IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლეგენდარული იგავების 8:22-30, რა აზრი დევს ამ ბიბლიურ მუხლებში?
Otherguy
პოსტი Nov 8 2009, 08:24 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე შევქმნა თემა ამ მართლაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუხლზე, რომელიც იესოს შეეხება.

სიტყვა-სიტყვით ებრაული თარგმანი 8:22 მუხლის ასეთია:

"იაჰვემ შემიძინა მე თავისი გზის დასაწყისში..."

ბერძნული სეპტუაგინტა მას ასე გადმოცემს:

"უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისში..."

სირიული ფეშიტა კი ასე:

"უფალმა აღმაგო მე..."


მთლიანად ეს პასაჟი ასე გამოიყურება: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/igavni/igavni-8.htm

22. უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;

23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.

24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;

25. მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;

26. როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი;

27. როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,

28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,

29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,

30. მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,


რადგან აქ ქრისტიანების უმეტესობა იესოს მოიაზრებდა, არიანელებს IV საუკუნეში საკმაოდ კარგი არგუმენტი ჰქონდათ ხელთ იმის სამტკიცებლად რომ იესო ქმნილება იყო...

შეგიძლიათ ნახოთ დღევანდელ დღეს თუ როგორ თარგმნიან მაგ მუხლს ურცხვად, არასწორად ე.წ. ავტორიტეტული თარგმანები:

New International Version (©1984)
"The LORD brought me forth as the first of his works, before his deeds of old;

New American Standard Bible (©1995)
"The LORD possessed me at the beginning of His way, Before His works of old.

GOD'S WORD® Translation (©1995)
"The LORD already possessed me long ago, when his way began, before any of his works.

King James Bible
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

American King James Version
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

American Standard Version
Jehovah possessed me in the beginning of his way, Before his works of old.

Bible in Basic English
The Lord made me as the start of his way, the first of his works in the past.


Douay-Rheims Bible
The Lord possessed me in the beginning of his ways, before he made any thing from the beginning.

Darby Bible Translation
Jehovah possessed me in the beginning of his way, before his works of old.

English Revised Version
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

Webster's Bible Translation
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

World English Bible
"Yahweh possessed me in the beginning of his work, before his deeds of old.

Young's Literal Translation
Jehovah possessed me -- the beginning of His way, Before His works since then.


როგორც ხედავთ, 2 თარგმანის გარდა, ყველა წერს: "უფალს ვყავდი"-ო, ვითომ იმ მიზნით რომ სიბრძნეზეა საუბარი მაგრამ მერე ურცხვად წერენ კომენტარებში რომ იესოზეა საუაბრი...

ვნახოთ მართლაც ეს საოცარი თარგმანი კათოლიკებისა:

22 'Yahweh created me, first-fruits of his fashioning, before the oldest of his works.

http://www.catholic.org/bible/book.php?id=24


გამოხატეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერზე. smile.gif და ვიმსჯელოთ. smile.gif

პ.ს. ნეტარი ავგუსტინე თავის აღსარებაში წერს:

"For he persuaded our wills to become like his will, by which he remained not in thy truth. What shall “wretched man” do? “Who shall deliver him from the body of this death,”[50] except thy grace through Jesus Christ our Lord; whom thou hast begotten, coeternal with thyself, and didst create in the beginning of thy ways[51]--in whom the prince of this world found nothing worthy of death, yet he killed him--and so the handwriting which was all against us was blotted out?"

http://en.wikisource.org/wiki/The_Confessi...utler)/Book_VII

rolleyes.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Dec 22 2009, 03:16 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავწეროთ ამ მუხლის განმარტება.


"ამ მუხლის ირგვლივ საუბარიც არ მოითხოვს დიდ დროს, რადგან მის ირგვლივ შექმნილი პრობლემა ეკლესიის მხრიდან უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია შესაბამისი განმარტებით და ჩვენი მხრიდან მხოლოდ ამ განმარტების მოძიებაა საჭირო. მაინც რა წერია იგავთ წიგნის VIII თავის 22 მუხლში? გასაგებია, რომ აქ ნათქვამი სიტყვები: “უფალმან დამამტკიცა (ზოგი რედაქციით “შემქმნა”) მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე”, აღიქმება როგორც მაცხოვრის მიერ თქმული სიტყვები.eეკლესიის განმარტება ხსენებულ სიტყვებთან დაკაშვირებით რამდენიმეგვარია, ერთიმეორის შემავსებელი. მაგალითად ტექსტობრივი მონაცემით ჩვენ ამ მუხლში არ გვაქვს მხოლოდ “შემქმნა”, არის მეორე ჯგუფი ტექსტებისა, სადაც ნათქვამია “მშობა”. აქვე უნდ აღინიშნოს ისიც, რომ ბერძნულად აღნიშნული სიტყვა გადმოიცემა როგორც “ეკტისენ”. ბერძნულად გვაქვს ორი ზმნა, ერთი “ქტიძო” და მეორე “კნისო”, “ექტისენ” არის შემქმნა და “ეკნისეუსენ” არის მშობა. მთელი წყებაა ნუსხებისა, სადაც ეს მეორე ზმნაა სახეზე. რაც შეეხება მეორე და უმთავრეს მხარეს: ძველი აღთქმის მეტყველება არასოდეს არ გაიგება პირდაპირი მნიშვნელობით ტერმინოლოგიად. ტერმინსა და სიტყვას შორის რა განსხვავებაა? ტერმინს აქვს თავისი შემოსაზღვრული, ცალსახად გასაგები მნიშვნელობა, ანუ რაღაც კონკრეტული მნიშვნელობით რომ უნდა გაიგო იგი, მაშინ როცა ყოფითი სიტყვა არის ნიუანსობრივი, რომ მასში შეგიძლია ჩადო რაღაც მნიშვნელობა, შეგიძლია სხვა რამ იგულისხმო და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ არიანელობის ერესის აღმოცენებამდე არათუ იგავთა სიტყვასთან დაკავშირებით, თვითონ საეკლესიო მეტყველებაშიც კი არ იმიჯნებოდა დიდად ერთიმეორისგან, თვითონ ბერძნულში, სიტყვები “შექმნა” და “შობა”, რადგან ფონეტიკურად ისინი გავდნენ ერთიმეორეს. ბერძნულში შექმნის აღმნიშვნელი ტერმინი არის ზმნა “გიგნომაი”, შობის აღმნიშვნელი კი “გეგნაუმ”. მათგან ნაწარმოები “გენესის” (ერთი “ნ”-თი) არის “შექმნა”, “გენნესის” (ორი “ნ”-თი) კი არის “შობა”. ”გენომენონ” (ერთი “ნ”-თი) არის “შექმნილი”, “გენნომენონ” (ორი “ნ”-თი) არის “შობილი”. “აგენეტოს” (ერთი ”ნ”-თი) არის ”შეუქმნელი”, ”აგენნეტოს” (ორი ”ნ”-თი) არის ”უშოებლი”.ეს ყოველივე იმასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ არიანელობის აღმოცენებამდე “შექმნაშიც” კი უდიდესწილად, როცა ღმერთს ეხებოდა ეს სიტყვა, ბუნებითად შეუქმნელ არსს, დებდნენ მხოლოდ და მხოლოდ შობილობის მნიშვნელობას. ჩვენ ვიცით მრავალი ხელნაწერთა მონაცემი, სადაც ძე ღმერთის მიმართ გამოყენებულია “გენეტოს”, “გენომენოს”, ამ ყოველივეს მაშინ გაესვა ხაზი, როდესაც არიანელობამ ამ სიტყვებში პრინციპული თეოლოგიური მნიშვნელობა ჩადო და მიიჩნია, რომ “გენეტოს” ვუწოდებთ რა ძეს, ის მართლაც პირდაპირი გაგებით “გენეტოსია” ანუ “ქმნილია” და არა “შობილი”. მაშინ ეკლესიის მამებმა უდიდესი ყურადღება გამოიჩინეს ამ სიტყვებისადმი და დაიწერა გამარტებანი რომ ეს სიტყვა ძე ღმერთთან დაკავშირებით ყოველთვის ორი ნიუ-თი დავწეროთ და არა ერთი ნიუ-თი. თუმცა გადაწერის დროს ჩვენ ვერ მოვთხოვდით გადამწერს, რომ ყველა, თეოლოგიური განსწავლულობის მხრივ, კვალიფიციური ყოფილიყო. შესაბამისად იმდენი დარღვევაა ამ მხრივ, ჩვენ რომ ამ ხელნაწერულ მონაცემებს გავყვეთ შეიძლება პრინციპული გაუკუღმართებანი აღმოვაჩინოთ, რაც იქნება აბსოლუტურად არასწორი, იმიტომ, რომ არის ხშირად ფონეტიკურად მსგავსი სიტყვები ერთი მეორეში რომ აღირევა.

რით განსხვავდება “ქტიძო” (რაც იგავთა ხსენებულ მუხლშია გამოყენებული) შექმნის გამომხატველ სხვა სიტყვებისგან? იმით განსხვავდება, რომ აქ “ქტიძო” არ ნიშნავს არაფრისგან შექმნას. “ქტიძო” არის ჩვეულებრივ დასაფუძვლება, დასაძირკვლება, წარმოშობა. მაგალითად ქტიტორი ეწოდება ტაძრის ამგებს (ძველ ქართულად, როდესაც ტერმინოლოგიური ზედმიწევნითობა შეიქმნა, “ქტიძო” ყოველთვის ითარგმნებოდა როგორც აგება). ტაძრის ამგები არ ნიშნავს იმას, რომ ის არაფრისგან ქმნის ამ ტაძარს, მას აქვს მასალა და არის მუშა ხელი. ის თვითონ ფორმასაც კი არ აძლევს ტაძარს, ის უბრალოდ ტაძრის “დამფინანსებელია”. ამასთან, როგორც ზემოთ ითქვა, ძველი აღთქმის სიტყვები არასოდეს არ მიიჩნევა ტერმინებად, ანუ როდესაც იგავთა წიგნში ვკითხულობთ “რომელმან შემქმნა”, ეს შექმნა არ გაიგება ასე ვთქვათ თეოლოგიური ტერმინოლოგიის გაგებით, რომ “არაფრობისგან შემქმნა”. “დასაბამად გზათა მისთა” ნიშნავს იმას, რომ მამა ღმერთისგან ძე ღმერთის მიერ აღესრულდება ყოველივე ქმნილებაში. “რომელმაც მე დასაბამშივე მთელი ამ ქმნილების საცხოვნებლად განმაწესა”, იმიტომ, რომ სწორედ ძე ღმერთი უნდა განკაცებულიყო და ქმნილება უნდა გამოხსნილიყო. სწორედ ამ გაგებითაა აქ “შემქნა” და არა აბსოლუტური არაფრობისაგან შექმნის შინაარსით, ანუ აქ ჰიპოსტასურ წარმოშობაზე არაა საუბარი, აშკარად წერია მიზანდასახულობა, ე.ი. მაცხოვრის მოღვაწეობის გზა, რომ “გზათა მისთა დასაბამად შემქნა”-ო. რა არის ეს გზანი მამა ღმერთისა? გზა მიდის ქმნილებისკენ, რომ ამ გზას გამოყვეს ქმნილება ღმერთამდე ასასვლელად, ანუ ეს არის ქმნილების წინაშე მოღვაწეობა განღმრთობისა. ვინ უნდა აღასრულოს ეს? ამას აღასრულებს სწორედ განკაცებული ძე ღმერთი, და ეს მოვლენაც წინასწარ აზრშია ღვთისგან განჭვრეტილი და დაფუძნებული.
მამა ღმერთი არაიშვიათად ღვთიურობის აღმნიშვნელია, იმიტომ, რომ მამა ღმერთისგანაა შობითად ძე და გამოსვლითად სულიწმინდა. არსება მამისა, ძისა და სულიწმინდისა ერთია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძეს და სულს აქვს უშუალოდ მამისაგან და არა მამას ძისგან და სულისგან. მიზეზობრივი უპირატესობა მამისა ზოგჯერ იმ ზომამდეც მიდის, რომ სიტყვა ღმერთს სიმბოლურად მამას უწოდებენ. მაგალითად “დაბადების” წიგნის პირველ მუხლში ნახსენებ “ღმერთში” (“დასაბამში შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა”) ეკლესიის მამათა მნიშვნელოვანი ნაწილი გულისხმობს ჰიპოსტასურად მამა ღმერთს, სიტყვა “დასაბამში” კი გულისხმობენ ძე ღმერთს. მაგალითად ნეტარი თეოფილე ანტიოქიელის თქმით ბერძნულში ნახსენები “ენ არხე”, ამავე დროს გაიგება როგორც “დასაბამის მიერ”. ეს სიტყვები ძალიან ეხმაურება იგავთა აღნიშნულ სიტყვებს. მთელი შესაქმე ეკლესიური სწავლებით ასე განიმარტება: მამა ღმერთისგან ძე ღმერთის მიერ სულიწმინდაში იქმნება ყოველივე. მაგრამ სულიწმინდა არის დაგვირგვინება, მოღვაწეობის გეზი და გზა არის ძე ღმერთთან დაკავშირებული, ძე ღმერთი უშუალოდ აღმსრულებელია თავის თავზე ამისა, იმიტომ, რომ მხოლოდ ის განკაცდა და არა მამა ან სული, რაც ყოვლადწმინდა სამებაში ერთ აზრად, ერთ განზრახვად, საუკუნეთა უწინარეს არის ჩამოყალიბებული. ეს გაგებაა იგავთა წიგნშიც, რომ მან შემქნა მე, ანუ განმაწესა მე, დამადგინა, განმსაზღვრა იმ საქმეთა აღსასრულებლად, რაც მამა ღმერთის გზანია ქმნილებისადმი. ანუ ამ ტერმინ “ქმნას” არანაირად არა აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტერმინოლოგიური გაგება. ტერმინოლოგიური გაგება რომ ქონოდა, მაშინ აქ იქნებოდა სიტყვა “გიგნომაი”, რაც სწორედ არაფრისგან შექმნას ნიშნავს".


ედიშერ ჭელიძე


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   ლეგენდარული იგავების 8:22-30   Nov 8 2009, 08:24 PM
A-G-A-P-E   ბოლოსდაბოლოს გადა...   Nov 8 2009, 08:59 PM
afxazi   ყოველი შემთხვევის...   Dec 22 2009, 03:16 PM
Lash_Arius   afxazi სალამი. :) უნდა ვ...   Jan 31 2010, 02:44 PM
afxazi   Lash_Arius როგორც ჩანს ძვ...   Jan 31 2010, 03:16 PM
Lash_Arius   afxazi ვიცი რომ წესებს ...   Jan 31 2010, 03:56 PM
afxazi   Lash_Arius გამახარებ :) ს...   Jan 31 2010, 04:11 PM
Otherguy   Lash_Arius გამახარებ :) ს...   Jan 31 2010, 04:17 PM
afxazi   Otherguy თუ არ ვცდები გა...   Jan 31 2010, 05:37 PM
Otherguy   Otherguy თუ არ ვცდები გა...   Jan 31 2010, 05:51 PM
აკაკი   მამა ღმერთი არც ი...   Jan 31 2010, 05:44 PM
აკაკი   Otherguy ეს ციტატები არ ...   Jan 31 2010, 06:02 PM
აკაკი   აი სწავლება იესო ქ...   Jan 31 2010, 06:18 PM
Otherguy   Otherguy ეს ციტატები არ ...   Jan 31 2010, 06:24 PM
აკაკი   ეხლა უკვე მართლა კ...   Jan 31 2010, 06:27 PM
Otherguy   ეხლა უკვე მართლა კ...   Jan 31 2010, 06:41 PM
afxazi   Otherguy ხოხ, შენ აღიარე ...   Jan 31 2010, 06:56 PM
Otherguy   Otherguy ხოხ, შენ აღიარე...   Jan 31 2010, 08:55 PM
afxazi   Otherguy ლაშა ამისთვის ...   Jan 31 2010, 09:07 PM
Otherguy   Otherguy ლაშა ამისთვის ...   Jan 31 2010, 09:47 PM
afxazi   Otherguy რა გითხრა. ყოვე...   Jan 31 2010, 09:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 10:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი