სხვა. მთელი სამყაროც რომ თავზე დაემხოს, გონება ოდნავადაც არ აემღვრევა. ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან, მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც თავს იგვემს. . . . მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ, არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება მტკიცე. არჯუნა კითხულობს: `ეს წუთია მოქმედება მირჩიე, თან კი ბრაჰმას, უზენაესი ფორმის ცოდნას ქადაგებ. კრიშნა, თუკი ფიქრობ, რომ ცოდნა ჯობს მოქმედებას, რად მირჩევ, ვიმოქმედო?~ შრი კრიშნა მიუგებს: `ძველი დროიდან ჩვენამდე ამ ორმა სისტემამ მოაღწია. სანქჰიას ფილოსოფოსები ცოდნის თეორიას სწევენ წინ, იოგები კი _ შრომისას. მაგრამ საქმის მიტოვებით ვერავინ მოიპოვებს სიმშვიდეს. ამქვეყნად წამითაც კი ვერავინ შეწყვეტს მოქმედებას, ბუნების თვისებები (გუნები) მაინც აიძულებს, იმოქმედოს. ის, ვინც საქმეებს თავს ანებებს, მაგრამ მაინც მათზე ფიქრობს, ვერაფერს მიაღწევს, გარდა პირმოთნეობისა. ასეთ კაცს ბევრად ჯობს ის, ვინც გრძნობის ორგანოებს გონების ძალით თანდათანობით იმორჩილებს და შრომაში აბამს. ამიტომ იშრომე.~ . . . `რომც ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რომ ქვეყნად არავითარი მოვალეობა არ გაქვს და რომ თავისუფალი ხარ, მაინც უნდა იმოქმედო სხვების საკეთილდღეოდ. რადგან რასაც დიდებული ჩადის, ჩვეულებრივი ხალხიც იმას იმეორებს. თუკი დიდი ადამიანი, სულის სიმშვიდე და თავისუფლება რომ მოუპოვებია, შრომას თავს დაანებებს, მისი წაბაძვით ცოდნისა და თავისუფლების უქონელი ადამიანებიც იგივეს იზამენ და ქვეყნად ქაოსი გამეფდება.~ `ნახე, არჯუნა, არაფერია ქვეყნად ისეთი, მე რომ არ მქონდეს, ან ისეთი, შეძენა რომ მსურდეს და მაინც ვშრომობ. ერთი წამითაც რომ შემეწყვიტა მუშაობა, მთელი სამყარო დაიღუპებოდა.~ `დაე მცოდნემაც აკეთოს ის, რასაც უმეცარი ნაყოფის, სარგებლის სურვილით აკეთებს, ოღონდ აკეთოს მიუჯაჭველმა, სარგებლის სურვილისგან თავისუფალმა.~ მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი. სულია ყველაფრის _ ყოველი ჩვენი ფიქრისა და ფიზიკური მოქმედების მიზეზი; და თუმცა თვითონ სიკეთისა თუ ბოროტების, სიამოვნებისა თუ ტკივილის, სიცხისა თუ სიცივის _ ბუნების ყველგვარი ორმაგობის მიღმაა, ყველაფერს ის ჰფენს ნათელს. `ამიტომ, არჯუნა, ყოველი ქმედება ბუნებისმიერია; ბუნება . . . ჩვენს სხეულსა და გონებაში თავისი კანონების მიხედვით მოქმედებს. ჩვენ კი თავს ბუნებასთან ვაიგივებთ და ვამბობთ: `მე ვაკეთებ ამას.~ ასე გვხლართავს ილუზია თავის ბადეში.~ ყოველთვის რაღაც გვაიძულებს, ვიმოქმედოთ. შიმშილი რომ მიპყრობს, ჭამას ვიწყებ. ტანჯვა კიდევ უფრო უარესია – ნამდვილი მონობაა. ნამდვილი `მე~ მარად თავისუფალია. რას შეუძლია ის აიძულოს, იმოქმედოს? ის, რაც იტანჯება, ბუნესმიერია. მხოლოდ მაშინ ვამბობთ, `მე ვიტანჯები, მე მისტერ ესა და ეს ვარ~ და მსგავს სისულელეებს, როცა თავს ბუნებასთან ვაიგივებთ. მაგრამ ის, ვინც იცის ჭეშმარიტება, ყოველთვის განზე დგას და არ ადარდებს, რას აკეთებს მისი სხეული. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილი ილუზიის ტყვეობაში იმყოფება და როცა რაიმე სიკეთეს ჩადის, ჰგონია, თვითონ გააკეთა რაღაც. ადამიანებს ჯერ არ ძალუძთ უფრო მაღალ ფილოსოფიას ჩაწვდნენ. ნუ შურყევთ მათ რწმენას! ისინი ბოროტებას გაურბიან და სიკეთეს აკეთებენ! დიდებული აზრია! არსებობს ზოგადი იდეები, რომელიც შეიძლება კაცობრიობას უქადაგოთ, ნამდვილ მასწავლებელს კი თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს. შეიძლება თქვენ თვითონ არ იცნობდეთ საკუთარ ბუნებას. ისიც შესაძლებელია, რომ თქვენი ბუნება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. შეიძლება ის თქვენ ჯერ არ გქონდეთ გაცნობიერებული. მასწავლებელი ის ადამიანია, ვინც ვალდებულია, იცოდეს. . . . ერთი გამოხედვით უნდა მიხვდეს, ვინ ხართ და თქვენს გზაზე უნდა დაგაყენოთ. ჩვენ ხელის ცეცებით დავდივართ, ხან რას მოვსინჯავთ, ხან რას. ათას რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წინსვლა არა და არ ჩანს, სანამ დრო არ დადგება და ჩვენთვის ბუნებრივ ნაკადში არ მოვხვდებით და მას არ გავყვებით. ნიშანი იმისა, რომ ჩვენს დინებაში მოვხვდით, ის არის, რომ იქ აღმოვჩნდებით თუ არა, ტივტივს ვიწყებთ. ძიება მთავრდება. ჯერ საკუთარი ბილიკი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი აღარ დავთმოთ იგი და სხვა ბილიკზე გადასვლას საკუთარ გზაზე სიკვდილი ვარჩიოთ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman ბჰაგავატ გიტა Sep 20 2009, 07:56 AM
syd მაგდენი რუსული არ ... Sep 21 2009, 08:24 PM
Atman syd
ქართულად წიგნებ... Sep 21 2009, 08:34 PM
syd Atman
კონკრეტულად სა... Sep 21 2009, 08:35 PM
Atman syd
აბა რა ვიცი, ხან ... Sep 22 2009, 04:38 AM
ლურჯი ბუ ხოო... სხვათა შორის ... Sep 22 2009, 12:06 PM
Atman ლურჯი ბუ
რუსულად გ... Sep 22 2009, 12:12 PM
ლურჯი ბუ გასაგებია Atman... მაგრ... Sep 22 2009, 12:19 PM
Atman ლურჯი ბუ
კარგი რამ... Sep 22 2009, 12:21 PM
ლურჯი ბუ ვინც ეძებს, ის პოულ... Sep 22 2009, 12:27 PM
ნონა
ვინც ეძებს, ის პოულ... Sep 22 2009, 12:39 PM
ლურჯი ბუ
ვინც ეძებს ის ყოვე... Sep 22 2009, 12:44 PM
Atman ლურჯი ბუ
ჭეშმარიტ... Sep 22 2009, 12:46 PM
Genesis
ლურჯი ბუ
ჭეშმარიტ... Sep 22 2009, 06:37 PM
ლურჯი ბუ
[b]ლურჯი ბუ
ჭეშმარი... Sep 22 2009, 01:04 PM
Atman ლურჯი ბუ
მართალი ხ... Sep 22 2009, 01:17 PM
lingvo ამ ცრუ სწავლების მ... Sep 22 2009, 01:28 PM
Atman lingvo
ვუსმენ მაგასაც, ... Sep 22 2009, 01:30 PM
lingvo
lingvo
ვუსმენ მაგასაც,... Sep 22 2009, 01:31 PM
likka ბავშობაში ძალიან მ... Sep 22 2009, 01:31 PM
lingvo likka
ეხლა რას ფიქრობ ... Sep 22 2009, 01:34 PM
likka
[b]likka
ეხლა რას ფიქრო... Sep 22 2009, 01:40 PM
ლურჯი ბუ lingvo გეთანხმები, რამ... Sep 22 2009, 01:39 PM
ლურჯი ბუ
ხოოოოო, ეგეც მაგრა... Sep 22 2009, 01:42 PM
lingvo ლურჯი ბუ
კი ეგრეა. ძ... Sep 22 2009, 01:43 PM
ლურჯი ბუ
[b]ლურჯი ბუ
კი ეგრეა.... Sep 22 2009, 01:48 PM
Atman lingvo
ხო ხარ საკმარის... Sep 22 2009, 01:57 PM
lingvo
lingvo
ხო ხარ საკმარის... Sep 24 2009, 01:53 PM
ლურჯი ბუ Atman-ჩემო, კითხვა კარ... Sep 22 2009, 02:03 PM
Atman ლურჯი ბუ
ძებნით მე... Sep 22 2009, 02:51 PM
ლურჯი ბუ
თუ დარქმევაა ღმერ... Sep 22 2009, 03:22 PM
Atman ლურჯი ბუ
:მეგობრებ... Sep 22 2009, 03:25 PM
ლურჯი ბუ
[b]ლურჯი ბუ
:მეგობრ... Sep 22 2009, 03:58 PM
Atman ყველაზე ძალიან ბჰა... Sep 22 2009, 04:38 PM
syd Atman
კურთხევა გააქ ბ... Sep 22 2009, 06:53 PM
Atman Genesis
არმაზის თაყვან... Sep 22 2009, 07:49 PM
დათიკო Atman
აბა რა არის? ბოტა... Sep 24 2009, 11:52 AM
Atman დათიკო
იმედია არ ფ... Sep 24 2009, 12:18 PM
დათიკო Atman
ინდუიზმი პოლითე... Sep 24 2009, 12:21 PM
Atman დათიკო
შენ რასაც ... Sep 24 2009, 12:24 PM
Atman
მართალი ხარ. ერთად... Sep 24 2009, 02:00 PM
დათიკო Atman
არა, მეგობარო :)
შ... Sep 25 2009, 11:25 PM
Atman დათიკო
კარგად ვიც... Sep 26 2009, 07:39 AM
mr.satadarigo Atman
კარგი რა ინდუიზ... Sep 26 2009, 11:07 AM
Atman mr.satadarigo
პანტას ვეძებ... Sep 26 2009, 11:12 AM
mr.satadarigo Atman
სხვისი გემრიელი... Sep 26 2009, 11:20 AM
Atman mr.satadarigo
გემოვნებაზე ... Sep 26 2009, 11:28 AM
mr.satadarigo Atman
ნუ,ჩემ გულში ხომ ... Sep 26 2009, 08:47 PM
დათიკო Atman
შენ საკუთარი ღვ... Sep 27 2009, 07:24 PM
Atman დათიკო
მიუხედავად... Sep 27 2009, 07:34 PM
დათიკო Atman
წაკითხული გაქვს... Sep 27 2009, 09:11 PM
Atman დათიკო
ნაწილობრივ... Sep 28 2009, 04:42 AM
დათიკო Atman
რომელი თარგმანი... Sep 28 2009, 11:29 PM
Atman დათიკო
აბა მე რა ვი... Sep 29 2009, 04:57 AM
დათიკო Atman
კრიშნაიტების თა... Sep 29 2009, 08:27 PM
Atman
შეგიძლია მომაწოდ... Sep 29 2009, 08:49 PM
დათიკო Atman
სამწუხაროდ საბო... Sep 30 2009, 03:39 PM
Atman დათიკო
გასაგებია, ... Sep 30 2009, 03:42 PM
Atman "შრი აურობინდო და... Dec 16 2009, 05:03 PM
lingvo Atman
ძალიან კი გააქტი... Dec 16 2009, 08:42 PM
abo ბოდიშს ვიხდი. სერი... Dec 16 2009, 08:44 PM
Atman იმოქმედეთ! მაგრა... Dec 16 2009, 08:58 PM
lingvo
მოვა დრო და თავს აი... Dec 16 2009, 08:58 PM
Atman lingvo
რა წიგნები უკა... Dec 16 2009, 08:59 PM
lingvo
lingvo
რა წიგნები უკაც... Dec 16 2009, 09:01 PM
Atman lingvo
ეგ ლიტერატურაა ... Dec 16 2009, 09:10 PM
lingvo
lingvo
ეგ ლიტერატურაა ... Dec 16 2009, 09:15 PM
b-a-r-b-a-r-e ერთი წამით არ შეიძ... Dec 16 2009, 09:12 PM
Atman სამყარო თამაშია. თ... Dec 16 2009, 09:13 PM
abo Atman
რომ გაკომპლექსე... Dec 16 2009, 09:13 PM
Atman რა ძნელია ასეთ მიუ... Dec 16 2009, 09:14 PM
Atman abo
სიტყვა "მაკომპ... Dec 16 2009, 09:20 PM
lingvo Atman
კარგია საქმეზე გ... Dec 16 2009, 09:21 PM
b-a-r-b-a-r-e
Atman
კარგია საქმეზე ... Dec 16 2009, 09:25 PM
Atman ახლა ორიოდე სიტყვი... Dec 16 2009, 09:23 PM
Atman lingvo
მერე ვინ თქვა რ... Dec 16 2009, 09:28 PM
lingvo
lingvo
მერე ვინ თქვა რო... Dec 16 2009, 09:29 PM
Atman lingvo
მაგ კიტხვაზე ბ... Dec 16 2009, 09:35 PM
lingvo
შენ კი ის მითხარი ღ... Dec 16 2009, 09:41 PM
Atman lingvo
კარგად განმიმა... Dec 16 2009, 09:46 PM
lingvo
lingvo
კარგად განმიმა... Dec 16 2009, 09:50 PM
Atman lingvo
რასაც შენ ამბობ ... Dec 16 2009, 09:53 PM
lingvo
lingvo
რასაც შენ ამბობ ... Dec 16 2009, 09:59 PM
Atman lingvo
გეთანხმები.
ა... Dec 16 2009, 10:09 PM
lingvo Atman
არ გეკამათები, გ... Dec 16 2009, 10:22 PM
abo
ერთი ზედსართავი ს... Dec 16 2009, 10:24 PM
Atman lingvo
მართალი ხარ, მა... Dec 16 2009, 10:36 PM
lingvo
სწორ გზას ადგახარ ... Dec 16 2009, 10:44 PM
Atman lingvo
კი, ოღონდ საწყი... Dec 16 2009, 10:50 PM
abo Atman ისე მაგ წიგნები ... Dec 16 2009, 10:55 PM
Atman abo
სწავლა სიბერემდ... Dec 16 2009, 10:59 PM
abo
abo
სწავლა სიბერემდ... Dec 16 2009, 11:01 PM
lingvo Atman
ინკარნაციას და რ... Dec 16 2009, 11:05 PM
Atman abo
ინსტინქტებით ყვ... Dec 16 2009, 11:08 PM
lingvo Atman
მუდმივი სინანულ... Dec 16 2009, 11:08 PM
Atman lingvo
ისვრება ხელი, ფ... Dec 16 2009, 11:20 PM
lingvo Atman
აქ საუბარია სული... Dec 16 2009, 11:22 PM
Atman lingvo
მე არ მაქვს სული... Dec 16 2009, 11:27 PM
newbie მოგესალმებით http://www.pi... Dec 17 2009, 01:30 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 02:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი