"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
ბადრი |
Dec 18 2009, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.
ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით. ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ: 1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1). 2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა. 3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას. აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ: 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
lingvo |
Dec 20 2009, 10:47 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
აბე
მღვდელმთავრების მსჯავრი კაცობრივია, მაცხოვრის კი ღვთიური, (ისინი ვერ ხედავდნენ მაცხოვარში ღმერთკაცს) მაგრამ უფლის სამსჯავროს ჟამი ჯერ არ დამდგარა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
აბე |
Dec 21 2009, 01:13 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე მღვდელმთავრების მსჯავრი კაცობრივია, მაცხოვრის კი ღვთიური, (ისინი ვერ ხედავდნენ მაცხოვარში ღმერთკაცს) მაგრამ უფლის სამსჯავროს ჟამი ჯერ არ დამდგარა. ეგ მართალია, მაგრამ რატომ ეუბნება მაგას? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
lingvo |
Dec 21 2009, 01:21 PM
პოსტი
#4
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ეგ მართალია, მაგრამ რატომ ეუბნება მაგას? არ ვიცი. აჯობებს სხვამ უპასუხოს. თუ არა და პასუხი დაგვიწერე აბე -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
აბე |
Dec 21 2009, 01:59 PM
პოსტი
#5
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
არ ვიცი. აჯობებს სხვამ უპასუხოს. თუ არა და პასუხი დაგვიწერე აბე მაცხოვარი ეუბნება, რომ მათი მსჯავრი არის უსამართლო (თქუენ ჴორცთაებრ სჯით), მაგრამ ამისათვის იგი არ დასჯის მათ ახლა, რადგანაც ამისათვის მას აქვს გამოყოფილი განსაკუთრებული დრო - მეორედ მოსვლის დრო. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილს ასე განმარტავს "ამაზე, თითქოს ვიღაცამ თქვა: თუ ჩვენ, იუდეველები, უსამართლოდ გასამართლებთ, მაშინ შენ რატომ არ დაგვსჯი, რატომ არ გაგვასამართლებ?" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 182.) ბუნებრივია, იუდეველებს არ ჰყავდათ იესო შეცნობილი, როგორც ღმერთი და იმიტომ არ ჰკითხეს მას, რატომ არ გვასამართლებ, თუ უსამართლოდ გსჯითო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაცხოვარი მაცხოვარი მაინც არ ტოვებს უპასუხოდ ამ შეკითხვას, რომელიც ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო არ დაუსვეს ფარისევლებმა. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ პასუხი ასე იქნება: მაცხოვარი იმიტომ ეუბნება ფარისევლებს ამ სიტყვებს, რომ დაანახოს, რომ ისინი უსამრთლოდ ასამართლებენ მას (მაგრამ ამისათვის იგი ახლა არ დასჯიდა მათ). რადგანაც lingvo ძალიან ახლოს იყო პასუხთან, ამიტომ მისი რიგი იყოს. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
lingvo |
Dec 21 2009, 02:14 PM
პოსტი
#6
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილს ასე განმარტავს "ამაზე, თითქოს ვიღაცამ თქვა: თუ ჩვენ, იუდეველები, უსამართლოდ გასამართლებთ, მაშინ შენ რატომ არ დაგვსჯი, რატომ არ გაგვასამართლებ?" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 182.) საინტერესოა, არ მქონდა წაკითხული. მადლობა აბე. 28. მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა. 29. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს 30. მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! 31. რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს? (ლუკა 23, 28-31.) კითხვა: რას გულისხმობს მაცხოვარი 31-ე მუხლში ნედლსა და ხმელი ხეების სახით? -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი