წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას |
afxazi |
Dec 5 2009, 12:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან სხვადასხვა თემაშია გაბნეული მრავალი ინიციატივა, ჭირს მათი განხილვა. ამიტომ ამ ახალ, მაგრამ ძველი სატაურის მქონე, თემაში დავწეროთ ჩვენი იდეები. თავდებად მე დავდგები, რომ აქ დაწერილი ნებისმიერი იდეა განიხილება სენატის მიერ.
მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ და ამჟამად მიმდინარეობს ფორუმის რეორგანიზაციაზე მსჯელობა (განყოფილებების მოწესრიგებული განლაგება და ასე შემდეგ), რაშიც თქვენი დახმარებაც გვჭირდება (ერთ-ერთი წევრი ამაში მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარა თავისი შეხედულების მოწოდებით). ამიტომ არ დაიშუროთ იდეები -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
KAIROS |
Dec 19 2009, 07:38 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ინფორმაცია ,
არაა ეს ის გზა და სიტყვები, რომელიც აქაურობას უხდება ... მე არ ვიცი რა იგულისხმა ნინომ, მაგრამ მე ხანდახან ვუყურებ ხოლმე ქართულ გადაცემებს, მათ შორის პროფილსაც, და ეს დაკარგული ხალხის ისტორია ისეთი მძიმე იყო, რომ ყველას წმ. ნიკოლოზს ვავედრებდი, მე არ ვიცი ის პატარა გოგო ნამდვილად ასე ცხოვრობს, თუ ოდნავ გამუქებულია, მაგრამ ისე შემეცოდა... როგორ უჭირს ჩვენს ხალხს... http://www.rustavi2.com/news/video_progs.p...1&ftp2=0&ftp3=0 პ.ს. ისე სახალხოდ მინდა ვთქვა, რომ აპოლოგეტიკის ერთერთ თემაში,მე შეგნებულად, აფხაზის პატივისცემის და ფორუმის სიმშვიდის გამო არ ვწერ, და არა ის , რომ როგორც იქ გაჟღერდა აკრძალული მაქვს, მსგავსი აკრძალვა არ არსებობს, არის მხოლოდ შეთანხმება, იმედია ცუდად არ ისარგებლებენ ამით. იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი