პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ცოტნე |
Sep 8 2006, 05:58 PM
პოსტი
#2
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
ჯანსუღ ჩარკვიანი
ლამაზი სიკვდილი როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი. როცა კვირტები აფეთქდებიან, როცა სიმღერას იტყვი სასურველს, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს. როცა მერცხალი ზეცას შეუტევს, როცა მიწაზე მზე და დარი დგას, ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს. როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის საგვირილოდ და საენძელოდა, ირემი ირემს ბალახს გაუწვდის და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა. როცა ძეწნები ატირდებიან და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს, ავტირდები და ავხარხარდები. მოიგონებენ წარსულს მკვიდრები, აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა, გავდიადდები, გავსულდიდდები და ავენთები მამულს კელაპტრად, დავდგები ცერზე, როგორც ავაზა, ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს, მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი. 1958 დავით გურამიშვილი მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო, ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. jვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო: დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო. ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო. უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო, პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო! განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო; რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი