გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 17 2009, 10:48 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
nat_uly
როგორც კი ვიგებ, მაშინვე ვდებ მართლა კარგი იქნებოდა ადრე ინფორმირება, რასაც და თუ მოვახერხებ, აუცილებლად ადრე დავპოსტავ ხოლმე ეკატო მეც მინდა 17 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება გამოფენა "ძველი და თანამედროვე თბილისი". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული, 1890-1910 წლებში დიმიტრი ერმაკოვისა და 2009 წელს გიორგი მეურმიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ეროვნული არქივის მიერ მომზადებული, 2010 წლის კალენდრის "ძველი და თანამედროვე თბილისი" პრეზენტაცია. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი