"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
ბადრი |
Dec 18 2009, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.
ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით. ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ: 1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1). 2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა. 3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას. აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ: 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 19 2009, 11:47 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ვწერ იმას, რაც კესარიას მიერ გაცემულ პასუხებს აკლდა.
1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი. -რამაული სამხედრო ტერმინოლოგიით ლეგეონი ნიშნავდა 6 000-ს. -------- 2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი. -პირველი მიზეზი დაიწერა: მათ უნდოდათ ცოტა ხანი კიდე ეცლია უფალს მათთვის და არ ებრძანებინა მათთვის "უფსკრულთა შთასლვაჲ". მეორე მიზეზი კი იყო ეშმაკების მზაკვრული განზრახვა მიეყენებინათ ღადარინელთათვის მატერიალური დანაკლიზი, ზარალი, რათა ამგვარი საქციელით მიწიერ ცხოვრებას მიჯაჭვული ღადარინელები დაებრკოლებინათ სულიერებაში. ---------- 3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი. -პირველ რიგში უფალს არ სურდა მათი "უფსკრულთა შთასლვაჲ". უფლის სურვილი რომ ყოფილიყო ეს, ამას უწინ ბევრად ადრე გააკეთებდა და დაცემულ ქერუბიმს არ მისცემდა საშუალებას ადამი და ევა ეცდუნებინა. მაგრამ ღვთის განგებულება სხვაგვარია. (როგორც მე ვიცი ადამისა და ევას ცოდვა ეშმაკის ბრალი არ იყო, არამედ თავიანთი ბრალი იყო. ასე რომ ბოროტების წყარო ეშმაკი არ არის. საერთოდ ბოროტებას წყარო არ გააჩნია. არ არსებობს მიზეზი, საბაბი, განმაპირობებელი, წარმომშობი ბოროტებისა. ბოროტეებას რომ მიზეზი გააჩნდეს ის ბოროტება აღარ იქნებოდაოოოო... ასე ვიცი მე.) მეორე მიზეზი დაიწერა: მოსეს რჯულით არ შეიძლება ყოლოდათ ღორები მოშენებული. მესამე მიზეზი არის ის, რომ დაეყენებინა არჩევანის წინაშე ღადარინელები - აერჩიათ ან მიწიერი სიმდიდრე ან სულიერი სიმდიდრე, მაგრამ მათ მიწიერი აირჩიეს. მათ საერთოდაც არ გახარებით თავიანთი ძმის განკურნება, არამედ ღორების დაღუპვას ჩიოდნენ. P.S. რადგანაც სახარების განმარტება საფრთხილო თემაა, ამიტომ დავწერ ეს ყველაფერი საიდან ვიცი. მოკლეთ გადმოიწერეთ და მოისმინეთ ვისაც არ მოგისმენიათ მამა თეოდორეს ეს ქადაგება, ძალიან საინტერესოა. ქადაგებისას სახარების განმარტებით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება და დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას უკავშირებს. შემდეგ შეკითხვას სვამს კესარია. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი