წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
afxazi |
Dec 5 2009, 12:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან სხვადასხვა თემაშია გაბნეული მრავალი ინიციატივა, ჭირს მათი განხილვა. ამიტომ ამ ახალ, მაგრამ ძველი სატაურის მქონე, თემაში დავწეროთ ჩვენი იდეები. თავდებად მე დავდგები, რომ აქ დაწერილი ნებისმიერი იდეა განიხილება სენატის მიერ.
მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ და ამჟამად მიმდინარეობს ფორუმის რეორგანიზაციაზე მსჯელობა (განყოფილებების მოწესრიგებული განლაგება და ასე შემდეგ), რაშიც თქვენი დახმარებაც გვჭირდება (ერთ-ერთი წევრი ამაში მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარა თავისი შეხედულების მოწოდებით). ამიტომ არ დაიშუროთ იდეები -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
KAIROS |
Dec 17 2009, 01:02 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ არის პრობლემა
მე ამიკრძალეს (თავჯდომარის მოწოდება, ლამის აკრძალვაა) მეწერა ერთერთ თემაში " ციტატა ნუ დააფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს ამ თემაში რათა არ შექმნან კონფლიქტური სიტუაცია " , რომელიც ახლა ღვთისმეტყველების განყოფილებაშია და რომელსაც ღვთისმეტყველებასთან არაფერი აკავშირებს, მეტიც თემაში ვრცელდება წიგნები, რომელიც არამართლმადიდებლურია, არაა გამოცემული იმ ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით და არ გააჩნია რეცენზია საპატრიარქოს მიერ.მე მხოლოდ წიგნების გავრცელების წინააღმდეგი ვარ, ან მაქსიმუმ ღვთისმეტყველებიდან მათი გავრცელების წინააღმდეგი, იყოს აპოლოგეტიკაში, როგორც სადაო წიგნები, რომელსაც ნაწილი ღებულობს და ნაწილი არა, და არა იმ ბერის, რომელსაც პიროვნულად არასოდეს შევხებივარ. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაცია მიკრძალვს დავაფიქსირო სადმე ჩემი აზრი, ადმინისტრაციას შეუძლია არ დახუროს ის თემა, რასაც ვთხოვდი, რათქმაუნდა არ ვეთანხმები, მაგრამ ვემორჩილები ამ გადაწყვეტილებას; ასევე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველას შეუძლია წეროს ის რაც მოესურვება, შესაბამისად ამის გამო, რომ პრობლემა იყოს, მაშინ ნახევარი ფორუმი დასაკეტი იქნებოდა, მაგრამ აქ ხომ მოძღვრის და მართლმადიდებლობის სახელით ვრცელდება წიგნები, რომელიც არაა მისაღები? რათქმაუნდა ამაში არ დამეთანხმა იმ თემაში მპოსტველთა დიდი უმრავლესობა, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი მუდმივი ოპოზიციაა და 2X2=4 ამაშიც არ დამეთანხმებიან, მაგრამ ეს იცის ეს თეოლოგიაში მეტად თუ ნაკლებად და ობიექტურად მოაზროვნე ფორუმელებმა, და არაა ეს ჩემი აკვიატება, კითხეთ თავად ამ აკრძალვის ავტორს და ისიც დამეთანხმება , რომ წიგნები შეიცავს დიდი რაოდენობით შეცდომებს და მიუღებელ აზრებს, მაშინ თუკია ასე, ვეკითხები ისევ მას, მაშ რა უნდა ამ წიგნებს ღვთისმეტყველებაში? თუკი მათზე საუბარსაც გვიკრძალვთ? თუკი ვინმე შეურაცხყოფას აყენებს ვინმეს ეს აკრძალეთ და არა კამათი. ასე რომ, შეუძლებლად ვთვლი ერთდროულად ერთიდაიგივე თემაზე იყოს ორი თემა, ერთი ღია, მეორე დაკეტილი, შეუძლებლად ვთვლი ღვთისმეტყველების განყოფილებაში ვრცელდებოდეს წიგნები, რომლებიც ათეოლოგიურია და შეუძლებლად ვთვლი ვიყო იქ, სადაც მიკრძალავენ დავაფიქსირო ჩემი აზრი, სიმშვიდის არ დარღვევის გამო, ესეთი "სიმშვიდე" ჭაობის სიმშვიდეს გავს უფრო. გამოდის, რომ სიმშვიდეს და "კონფლიქტურ სიტუაციებს" ქმნის ჩემი პოსტები, შემიძლია გამოვთქვა სრული მზადყოფნა დავტოვო ასეთი სიმშვიდე. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი