გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 21 2009, 11:16 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 21 დეკემბერს,. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი გალერეა - "გალა" გაიხსნება. გალერიის გახსნას ცნობილი ქართველი მხატვრები დაესწრებიან.
გალერეაში გამოფენილი იქნება კლასიკოსებისა და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. მათ შორის - ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები; აგრეთვე - ალბერტ დილბარიანი, გაიანე ხაჩატურიანი, მერაბ აბრამიშვილი, მიშა ხვიტია, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, ვახტანგ ბუღაძე, გია ბუღაძე, ედმუნდ კალანდაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე და სხვა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, თვალი გაადევნოს თანამედროვე ქართული მხატვრობის განვითარებას, XX საუკუნის დასაწყისიდან - დღემდე. "გალა- გალერეას" მიზანია, კლასიკოსი მხატვრების რეტროსპექტიული გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების პოპულრიზაცია. გალერეაში მოეწყობა, როგორც პერსონალური, ისე ჯგუფური გამოფენები -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი