გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 21 2009, 02:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თორი" ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა _ "20 წლის შემდეგ". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული ფოტოქრონიკა - საქართველო სამოქალაქო ომიდან დღემდე
გამოფენის ორგანზიტაორების განცხადებით, ფორმითა და შინაარსით ეს იქნება პირველი დოკუმენტური გამოფენა საქართველოში. გამოფენის სახელწოდებაა "20 წლის შემდეგ". -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 03:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი