"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
ბადრი |
Dec 18 2009, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.
ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით. ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ: 1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1). 2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა. 3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას. აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ: 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
კესო |
Dec 19 2009, 08:25 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 |
აუ რა კარგიააა
ე.ი. 1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა 2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება 3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ. უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა და მესამე აი ზემოთ რაც დავწერე -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
აბე |
Dec 19 2009, 10:29 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აუ რა კარგიააა ე.ი. 1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა 2000-მდე ღორში კი შევიდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ თითო ეშმაკი თითო ღორში შევიდა. ამიტომ პასუხი 2000 არ არის. მინიშნება: ლეგეონი არის რომაული სამხედრო ტერმინი. 2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება ეშმაკიც თავისუფალი არსებაა, მაგრამ მათი მოქმედება უფლის მიერ იზღუდება. უფალს შეეძლო ისინი ჯოჯოხეთში ჩაეყარა ისე, რომ იქიდან უკან გამოსვლის გზა სამუდამოდ დაეღშო მათთვის. ზოგადად ეშმაკი არის რა გონიერი, და ადამიანზე უფრო გონიერიც, ე.ი. ამ ეშმაკებმაც იცოდნენ, რომ უფალს ამის გაკეთება შეეძლო და სთხოვეს ნება დაეთო შესვლისა ყველაზე ბინძურ ცხოველში. აქვე ჩანს ის დეტალიც, რომ ბოროტს ღირსება არა აქვს. ასე, რომ მართალი ხარ. ყოჩაღ! 0.5 ქულა შენ. მეორე მიზეზიც დაასახელე და კიდევ 0.5 ქულა დაგემატება ამ კითხვაში. 3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ. მართალია. თუ თვითონ ღადარინელები არ ჭამდნენ ღორის ხორცს, ე.ი. ყიდიდნენ. აბა ტყუილად ხომ არ გააშენებდნენ. მათი მხრიდან ეს იგივე იყო რაც დღევანდელ დღეს ნარკოტიკის გაყიდვა. თვითონ არ გაიკეთო, მაგრამ სხვას მიყიდო. ყოჩაღ! 0.4 ქულა შენ. უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა ეს ორი მიზეზი არასწორია. თუ მოიფიქრებ პასუხებს, თითოში 0.3 ქულას მიიღებ. მინიშნება: უფალმა ასეთი საქციელით არჩევანის წინაშე დააყენა ღადარინელები ან უნდა აერჩიათ სიყვარული და ან "დარჩენილიყვნენ მიწაზე" P.S. ამ შეკითხვებზე თუ სხვა ვერავინ უპასუხებს დღის ბოლოს მე დავწერ პასუხებს და შემდეგ შეკითხვას დასვამს kesaria777. P.S 2. რადგანაც შეკითხვა ეხება წმიდა წერილის განმარტებას, ამიტომ ჩემს პასუხებს წყაროსაც მივუთითებ. ჯერ იმ დონემდე არ მიმიღწევია, რომ წმიდა წერილი თვითონ განვმარტო -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი