![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ბადრი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.
ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით. ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ: 1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1). 2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა. 3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას. აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ: 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად ვცდი... ე.ი. დაბადების 23-ე თავში ამ სამ მუხლში წერია: ციტატა 16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა. 18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა. 20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა. ე.ი. ქეტი? ![]() ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ? ![]() მე ჩავიჭყიტე... ![]() ვიყოთ რა ჩაჭყეტვას... აი არ ვიცოდი აბრაამის მამის სახელი და ამიერიდან მეცოდინება... და არასოდეს დამავიწყდება უკვე... ასე რომ სარგებელს მაინც იძლევა ბიბლიაში ჩაჭყეტვით პასუხების გაცემა... და ვინც ჩაჭყეტვის გარეშე გაიხსენებს, ის თავის მახსოვრობას გამოცდის... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 07:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი