წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
afxazi |
Dec 5 2009, 12:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან სხვადასხვა თემაშია გაბნეული მრავალი ინიციატივა, ჭირს მათი განხილვა. ამიტომ ამ ახალ, მაგრამ ძველი სატაურის მქონე, თემაში დავწეროთ ჩვენი იდეები. თავდებად მე დავდგები, რომ აქ დაწერილი ნებისმიერი იდეა განიხილება სენატის მიერ.
მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ და ამჟამად მიმდინარეობს ფორუმის რეორგანიზაციაზე მსჯელობა (განყოფილებების მოწესრიგებული განლაგება და ასე შემდეგ), რაშიც თქვენი დახმარებაც გვჭირდება (ერთ-ერთი წევრი ამაში მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარა თავისი შეხედულების მოწოდებით). ამიტომ არ დაიშუროთ იდეები -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
k@the |
Dec 17 2009, 01:24 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მე ვეთანხმები აფხაზს, რომ თემა დასახური არაა. შეიძლება იყოს წიგნებში მისი ავტორებისაგან და არა მამა გიორგისაგან გაპარული თეოლოგიური უზუსტობები, მაგრამ მგონია რომ თეოლოგიის სასწავლო წიგნად ეგ არც არავის ჭირდება, უბრალოდ იკმაყოფილებენ მამა გიორგის სიყვარულს და მონატრებას, ცოტა უფლის სასწაულები, კეთილი და საყვარელი მოძღვარი და მასთან პირადი ურთიერთობის გამოცდილება, მათ ამ წიგნიდან მხოლოდ სასარგებლოს ანახვებს და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. სამწუხაროა, რომ მამა გიორგიმ არ გაუკეთა კორექტურა წიგნს, ან რომელიმე სხვა მოძღვარმა, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ჩვენი მრევლი ასეთი მარტივი და დამრიგებლური ქართული ავტორისეული ლიტერატურით გათამამებული არაა, უკეთესი რომ იყოს, იმას წაიკითხავდნენ.
მაგალითად მამა პაისის წიგნებშიც ჩემთვის არის ადგილები, რაც ვერც გავიგე, მიუღებელიც იყო და მგონია რომ არც სწორი არ უნდა იყოს, მაგრამ უამრავი სასარგებლო დარიგებაა და იმ უზუსტობების გამო, რაც ალბათ მანდაც მოძღვრის თავიდ დროის დიალოგის არასწორი ინტერპრეტაციის ბრალია, ამ წიგნის არწაკითხვა არასწორად მიმაჩნია. მონი საგანგაშო არაფერია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი