![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მოგესალმებით აპოგელეტიკური კარცერიდან!
![]() ![]() ![]() ესაა ტექსტური ვერსია: http://sss.vn.ua/bh_gita.htm, მაგრამ რადგანაც კითხვას (მითუმეტეს ეკრანიდან) მოსმენა ჯობია, შემოგთავაზებთ მის აუდიოვერსიას, თეატრალური შესრულებით და მუსიკალური გახმოვანებით (რუსულ ენაზე). ესაა უშუალოდ ტექსტი კომენტარების გარეშე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი. თავიდან იწყება მარტივი რაღაცეებით და ბოლოსკენ რთულდება... ბევრი მართლმადიდებელი ალბათ არ მოუსმენს (აკრძალულია ბევრი მამაოს მიერ), მაგრამ ვინც მყარია საკუთარ რწმენაში და სიახლეების არ ეშინია შეუძლია მოისმინოს (თუმცა ანტიპათიური განწყობით მოსმენას ჯობია საერთოდ არ მოუსმინოთ). კურნავს ნებისმიერი სახის დეპრესიას და აპათიას! ასევე კურნავს მყარად ფესვებგადგმული ფანატიზმისგან! ![]() უკუჩვენება: იწვევს მიჩვევას, ასევე ფანატიზმსაც (ოღონდ უფრო რაციონალურს ![]() ![]() მიღების წესი: უმჯობესია მოისმინოთ დილით ადრე ან ძილის წინ... ![]() სულ 690 მეგაბაიტია და რამდენიმე ნაწილად ავტვირთავ, შეგიძლიათ ასევე ნაწილ-ნაწილ გადმოწეროთ და თან მოუსმინოთ. ხარისხი უმაღლესია. ტექსტი მარტივად და გასაგებადაა გადმოცემული. ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 საათი. ![]() ![]() http://bin.ge/file/96146/1.zip.html http://bin.ge/file/96151/2.zip.html http://bin.ge/file/96162/3.zip.html http://bin.ge/file/96171/4.zip.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ახლა ორიოდე სიტყვით კრიშნას ცხოვრებაზე უნდა მოგითხროთ. კრიშნასა
და ქრისტეს ცხოვრება ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. იმაზეც კი კამათობენ, თუ ვინ ვის დაესესხა. ორივეს გაჩენის დროისთვის ტირანი მეფობდა. ორივე ბაგაში დაიბადა. ორივეს გაჩენისას მშობლები გზაში იყვნენ. ორივე ანგელოზმა იხსნა. ორივე შემთხვევაში იმ წელს დაბადებული ყველა ბიჭი დახოცეს. ბავშვობა მათ ერთნაირი ჰქონდათ. . . . და კიდევ _ ორივეს სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა. კრიშნა უნებლიედ შემოაკვდათ. თავისი მკვლელი მან ცად აღამაღლა. ქრისტეც მოკლეს და მან დალოცა ავაზაკი და სამოთხეში შეუშვა იგი. ახალი აღთქმისა და გიტას მოძღვრებებიც ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. ადამიანის ფიქრი ერთნაირად მიიკვლევს გზას. . . . ამის პასუხს თვით კრიშნას სიტყვებში ვიპოვით: `როცა სიწმინდე მცირდება და უღმერთოება11 მძლავრობს, მე მოვდივარ ქვეყნად _ მართალთა შემწედ ვბრუნდები მიწაზე ისევ და ისევ. ამიტომ როცა კაცთა მოდგმის ასამაღლებლად მოღვაწე დიად სულს შეხვდები, იცოდე, რომ მე მოვედი და თაყვანი ეცი.~ . . . `როცა ეცემა ქვეყნად სიწმინდე, უკეთურობით ქვედამხობილი, მე ვევლინები ქვეყნიერებას, ჩემივე ნებით გამოხმობილი. [4.7.] ბოროტეულთა მლეწველად, მკვლელად, მართალთა შემწედ, და მათდა მხსნელად, ჟამიდან ჟამად მე ვიბადები სჯულიერების დამდგენად, მცველად. მაგრამ საკითხავია, თუკი ქრისტეს ან ბუდას სახით თვით ღმერთი გვეცხადება, მაშინ რატომაა ქვეყნად ამდენი განხეთქილება? სწავლებას შესრულება სჭირდება! ღვთის ერთგული ჰინდუ გეტყვით, რომ თვით ღმერთია ქრისტეც, კრიშნაც, ბუდაც და ყველა სხვა დიდი მასწავლებელიც. ჰინდუ ფილოსოფოსი აგიხსნით, რომ ესენი ყველანი დიადი სულები არიან. ისინი უკვე განთავისუფლდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარი თქვეს საკუთარ თავისუფლებაზე მანამდე, სანამ მთელი სამყარო იტანჯება. კვლავ და კვლავ ბრუნდებიან ისინი, ადამიანის სახეს იღებენ და კაცობრიობას ეშველებიან. მათ ბავშვობიდან იციან, ვინ არიან და რისთვის მოვიდნენ . . . და ჩვენსავით მიჯაჭვულობის გამო არ შობილან. . . . თავისივე თავისუფალი ნებით მოდიან და უნებურად უზარმაზარ სულიერ ძალას ასხივებენ. ამას წინ ვერაფერი დაუდგება. კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილი სულიერების მორევში ეშვება და ამ მოძრაობას მხოლოდ იმიტომ არ უჩანს ბოლო, რომ ერთ-ერთმა დიადმა სულმა მისცა ბიძგი. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდება, სანამ მთელი კაცობრიობა არ გათავისუფლდება და ამ პლანეტაზე დადგმული წარმოდგენაც არ დასრულდება. დიდება იმ დიად სულებს, რომელთა ცხოვრებასაც ჩვენ ვსწავლობთ! ისინი ამ სამყაროს ცოცხალი ღმერთები არიან და თაყვანიც მათ უნდა ვცეთ. ჩვენ მას მხოლოდ მაშინ ვცნობთ, როცა ადამიანის სახით გვეცხადება. სინამდვილეში კი ის ყველგანაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა ადამიანის ფორმით იზღუდება. . . -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი