![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მოგესალმებით აპოგელეტიკური კარცერიდან!
![]() ![]() ![]() ესაა ტექსტური ვერსია: http://sss.vn.ua/bh_gita.htm, მაგრამ რადგანაც კითხვას (მითუმეტეს ეკრანიდან) მოსმენა ჯობია, შემოგთავაზებთ მის აუდიოვერსიას, თეატრალური შესრულებით და მუსიკალური გახმოვანებით (რუსულ ენაზე). ესაა უშუალოდ ტექსტი კომენტარების გარეშე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი. თავიდან იწყება მარტივი რაღაცეებით და ბოლოსკენ რთულდება... ბევრი მართლმადიდებელი ალბათ არ მოუსმენს (აკრძალულია ბევრი მამაოს მიერ), მაგრამ ვინც მყარია საკუთარ რწმენაში და სიახლეების არ ეშინია შეუძლია მოისმინოს (თუმცა ანტიპათიური განწყობით მოსმენას ჯობია საერთოდ არ მოუსმინოთ). კურნავს ნებისმიერი სახის დეპრესიას და აპათიას! ასევე კურნავს მყარად ფესვებგადგმული ფანატიზმისგან! ![]() უკუჩვენება: იწვევს მიჩვევას, ასევე ფანატიზმსაც (ოღონდ უფრო რაციონალურს ![]() ![]() მიღების წესი: უმჯობესია მოისმინოთ დილით ადრე ან ძილის წინ... ![]() სულ 690 მეგაბაიტია და რამდენიმე ნაწილად ავტვირთავ, შეგიძლიათ ასევე ნაწილ-ნაწილ გადმოწეროთ და თან მოუსმინოთ. ხარისხი უმაღლესია. ტექსტი მარტივად და გასაგებადაა გადმოცემული. ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 საათი. ![]() ![]() http://bin.ge/file/96146/1.zip.html http://bin.ge/file/96151/2.zip.html http://bin.ge/file/96162/3.zip.html http://bin.ge/file/96171/4.zip.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სამყარო თამაშია. თქვენ მისი პარტნიორები ხართ. მაშ იმოქმედეთ! ნურაფერზე წუხთ და ნურაფერს ნანობთ. ცხოვერების ფსკერზეც და მის მწვერვალზეც მისი თამაში დაინახეთ. იშრომეთ, რათა წამოაყენოთ ადამიანები, მაგრამ დაცემულებად და სულმდაბლებად ნუ ჩათვლით მათ. კრიშნას ეს არ უთქვამს. თუ გიფიქრიათ, რატომ კეთდება ქვეყნად ასე ცოტა კეთილი საქმე? ქალბატონი მიდის ღატაკთან, . . . რამოდენიმე დუკატს აძლევს და ეუბნება: `საწყალო კაცო, აიღე ეს და იყავი ბედნიერი! . . . ანდა მშვენიერი ბანოვანი ქუჩაში სეირნობისას ღარიბ ბიჭუნას ხედავს და რამოდენიმე ცენტს აძლევს. ნახეთ, როგორი ღვთის გმობაა! ბედნიერები იმით უნდა ვიყოთ, რომ უფალმა ახალი აღთქმით თავისი სწავლება დაგვიტოვა. `ის, რაც გაუკეთეთ ერთ ჩემს უმცროს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ,~ გვეუბნება იესო. ღვთის გმობაა იმის ფიქრი, რომ შეიძლება ვიღაცას დავეხმაროთ. ჯერ ეს აზრი ამოიგდეთ თავიდან და ღმერთს მერე ეცით თაყვანი. ყველა ღვთის შვილი იესოს შვილია – ერთი მამის სხვადასხვა განსხეულება. თუ გსურთ ღმერთს ემსახუროთ, . . . ცოცხალ ღმერთს ემსახურეთ! ის თქვენთან უსინათლოს, დავრდომილის, ღარიბის, უძლურისა და ეშმაკეულის სახით მოდის. თაყვანისცემის რა დიდებული შესაძლებლობაა! მაგრამ გაივლებთ თუ არა ფიქრად, რომ `ეხმარებით,~ ყველაფერს გააფუჭებთ და დეგრადირდებით. ამ ცოდნით იშრომეთ. `ამით რას მივიღებ?~ იკითხავთ თქვენ. იმას, რომ გული აღარ გაგიტყდებათ და აღარ დაიტანჯებით. . . . თქვენს მიერ გაწეული შრომაც მონობა აღარ იქნება. ის თამაშად, სიხარულად გადაიქცევა. . . . იშრომეთ და ნუ მიეჯაჭვებით! ამაშია მთელი საიდუმლო. მიჯაჭვულობა საცოდავებს გაგხდით. . . . ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ ყველაფერ იმასთან, რასაც ვაკეთებთ. როცა ვინმე შეურაცხჰყოფას მაყენებს, ბრაზი მაწვება. რამოდენიმე წამი მე და სიბრაზე ერთი ვართ, რის შედეგადაც უბედური ვხდები. მხოლოდ უფალს მიეჯაჭვეთ, სხვას არაფერს, რადგან სხვა ყველაფერი არარეალურია. არარეალურთან მიჯაჭვულობა უბედურებას მოგიტანთ. მხოლოდ ერთი არსებობაა რეალური, მხოლოდ ერთი სიცოცხლე, რომელშიც არც ობიექტია და არც სუბიექტი. . . . მაგრამ მიუჯაჭველი სიყვარული არაფერს დაგიშავებთ. რაც გნებავთ, ის აკეთეთ – დაქორწინდით, შვილები გააჩინეთ... . . . რაც არ უნდა ქნათ, ვერაფერი გავნებთ. ნურაფერს იზამთ იმ ფიქრით, რომ რაიმე `თქვენია~. მოვალეობა მოვალეობისთვის, შრომა შრომისთვის. რა გენაღვლებათ? თქვენ ყველაფრისგან განზე დგახართ. როცა ამგვარ მიუჯაჭველობამდე მივალთ, სამყაროს უდიდეს საიდუმლოს ჩავწვდებით.დავინახავთ, რომ იგი ერთდროულად დაძაბული მოქმედება და ვიბრაციაცაა და უდიდესი სიმშვიდეც; ყოველწამიერი შრომაც და მოსვენებაც. ესაა სამყაროს საიდუმლო – ის ერდროულად უპიროვნოცაა და პიროვნულიც, უსასრულოც და სასრულიც. ასე ჩავწვდებით საიდუმლოს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი