"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
ბადრი |
Dec 18 2009, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.
ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით. ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ: 1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1). 2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა. 3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას. აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ: 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 20 2009, 04:01 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
შეკითხვის ტიპი: "სახარების განმარტება". ამჯერად შევეხოთ იოანე ღვთისმეტყველის სახარებას.
ციტატა ინ. 8, 12-20 12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ. 13. ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ. 14. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ. 15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი. 16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს. 18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. 20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი. შეკითხვა: იოანეს სახარების ამ მონაკვეთში უფალი ფარისევლებს ეუბნება "თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი". რატომ პასუხობს მაცხოვარი ამგვარად ფარისევლებს? მინიშნება: 12-ე მუხლში მაცხოვარი ბრძანებს, რომ იგი ჭეშმარიტად არის "ნათელი სოფლისაჲ", რის გამოც მისი მტრები ამტყუნებდნენ მას (13-ე მუხლი). მაცხოვარი კი პასუხობს: "მე, როცა ჩემს თავზე ვმოწმობ, ამბობს იესო, მე მყავს ამის თაობაზე სამი მოწმე: ჩემი მამა, ჩემი საქმეები და წმინდა წერილი... ... როგორ შეიძლება ჩემი მოწმობა ცრუ იყოს, როცა მე ღმერთი ვარ და ვიმსახურებ რწმენას ადამიანთაგან? და ამასთან ერთად უნდა ვთქვა ისიც, რომ მე წავალ ჭეშმარიტ ღმერთთან, ე.ი. ჩემს მამასთან. როგორღა ვიტყვი სიცრუეს, თუკი მე ჭეშმარიტ ღმერთთან ვაპირებ წასვლას?" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 181.). ხოლო ამის შემდეგ ეუბნება იგი იმ სიტყვებს, რომლის შესახებაც დავსვი შეკითხვა (15-ე მუხლი). ხოლო ამის შემდეგ მაცხოვარი ბრძანებს (16-ე მუხლი), რომ იგი არ არის მარტო, არამედ მისი მამაც მასთან ერთად არის. იგი ბრძანებს: "მე მარტო კი არ გასამართლებთ, არამედ ჩემთან ერთად - მამაჩემიც. მე სხვანაირად კი არ განვსჯი, არამედ ისევე, როგორც მამაჩემი, ჩვენი მსჯავრი ერთნაირია" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 182.). ეს მინიშნება დაგეხმარებათ გაიაზროთ წინა და შემდგომი მუხლები, თქვენ კი თქვენი ლოგიკით უნდა მიხვდეთ მათ შუა მოქცეული 15-ე მუხლის განმარტებას - რატომ დასჭირდა მაცხოვარს ამ წინადადების თქმა, რომლის სახარებაში ჩაწერაც ასე მნიშვნელოვნად მიიჩნია წმიდა ღვთისმეტყველმა და მახარებელმა იოანემ. აბა თქვენ იცით. ნუ შეხედავთ რთულად, ადვილია. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- kesaria777 შეკითხვას ვწერდი და იმიტომ ვერ გიპასუხე ჩქარა. შენ ახლა უნდა დაელოდო არა მხოლოდ შენს რიგს, არამედ ჩემს რიგსაც და თუ შენს რიგამდე ჩემი რიგი მოვიდა, მას გამოიყენებ შენ. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი