სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Oct 10 2007, 11:08 AM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
................
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| ივერიელი |
Dec 20 2009, 06:09 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 7,825 |
ძაან საინტერესო თემაა, არცთუ დიდი ხნის უკან ქ.ცხინვალში ველაპარაკე ერთ ქალბატონს, (სხვათაშორის თვითონ დამიკავშირდა) ეთნიკურად ოსს.რომელიც აგვისტოს ომით იყო დაინტერესებული.
თავის არგუმენტები მოიშველია თითქოსდა შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორია ე.გ "სამხრეთ ოსეთის" (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, უბრალოდ ეხლა ციტირება მოვახდინე) ისტორიული ტერიტორია იყო. მეც რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები მოვიშველიე, ხოლო როცა არაფერი აღარ გამოუვიდა ესეთი რაღაც მითხრა, თქვენ ქართველებს რა გიხარიათ საქართველოს სამეფო ტახტს 13 საუკუნიდან ოსები მართავდნენო და არგუმენტად მოიყვანა რაღაც რუსული საიტები სადაც ეწერა რომ დავით სოსლანი ბაგრატიონი კი არა ცარაზოვი იყოვო და იგი მხოლოდ ენატესავებოდა ბაგრატიონებსო. მერე როგორც აღმოჩნდა ცხივალში და არა მარტო ცხივნალში თავად რუსეთშიც, მიდის ამის პროპაგანდა, ეგრედ წოდებული მათი მეცნიერებები მაგაზე დისერტაციებს იცავენ და ამით წამლავენ მსოფლიო, რაც ძაან სამწუხაროა. -------------------- ენა მამული სარწმუნოება.
|
| sable |
Dec 20 2009, 06:42 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ძაან საინტერესო თემაა, არცთუ დიდი ხნის უკან ქ.ცხინვალში ველაპარაკე ერთ ქალბატონს, (სხვათაშორის თვითონ დამიკავშირდა) ეთნიკურად ოსს.რომელიც აგვისტოს ომით იყო დაინტერესებული. თავის არგუმენტები მოიშველია თითქოსდა შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორია ე.გ "სამხრეთ ოსეთის" (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, უბრალოდ ეხლა ციტირება მოვახდინე) ისტორიული ტერიტორია იყო. მეც რა თქმა უნდა ჩემი არგუმენტები მოვიშველიე, ხოლო როცა არაფერი აღარ გამოუვიდა ესეთი რაღაც მითხრა, თქვენ ქართველებს რა გიხარიათ საქართველოს სამეფო ტახტს 13 საუკუნიდან ოსები მართავდნენო და არგუმენტად მოიყვანა რაღაც რუსული საიტები სადაც ეწერა რომ დავით სოსლანი ბაგრატიონი კი არა ცარაზოვი იყოვო და იგი მხოლოდ ენატესავებოდა ბაგრატიონებსო. მერე როგორც აღმოჩნდა ცხივალში და არა მარტო ცხივნალში თავად რუსეთშიც, მიდის ამის პროპაგანდა, ეგრედ წოდებული მათი მეცნიერებები მაგაზე დისერტაციებს იცავენ და ამით წამლავენ მსოფლიო, რაც ძაან სამწუხაროა. ცარაზოვი კი არა ცარაზონი ჯერ ერთიც გაარუსულეს იმ ქართული წარწერის შინაარსი, რომელიც დვალეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ზოგი გვიანი ხანით XVIII ს. ხოლო ზოგი XIV ს. ათარიღებს თუმცა წარწერა, როგორ ჩანს მოგვიანებით არის ხელახლა გადაწერილი და მასში XIV ს. ამბებია აღწერილი, ამგენად XIV ს. მისი დათარირება არ არის გამორიცხული ხოლო ცარაზონებად მოხსენებულია იქ არა დავით სოსლანი არამედ ოს-ბაღათარი და მისი ძმები რომელებიც საქართველოში იყვნენ გაზრდილები XIII ს. მეორე ნახევარში როდესაც ისინი მონღოლებმა გამოდევნეს სამშობლოდან (1263 დაახ.). ითვლებოდნენ საქართველოს მეფის ვასალებად და მთავრებად ხოლო მას მერე რაც დავით VIII აუჯანყდა მონღოლებს 1297 წელს (განხეთქილება ჯერ კიდევ 95 ჩამოვარდა) დაიჭირეს მონღოლების მხარე და მიიტაცეს გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. დაყაჩაღობდნენ საქართველოში და ოსეთში პოზიციებს იძლიერებდნენ. საბოლოოდ ბოლო მოუღო მათ პარპაშს გიორგი V ბრწყინვალემ. როგორც ვარაუდობენ მათი ფრესკებია ნუზალის ეკლსესიაში დავით სოსლანის წინაპრების გვერდით, თუმცა ეგ ბოლომდე მაინც არ არის დადასტურებული იქვე საფლავია, სადაც იძახდნენ რომ დავით სოსლანია დაკრძალულიო მაგრამ ეგ ტყუილია სოსლანი დაკრძალულია გელათში, ეხლა თვლიან რომ ოს-ბაღათარია იქ დაკრძალული (ნუ ალბათ არის კიდეც). ნუ ოსები შეიძლება მიიჩნევდნენ რომ რახაბ ამ ფრესკების გვერდით ჩნდება ცარაზონთა ფრესკებიც გამოდის რომ დავით სოსლანი და მისი წინაპრებიც ცარაზონები იყვნენო მაგრამ ეგ კავშირი არ მტკიცდება ისტორიული წყაროებით მითუმეტეს გვერთან დაკავშირებით. ნათესაობა შეიძლებოდა ყოფილიყო, რაგდან ორივე კლანი ოსეთის ელიტას წარმოადგენდა მაგრამ სოსლანის კლანი არ წოდებულა არცერთ წყაროში ცარაზონად და არც რაიმე მსგავი ტერმინი არ გვხვდება მათ ეტიმოლოგიაში, ეს კლანი სავარაუდოდ მოგვიანებით ჩნდება. მოკლედ, სოსლანი და მისი წინაპრები იწოდებიან ან ბაგატიონებად ან ეფრემიანებად და არა ცარაზონებად ასე, რომ მაგ ქალმა რაც ამოიკითხა ის ცნობა არ არის გამყარებული არანაირი წყაროთი, რაც დავით სოსლანის ცარაზონობას დაადასტურებს, ამასთან ეგრეც რომ ყოფილიყო ოფიციალურად ბაგრატიონები გიორგი IV ლაშადან მოყოლებული იწოდებიან ბაგრატიონებად და მათ სამეფო გვარს არ ემატება არანაირი სხვა ეპითეტი, წაიკითხოს ნებისმიერი სამეფო სიგელი და ნახავს. მოკლედ ძაან ვიწრონაციონალური ბოდვაა და მეტი არაფერი რაც მან თქვა. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Lenus დავით სოსლანის გენეალოგია Oct 10 2007, 11:08 AM
Lenus ................ Oct 10 2007, 11:31 AM
ketino მე მაქვს რაღაც საი... Oct 10 2007, 11:35 AM
tamara დავით სოსლანზე უწე... Oct 10 2007, 01:16 PM
Lenus ................ Oct 10 2007, 01:18 PM
ketino პაწა მოვიცალე... :D
ე... Oct 10 2007, 08:53 PM
Lenus ............... Oct 10 2007, 10:27 PM
nini_1 არა მხოლოდ დემეტრე... Oct 10 2007, 10:32 PM
nini_1 ეხლა დავდებ ლინკს ... Oct 10 2007, 10:51 PM
Lenus ............... Oct 10 2007, 10:57 PM
nini_1 lenus ოვსთა მეფეების გ... Oct 10 2007, 11:24 PM
Lenus ............... Oct 11 2007, 12:12 AM
Lenus ............... Oct 11 2007, 12:27 AM
nini_1 lenus
კი, ყველაფერი შ... Oct 11 2007, 12:36 AM
nini_1 lenus
ეგ გასაგებია, მა... Oct 11 2007, 02:06 AM
nini_1
ბიზანტიელი გენეა... Oct 11 2007, 02:58 AM
Lenus ............... Oct 11 2007, 06:53 AM
nini_1 lenus
ოჰოო უკვე დამა... Oct 11 2007, 09:17 AM
Lenus ............... Oct 11 2007, 10:22 AM
nini_1 lenus
მართლა დავინტე... Oct 11 2007, 08:00 PM
Misha_kartveli nini_1
ალდე გიორგი მეფ... Oct 12 2007, 11:17 AM
sable
nini_1
ალდე გიორგი მეფ... Jun 8 2009, 06:06 PM
bekas
ალდე სწორედაც რომ ... Jun 8 2009, 07:21 PM
sable
საბუთი? ზაგსიდან პ... Jun 15 2009, 02:40 PM
ივერიელი
კი გაარუსეს როგორ... Dec 20 2009, 07:42 PM
marine "დავით სოსლანი დე... Feb 28 2014, 03:30 PM
marine "ერთზე მეტი სახელ... Apr 8 2022, 05:02 PM
marine "თამარი და სოსლან... Jun 25 2022, 02:18 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 10:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი